x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345473
  • სურათი:463429
კორონავირუსი შიდსის ვირუსივით იოლად განიცდის მუტაციას, რაც მას ეხმარება, ადამიანის უჯრედებს თავს დაესხას, აცხადებს მეცნიერი
კორონავირუსი


ჩინელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსი შიდსის ვირუსის მსგავსად განიცდის მუტაციას, რაც მას ეხმარება, მიახდინოს ადამიანის უჯრედებთან ბმა "შემზარავი სისწრაფით".


ნანკაის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ახალი კვლევა მოწმობს, რომ Covid-19-ის უნარი, დააინფიციროს უჯრედი, 1000-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე SARS-ის.


კორონავირუსმა წარსულში უკვე იმსხვერპლა 774 ადამიანი. ეს მოხდა 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის ივლისამდე პერიოდში. დღეს იგივე ვირუსის სახეცვლილმა ვარიანტმა კიდევ იმსხვერპლა 2800 ადამიანი და დააინფიცირა 80 ათასი.



უახლესი კვლევა ცხადყოფს, თუ რა მექანიზმის მეშვეობით იჭრება ორგანიზმში ახალი ატიპური პნევმონია: ვირუსი უკავშირდება პროტეინს, სახელწოდებით ACE2, რომელიც არსებობს ადამიანის უჯრედულ მემბრანაში.


მაგრამ ახალ კორონავირუსს ძველისგან ის განასხვავებს, რომ მისი სამიზნე არის ფერმენტი ფურინი – იგივე ფერმენტი, რაც სამიზნეს წარმოადგენს შიდსის და ებოლას შემთხვევაში. ამაზე საუბარია “South China Morning Post”-ში განთავსებულ სტატიაში.


პროფესორმა რუან ცზინშოუმ და მისმა გუნდმა ნანკაის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინეს Covid-19-ის იმგვარი გენები, რაც არ იყო SARS-ის ვირუსში, მაგრამ სწორედ ეს საერთო გენები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ორივე ვირუსში, რაც შიდსს და ებოლას ეხმარება გავრცელებაში.


“ეს კვლევა იძლევა იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ახალი კორონავირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება SARS-ისგან გავრცელების თავისებურების თვალსაზრისით”, – ამბობენ მეცნიერები საკუთარ სტატიაში.


კორონავირუსი


როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ახალ კორონავირუსს პოტენციურად შეუძლია შიდსის ვირუსის შეფუთვის მექანიზმი გამოიყენოს. სწორედ ამიტომაა, რომ SARS-Cov-2 ბევრად უფრო იოლად ვრცელდება, ვიდრე სხვა კორონავირუსები.


ჩინელი მეცნიერები დამატებით კვლევებს ახორციელებენ, რათა გაერკვნენ, თუ როგორ ახერხებს კორონავირუსი ასე სწრაფად გავრცელებას. პარალელურად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა დამზადდეს ეფექტური ვაქცინა გრიპის ახალი ვირუსის შტამების წინააღმდეგ.

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0