x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463845
კორონავირუსის აფეთქება ევროპაში: იტალიაში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 450-ს გადააჭარბა

კორონავირუსი


Covid-19-ით დაავადებულთა რიცხვი იტალიაში უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით 450-ს გადააჭარბა. ეს არის დაახლ. 30 %-იანი ზრდა ბოლო 24 საათის მანძილზე.


ინფიცირებულთაგან სამი გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.


ყველაზე მეტი დაავადებული არის ეკონომიკურად ყველაზე მეტად განვითარებულ ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ კი ლომბარდიაში და მის დედაქალაქ მილანში. ხოლო მეორე ადგილზე ვენეცია მოდის.



მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკეტილია სკოლები, საბავშვო ბაღები და კინოთეატრები, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები. კარანტინშია მოთავსებული ათამდე ქალაქი 50 ათასამდე მცხოვრებით.


მილანში დაცარიელებულია ბევრი კაფე, სასტუმრო და რესტორანი. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის აფეთქებას შედეგად იტალიის ეკონომიკის ჩამოშლა მოჰყვეს.


კორონავირუსი


ამასობაში კორონავირუსი გავრცელებას განაგრძობს მთელ ევროპაში. დაავადების შემთხვევები გამოვლინდა საბერძნეთში, ნორვეგიაში, ხორვატიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. აღნიშნულ ქვეყნებში ვირუსი იტალიიდან გავრცელდა. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენთან ის ირანიდან შემოვიდა. დაავადების ახალ შემთხვევებზე განაცხადეს საფრანგეთმა, ესპანეთმა და გერმანიამ, ხოლო დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 12-ს მიაღწია.


უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში მთლიანად 80 ათასამდე კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა, საიდანაც ფატალურად დასრულდა 2700 შემთხვევა.


ექსპერტები განმარტავენ, რომ კორონავირუსისგან ყველაზე ეფექტური პრევენცია თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება და პირადი ჰიგიენის დაცვაა.





0
362
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0