x
მეტი
  • 26.05.2020
  • სტატია:100897
  • ვიდეო:346070
  • სურათი:464349
წაიკითხეთ არ ინანებთ: "თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!"
image
"საბჭოთა პერიოდში თბილისში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადაწყვიტეს. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გაიშლა და ქეიფიც გახურდა.


შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და მასწავლებლებმა სართულის მორიგეს მისი გამოცვლა სთხოვეს. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა.


კომპანიას დალევა თითქმის აღარ შეუძლია, სხედან და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ამ დროს ერთმა ნათურას მოჰკრა თვალი და დანარჩენებს აუწყა, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი.


ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის მასწავლებელი, ამბობს: "ასე არ შეიძლება. მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით.



ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტეს. ექთანს დაუძახეს და პაციენტი აჩვენეს. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა.


ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა მასწავლებლებმა ექიმს მადლობა გადაუხადეს, ტაქსიში ჩასხდნენ სასტუმროსკენ დაიძრნენ.


"მაინც ვერაფერი გავიგე, - ეუბნება ერთი მასწავლებელი მეორეს, - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" მეორემ ისევ გააპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსიმ ისევ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.


დაიჭირეს ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ.


ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?"


"რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს".


ტაქსის მძღოლმა არ დაუჯერა. დარწმუნება დაუწყეს, ვერ დაარწმუნეს და ნათურა მისცეს. მოკლედ, ამჯერადაც მოუწიათ საავადმყოფოში მიბრუნებამ. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა!


ტაქსის მძღოლმა ისინი სასტუმროსკენ წაიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაეღობათ, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოეჩვენა.


ერთადერთმა მოლაპარაკემ, მაგრამ ნასვამმა, მოახერხა ყველაფრის ახსნა. ინსპექტორმა ზურგი აქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით ანიშნა, ჩაწეულიყვნენ. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა.


ტაქსი კიდევ ერთხელ მიბრუნდა საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ექიმის ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით..."

2
751
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
751
  
28 თებერვალი, 18:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

28 თებერვალი, 18:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2