x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100896
  • ვიდეო:345601
  • სურათი:463570
9 აკრძალვა ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც უცხოელებს აბსურდულად მოეჩვენებათ

image

1. არანაირი ცხელი შხაპი

image

ისევე, როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაშიც არაა ცენტრალური გათბობა, არ აქვთ გაზის გამათბობლები წყლისთვის და ა. შ. წყალს ისინი შეშის ღუმელებზე აცხელებენ, ან შედარებით შეძლებულები დენის გამათბობლებზე.

2. არანაირი ავტომობილი

image

მიზეზი მარტივია, ავტომობილი აქ ძალიან ძვირი ღირს, უცხოეთიდან ჩამოტანაზე ხომ არაა საერთოდ საუბარი. ამიტომ, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.

3. მხოლოდ შავი ჯინსები

image

უპირველეს ყოვლისა, ჯინსის ნაჭერი ჩრდ. კორეაში ძალიან ძვირია და ცოტა თუ ხმარობს, მაგრამ ლურჯი ან ცისფერი ჯინსის ნაჭერი აკრძალულია, რადგან მაღალჩინოსნები მას პროვოკაციულად თვლიან.

4. არანაირი კოკა კოლა

image

ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს სასმელი ოფიციალურად აკრძალულია და მას მაღაზიებში უბრალოდ ვერ შეხვდებით.

5. შეზღუდული ინტერნეტი

image

მასინ, როდესაც მსოფლიო გლობალურმა ქსელებმა მოიცვა, ჩრდილოეთ კორეაში Wi-Fi ც კი არ არის, არსებობს მხოლოდ ინტერნეტის ერთი კომპიუტერული ქსელი “კვანმენი'', რომელსაც ზოგიერთი გამოთვლით მხოლოდ 1000 საიტი აქვს, ისიც ლოკალური. უცხოური საიტების ნახვა კატეგორიულად იკრძალება. ამიტომაც ტექნიკის მაღაზიებში ფაქტობრივად არ იყიდება მობილური ტელეფონები, პლანშეტები ან სხვა პოპულარული გაჯეტები.

6. აკრძალული ვალუტა

image

ტურისტებს ეკრძალებათ სამხრეთ კორეული ვალუტის, ვონის გამოყენება და იხდიან მხოლოდ დოლარით ან ევროთი, გარდა ამისა არსებობს მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილი ადგილები და მაღაზიები, სხვა ლოკალურ დაწესებულებასი ისინი უბრალოდ ვერ შევლენ.

7. შვებულება სხვა ქვეყანაში? არა!

image

საზღვარგარეთ დასვენება ისედაც ძვირი ღირს, მაგრამ ხალხი ჩრდილოეთ კორეაში ამაზე არც კი ფიქრობს. მათ სასტიკად ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება.

8. უბრალო ჰიგიენის საშუალებები

image

ჰიგიენის საშუალებები ამ ქვეყანაში არ არსებობს, ქალებმა კონტრაცეპტული საშუალებებიც კი არ იციან რა არის, თავს უბრალოდ არ იცავენ. გარდა ამისა, ძალიან ძნელია ან საერთოდ შეუძლებელი თუნდაც სახის კრემის ან საპონის ყიდვა, ამიტომ უმეტესობა უბრალოდ ნაჭრებს იყენებს.

9. შეზღუდვები უცხოელებისთვის

image

ტურისტს აკრძალული აქვს ნებართვის გარეშე სურათი გადაუღოს ან ადგიობრივ მცხოვრებს, ან ღირსშესანიშნაობას. თვითონ კორეელებიც გაურბიან ტურისტებს და მათ დანახვაზე გვერდს უვლიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მათ გვერდით არასოდეს ჯდებიან. ტურისტებს კი უკან ყოველთვის დაყვება გიდი, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ, რომ არაფერი დააშავონ.

0
516
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0