x
მეტი
  • 26.05.2020
  • სტატია:100895
  • ვიდეო:346067
  • სურათი:464349
ბოლო 24 საათის განმავლობაში: კორონავირუსი უკვე 48 ქვეყანაშია, დაინფიცირებულია ირანის პრეზიდენტის მოადგილეც!

კორონავირუსმა უკვე 48 ქვეყანაში შეაღწია. ირანში ოფიციალურად გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია, ხოლო იტალიაში - 14. დაინფიცირებულია აგრეთვე ირანის პრეზიდენტის მოადგილე მასუმე იფტიკარი - ნახეთ, როგორი სიტუაციაა მსოფლიოში:

image







კორონავირუსის შემთხვევა ბოლოს 8 ქვეყანაში დაფიქსირდა: პაკისტანი, საბერძნეთი, საქართველო, მაკედონია, რუმინეთი, ნორვეგია, დანია და ესტონეთი. მსოფლიო მასშტაბით 81 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.

image




ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის წერილობითი განცხადების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო გამოვლენილია 770 ახალი კოვიდ-19 შემთხვევა.


ვირუსი გადაიტანა 32 495 ადამიანმა.

image




ესტონეთში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ინფიცირებული ირანიდან დაბრუნდა.


დაინფიცირებულია ერთი საქართველოს მოქალაქეც, რომელიც ასევე ირანიდან აზერბაიჯანის გადმოკვეთით დაბრუნდა საქართველოში.


პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე ნორვეგიაშიც. ქალაქ ტრომსოში აღმოჩენილ ვირუსის მატარებელი ქალია, რომელიც ჩინეთიდან ეპიდემიის გავრცელების დროს დაბრუნდა.


მაკედონიაშიც ვირუსი დაფიქსირებულია. ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნებულს აღმოაჩნდა ვირუსი. კარანტინში იმყოფება 40-მდე ადამიანი.


პაკისტანში აღმოჩენილია ორი დაინფიცირებული, ორივე მათგანი ირანიდანაა დაბრუნებული. ერთ-ერთის ასაკი 22 წელია. ბოლო ინფორმაციით, ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


image



ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში ირანელ ტურისტს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ რეგიონშიც პირველი შემთხვევაა.


ჩინეთის შემდეგ ყველაზე საშინელი სიტუაცია ირანშია, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 26 მიაღწია. დაინფიცირებულია ასევე პრეზიდენტის მოადგილეც.


თურქეთის ქალაქ ერზინჯანში ირანელი სატვირთო ავტომობილის მძღოლი კარანტიში აიყვანეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ატარებს თუ არა ეს მამაკაცი კორონავირუსს.


საუდის არაბეთმა თითქმის ყველა ქვეყანასთან გააუქმა საჰაერო მიმოსვლა.


იტალიაში ქალაქ ლომბარდიის რეგიონალური პრეზიდენტი კარანტინშია. ქვეყანაში დაინფიცირებულია 440-ზე მეტი ადამიანი და გარდაცვლილია უკვე 12 იტალიელი.


აშშ-ში დაფიქსირდა 60 შემთხვევა. წინა 59 საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებს აღმოაჩნდათ, ხოლო უკანასკნელს არანაირი კავშირი არ ჰქონია ინფიცირებულთან. სან ფრანცისკოს ჯანდაცვის კომიტეტის განცხადებით, შესაძლოა კორონავირუსით უკვე უამრავი ამერიკელი იყოს დაინფიცირებული.



image



იაპონიაში აპრილამდე შეწყდა სასწავლო პროცესები. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში კორონავირუსით 8 ადამიანი დაიღუპა.


ისევ იაპონიაში, 40 წლამდე ქალი კორონავირუსისგან განიკურნა, თუმცა ქალბატონი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა.


კორონავირუსით დაინფიცირებულთა დასახმარებლად ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე რომის პაპი თავს კარგად არ გრძნობდა. ის ხშირად ახველებდა, აცემინებდა და შეხვედრაც ნაადრევად დატოვა. პაპის ჯანმრთელობის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფომაცია არ არის.

image



სტატია მომზადებულია Independent, Reuters და Euronews -ზე დაყრდნობით.





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



კორონავირუსი მთელ მსოფლიოში - როგორი სიტუაციაა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ვირუსმა შეაღწია!

image




ვითარება ირანში - 15 კადრი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რაოდენ რთული სიტუაციაა დღეს ირანში!

image




9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია!

image




საშინლად დაწყებული წელიწადი - 10 შოკისმომგვრელი მოვლენა 2020 -ის დასაწყისშივე!

image




მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას

image




ჩინური სამზარეულოს ყველაზე ამაზრზენი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ!

image




ვითარება იტალიაში - 14 კადრი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რაოდენ რთული სიტუაციაა დღეს იტალიაში!

image























0
314
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0