x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101014
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463803
ტოპ-მოდელი ,,ოქროს ფეხებით''

image


შეუძლებელია, ლორენ ვასერის ძალით და ნებისყოფით არ აღფრთოვანდე, მიუხედავად ყველა სირთულისა, ის მაინც წინ მიიწევს ცხოვრებაში.

image

გოგონა უბრალოდ დაბადებულია მოდელად, მაღალი, ტანადი, სწორი სახის ნაკვთები, მისი მშობლებიც მოდის ინდუსტრიაში მუშაობდნენ, ამიტომ შეჩვევაც არ გაუჭირდებოდა.

image

მაგრამ, 24 წლის ასაკში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მას გულის შეტევა დაემართა, რის გამოც შინაგანი ორგანოები დაუსუსტდა. ექიმებმა ვერ ამოხსნეს თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის ასე გაუარესება.

image

ტოქსიკური შოკის სინდრომი ორგანიზმში ბაქტერიების შეღწევის შემდეგ ჩნდება, მისი სხეულიდან ათეულობით ლიტრი ტოქსინი ამოიღეს ექიმებმა. ამის შემდეგ გოგონას კიდურების წვა დაეწყო, შემდეგ კი განგრენა. ექიმებს მარჯვენა ფეხის ამპუტირება მოუწიათ, მთელი 5 წლის შემდეგ კი მარცხენა ფეხისაც, რადგან უკეთესობა არ შეიმჩნეოდა.

image ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო რეაბილიტაციის პერიოდი. ლორენი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ თავის ძველ ცხოვრებას და კარიერას უნდა დაჰბრუნებოდა, ამიტომაც თავდაუზოგავად შრომობდა და ვარჯიშობდა მიზნის მისაღწევად.

image

დღესდღეობით ლორენი არა მარტო პოპულარული ტოპ მოდელია, ის ასევე ეხმარება გოგონებს, რომლებსაც ამდაგვარი პრობლემა შეექმნათ.

image

2
485
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
485
  
27 თებერვალი, 12:24
იგივე სუპერმოდელია თუ არ ვცდები, პროფესიული დონეა
27 თებერვალი, 12:11
ტოპ რას ნიშნავს??????
0 1 2