x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100878
  • ვიდეო:345588
  • სურათი:463550
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მამაკაცებს კორონავირუსის გამო წვერის გაპარსვისკენ მოუწოდებს

კორონავირუსი


ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა მამაკაცებს, წვერი სისტემატიურად გაიპარსონ, რათა კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტურ ფაზაში გადავიდეს.


ცენტრის თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახეზე არსებულმა წვერმა შეიძლება ხელი შეუშალოს სამედიცინო ნიღაბს და მან ვირუსის შეკავების ფუნქცია ვეღარ შეასრულოს.


სამედიცინო ცენტრები სახის და სუნთქვის დამცავ ნიღბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასიურად უწევენ რეკომენდაციას, რათა ადამიანებს კორონავირუსით დასნებოვნებისგან თავის დაცვასა და დაავადების გავრცელებისგან თავის შეკავებაში დაეხმარონ.



ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ყველაზე არასასურველია გრძელი წვერის ქონა, რაც სამედიცინო ნიღბის ფუნქციობას შეუძლებელს ხდის.


მთავარია, წვერი არ ჩაიტენოთ ნიღაბში და მერე წვერით სავსე ნიღაბი ცხვრის ყველით სავსე გუდასავით არ გამობეროთ.


კორონავირუსი


თუმცა, ამერიკელების განცხადებით, გამონაკლისის სახით წვერის ტარება შეუძლიათ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს. მათ უფლის ხელდასხმით სახეზე იმდენად მჭიდროდ ეხვევათ ნიღბები, რომ შიგნით კორონავირუსის შეღწევა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, მათ აქვთ ნაკურთხი წყალი – უძლიერესი წამალი, რომელიც ყველა დაავადებას ამარცხებს.


3
497
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
497
  
1 მარტი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

28 თებერვალი, 18:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

28 თებერვალი, 15:22
..და რა ჰიგიენაა წვერის მოშვება,ბაძავენ მუსულმანებს.
0 1 3