x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101012
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
კორონავირუსი მთელ მსოფლიოში - როგორი სიტუაციაა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ვირუსმა შეაღწია!

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი მსოფლიოს 3 ქვეყანაში კიდევ დაფიქსირდა. ერთ-ერთი შემთხვევა სამწუხაროდ საქართველოშიც დაფიქსირდა და ჩვენი ქვეყანა მწვანზე ზონაში აღარ იმყოფება. ვირუსი დადადასტურდა ასევე მაკედონიასა და ბრაზილიაშიც.

image


euronews და reuters -ის დღიური შეჯამება კორონავირუსის შესახებ!




ლიბანი - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში უკვე 2 ინფიცირებულია.


საბერძნეთი - 38 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


სამხრეთ ამერიკა - პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკაშიც, კონტინეტზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების შანსი ყველაზე ნაკლებად იყო. ბრაზილიელი ქალი იტალიაში იმყოფებოდა და სან პაულოს ინფექციური კლინიკაში ოფიციალურად დაუდგინდა კორონავირუსი.


საფრანგეთი - რთული სიტუაციაა საფრანგეთშიც. კორონავირუსით გარდაიცვალა უკვე მეორე ადამიანი. დაინფიცირებულია კიდევ 17 ადამიანი.


იტალია - ევროპაში ვირუსმა ყველაზე ძლიერად ამ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი. იტალიაში რთული სიტუაციაა და ზუსტი ინფრომაცია ამ წუთისთვის არაა. ადგილობრივი პრესის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 11 -ია.


ირანი - გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა 19 -ია, ხოლო ინფიცირებულია 140-ზე მეტი ადამიანი. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ციფრები რეალობის მხოლოდ 1/5 -ია.


სამხრეთ კორეა - კორონავირუსი საშინელი ტემპით ვრცელდება სამხრეთ კორეაშიც, სადაც ყოველდღე ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. როგორც ცნობილია ერთ ამერიკელ ჯარისკაცს დაუდგინდა ვირუსი. ეს ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში მსახურობს.


ბაჰრეინი - ბოლო 3 დღეში ბაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია. ჯერ-ჯერობით 26-ვე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.



ქუვეითი - ინფიცირებულია 2 მოქალაქე. ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა ჩინეთთან, იტალიასთან, ირანთან, იაპონიასთან, ტაილანდთან, სინგაპურთან და ჰონგ კონკგთან.


ტაილანდი - ინფიცირებულთა რიცხვმა 40- მიაღწია.


ჩინეთი - ერთ დღეში ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა - 406 -ია, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 52 ადამიანი.


იაპონია - ვირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული. შესაძლოა წლის ოლიმპიური თამაშებიც გადაიდოს.


აშშ- ქვეყნის რამოდენიმე ქალაქში გამოცხადდა განგაში... სან ფრანცისკომ გზები გადაკეტა მიუხედავად იმისა, რომ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


პაკისტანი - ვირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა პაკისტანშიც.


რუსეთი - Diamond Princess cruise -ის გემიდან გამოყვანილ 8 რუსეთის მოქალაქედან 3-ს კორონავირუსი დაუდგინდა. რუსეთი აქტიურად მუშაობს ვაქცინის გამოგონებისთვის.


საქართველო - დაფიქსირდა პირველი შემთხვევა საქართველოშიც. მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანის გამოვლით შემოვიდა ქვეყანაში.


აზერბაიჯანი - საგანგებო განცხადება გააკეთა ასევე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრმაც. ოფიციალურად კორონავირუსი ქვეყანაში არ არის გავცელებული


მაკედონია - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კორონავირუსი დილის საათებში დაუდასტურდა ქალბატონს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და 1 კვირის წინ დაბრუნდა ქვეყანაში.


თურქეთი - თურქეთმა ყველა გზა ჩაუკეტა ირანს და ჩინეთს, უახლოეს დღეებში იგეგმება ფრენების შეჩერება იტალიის მიმართულებით.


image





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



ვითარება ირანში - 15 კადრი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რაოდენ რთული სიტუაციაა დღეს ირანში!

image




9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია!

image





საშინლად დაწყებული წელიწადი - 10 შოკისმომგვრელი მოვლენა 2020 -ის დასაწყისშივე!


image




მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას

image




გადარჩენილი კაცობრიობა: შეუჩერებელი სუპერ-გრიპი 2011 წელს

image





მიუხედავად ამდენი კატასტროფისა, ბუნება მაინც ინარჩუნებს შეუდარებელ სილამაზეს! (30 ფოტო)

image



კორონავირუსი უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა

image





0
648
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0