x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
პირველი პაემანი. როგორ მოვიქცეთ, რაზე ვისაუბროთ ?

imageპაემანის პირველი 10 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც განსაზღვრავს, როგორი გამოვა თქვენი ურთიერთობა, დაახლოვდებით თუ არა. სწორედ პირველი 10 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდეთ, როგორი მოსაუბრეა თქვენი მეწყვილე, იქნება თუ არა მეორე პაემანი და არის თუ არა თქვენში რაღაც საერთო. ქვემოთ წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მოეწონოთ თქვენს რჩეულს.
1. იყავი კეთილი და გამოავლინე გოგოსადმი ( ბიჭისადმი ) სიმპათიები.

გახსოვდეთ, რომ თქვენი რჩეული ისევე როგორც თქვენ, ძალიან ნერვიულობს, გრძნობს თავს ცოტა არადამაჯერებლად. მოუყევით თქვენზე მხიარული ამბები, მაგრამ ასე ვთქვათ არ "იმარიაჟოთ".

2. გაუკეთეთ კომპლიმენტები.
დაიწყეთ საუბარი კომპლიმენტით, უთხარით რა კარგად გამოიყურება, შეაქეთ მისი ჩაცმულობა და ვარცხნილობა. ეს ცოტა თავდაჯერებულობას შემატებს თქვენს რჩეულს.

3. არ ისაუბროთ თქვენს "ყოფილებზე".
თუ თქვენ წამოგცდებათ, რაიმე თქვენს "ექსებზე" თქვით მათზე, რაიმე სასიამოვნო და მხიარული, რომ არ შეაშინოთ ახალი რჩეული.

4. ისაუბრეთ სასიამოვნო და წყნარი ხმით.
პირველი შთაბეჭდილებისათვის საჭიროა, როგორც გარეგნობა და ქცევები ასევე საუბრის მანერაც. ამიტომ ეცადეთ ისაუბროთ სასიამოვნო და ტკბილი ხმით.

5. ყველაზე კარგი თემა - თქვენი შესაძლო მომავალი პარტნიორი.

გამოავლინეთ ინტერესი თქვენს რჩეულზე. კითხეთ რა მოსწონს, სად უყვარს დასვენება, როგორ ატარებს თავისუფალ დროს, რით საქმიანობს. ასევე ეცადეთ იპოვოთ რაიმე საერთო.

პ.ს მე დიდად არ ვუჯერებ ასეთებს მე ჩემი შეხედულებები მაქვს და თუ თქვენ დაუჯერებთ ამ რჩევებს მერე მე არ დამაბრალოთ, მე უბრალოდ რუსული საიტიდან გადმოვთარგმნე.

4
1155
9-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1155
  
2012, 7 აგვისტო, 23:04
მადლობა
2012, 7 აგვისტო, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 7 აგვისტო, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 7 აგვისტო, 22:39
საინტერესი და გონივრული რჩევებია:)))
0 1 4