x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსულმა ავიაციამ სირიაში თურქული არმიის კოლონა დაბომბა, არის მსხვერპლი

image


მინიმუმ 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა სირიის პროვინცია იდლიბში საჰაერო იერიშის შემდეგ. ამის შემდეგ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა სირიის არმიის ყველა ცნობილ პოზიციებს.

ოფიციალური თურქეთი საჰაერო თავდასხმაში სირიის ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.


სირიის თავზე ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ სირიის საჰაერო ძალების სამხედრო ძალებით, არამედ რუსული სამხედრო თვითმფრინავებითაც, რომელიც ბაშარ ალ-ასადს მხარს უჭერს ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში., თურქეთი საპირისპიროდ, კონფლიქტის მეორე მხარესაა.



მოხდება თუ არა უახლოეს მომავალში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის შეტაკება?


შექმნილი ვითარების ფონზე თურქეთმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.

ერდოღანმა სასწრაფოდ ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს წუთებში დაიწყება არსებული სიტუაციის შესაფასებლად და სამომავლო გეგმების განსასაზღვრად.

0
594
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0