x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
სწრაფი ტესტი: გაიგეთ – გაქვთ თუ არა ინტუიციის გრძნობა

ინრუიცია — მიმდინარე მოვლენების შეცნობის და ქვეცნობიერის მეშვეობით, ყოველგვარი ანალიზის და შესაძლო ვარიანტების განხილვის გარეშე, შედეგის განჭვრეტის უნარია. ხოლო, ინტუიცის საფძველს ემფათია, წარმოსახვა, დაკვირვება და ცხოვრებისეული გამოცდილება წარმოადგენს.

განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანი სწრაფად პოულობს პრობლემის მოგვარების გზას, სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს, თუ არჩევანის გაკეთება უწევს, სწორედ აწყობს ურთიერთობებს...

გინდათ გაიგოთ, რამდენად განვითარებულია თქვენი ინტუიცია? დააკვირდით ქვემოთ მოცდმულ სურათებს და დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, მოცემული ვარიანტებიდან, ერთი ამოირჩიეთ. ხოლო, ტესტის პასუხის მისაღებად, პასუხებზე მიწერილი ქულები დააჯამეთ.



სურათი №1. რა ემოციას ხედავთ?


image
პასუხის ვარიანტები:


არანაირი — 1 ქულა;

კმაყოფილება/სიხარული — 2 ქულა;

ბრაზი/მრისხანება/გაღიზიანება — 3 ქულა;

სასოწარკვეთა — 4 ქულა;

ფარისევლობა — 5 ქულა.



სურათი №2. ორივე ამტკიცებს, რომ ჩემოდანი მისია, რომელია პატრონი?


image
პასუხის ვარიანტები:


ჩემოდანი ქვედაბოლოან გოგონას ეკუთვნის — 2 ქულა;

ჩემოდანი შარვლიან გოგონას ეკუთვნის — 5 ქულა.



სურათი №3. ამოირჩიეთ გამოსახულება, რომელიც თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს.


image
პასუხის ვარიანტები:


1 გამოსახულება — 1 ქულა;

2 გამოსახულება — 2 ქულა;

3 გამოსახულება — 4 ქულა;

4 გამოსახულება — 5 ქულა.



სურათი №4. რა ხდება სურათზე?


image
პასუხის ვარიანტები:


ადამიანს მისდევენ და ის საფრთხეშია — 2 ქულა;

ადამიანი ხაფანგში მოხვდა — 3 ქულა;

ადამიანმა სიბნელეშ სინათლე იხილა — 4 ქულა;

ადამიანმა გასასვლელი იპოვა — 5 ქულა;

საკუთარი ვარიანტი — 1 ქულა.



სურათი №5. პირველად რა გრძნობა გამოიწვია თქვენში სურათმა?


image
პასუხის ვარიანტები:


არანაირი — 1 ქულა;

ხალისის — 2 ქულა;

შიში — 3 ქულა;

ზიზღი — 4 ქულა;

გაკვირვება/ინტერესი — 5 ქულა.



შედეგები:


5-10 ქულა


ინტუიციის გარკვეული გრძნობა გაქვთ, რომელსაც შეუძლია საფრთხის შემთხვევაში ნიშანი მოგცეთ.

ადამიანების უმრავლესობას სწორედ ასეთი — ინსტიქტური, საბაზისო ინტუიცია აქვს, რომელიც ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა. რა თქმა უნდა, საფრთხის შეგრძნება და სიბნელეში გზის გაგნება — მნიშვნელოვანი თვისებაა, მაგრამ ამის გარდა, ინტუიცია გააზრებული და ეფექტური ურთიერთობების აწყობაში, მეგობრების და თანამოაზრეების პოვნაშიც გვეხმარება. მისი მეშვეობით ხდება კარიერის შექმნა და ბიზნესის აწყობა. დაფიქრდით ამაზე! წაიკითხეთ ფსიქოლოგიური ლიტერატურა და იპოვეთ ამ თვისების განვითარების ის მეთოდი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღები იქნება.

ინტუიციის განვითარება შესაძლებელია და ამის გაკეთება გვიან არასდროს არის — ეს კი, ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს გაგიხსნით.


11-15 ქულა


თქვენს ინტუიციას სოციალური მიმართულება აქვს და მის საფუძველს ახლობლების ემოციური მდგომარეობის შეცნობა წარმოადგენს. თქვენ შეგიძლიათ თანაგრძნობა, თანადგომა და ადამიანების დახმარება.

ხშირად ხვდებით, თუ რას იტყვის ადამიანი ან როგორ დაასრულებს ის ფრაზას. შეგიძლიათ საფრთხე იგრძნოთ, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თქვენი სოციალური ჯგუფის მიმართაც. საფრთხის დროს, შეგიძლიათ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე წაიყვანოთ.

თქვენი თვისება ძალიან ფასეულია ურთიერთობების და მართვის სფეროში დასაქმებისთვის. მაგრამ, არსებობს საკუთარი გრძნობებისადმი მეტისმეტად ნდობის საფრთხე. ავარჯიშეთ საკუთარი ინტუიცია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ სხვა ადამიანების რეაქციებზე დაკვირვებას და მათი აზრის გათვალისწინებას.


16-20 ქულა


ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული მეცნიერების და ხელოვნების სფეროებში. ამას შეგიძლიათ ინსპირაცია, შთაგონება, მიხვედრა, ინსაითი უწოდოთ. თქვენ შეგიძლიათ აღმოჩენების გაკეთება და ახალი, ჯერ არნახული რამის შექმნა. თქვენს გონებას უზარმაზარი ანალიტიკური სამუშაოს შესრულება შეუძლია და შედეგის მიღება, რომლშიც, ლომის წილი, სწორედ ინტუიციურ მიგნებებზე იყოს დამყარებული.

მიუხედავად ამისა, თქვენი განვითარების დონე საშუალებას გაძლევთ, რომ ინტუიცია, მხოლოდ ხსენებულ სფეროებში კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობებში გამიიყენოთ.

ყურადღებით იყავით თქვენი ქვეცნობიერის მინიშნებების, საკუთარი «მეექვსე გრძნობის» და შინაგანი ხმის მიმართ!


21-25 ქულა


ინტუიციის მხრივ — იშვიათად ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. ის მხოლოდ განვითარებული კი არა გაქვთ, თქვენს მიერ ისე აღიქმება, როგორც სხვა, ნებისმიერი, პიროვნული თვისება. თქვენ შეგიძლიათ ის გარკვეულ მოვლენებზე დააპროგრამოთ, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ კი, სწორი დასკვნები გააკეთოთ (როგორც შერლოკ ჰოლმსი).

თქვენი ინტუიცია მრავალპროფილიანია. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ეკონომიკაში და ბიზნესში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში.

imageimageimage* საკვები, წამალი, ავადმყოფობა, ჰაერი – თქვენ რომელი ხართ?
* აურის ფერი, დაბადების თარიღის მიხედვით
* გაიგეთ ვის რა ნიჭი გვერგო... ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

* ტესტი ინტუიციის შესამოწმებლად

* ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)


0
545
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0