x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100797
  • ვიდეო:345461
  • სურათი:463428
გენდერი და სამართალი

image






სამართლის ცნება

2500 წელზე მეტი გავიდა, რაც იურისპრუდენცია ცდილობს, ჩამოაყალიბოს სამართლის ცნება, მაგრამ მისი დეფინიცია საკმაოდ რთულია. უნდა განვიხილოთ სამართლის შინაარსობლივი ასპექტები და, ამავე დროს, აღსანიშნავია ის შეხედულებები, რომლებიც კონცენტრირებულია მის ფორმალურ ნიშნებზე.


შინაარსობლივი ცნების თანახმად, (ულპინე, აკვინელი, კანტი და სხვა) სამართალი შესასრულებლად სავალდებულოა იმიტომ, რომ:

  • ადგენს საზოგადოდ “მისაღებ’’ წესს;
  • 2.სამართალი გამომდინარეობს ბუნებითი ან გონითი კანონიდან;

  • სამართალი თანაბრად ზღუდავს თითოეულის თავისუფლებას. [ხუბუა, 2004:32]
  • სამართის ფორმალური განმარტების თანახმად, (კელზენი, ბირლინგი, და სხვა) იურიდიულ მოთხოვნათა სავალდებულოობას განსაზღვრავს ფორმა და არა ნორმის შინაარსი. კელზენის შეხედულების მიხედვით, სამართალი არის ნორმა, რომელიც მოითხოვს განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად, ამ ყოველივეს გათვალისწინებით გამოყოფენ: პოზიტიურ და ბუნებით-სამართლებრივ ფორმებს.


    ბუნებითი სამართალი - ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან განიხილებოდა, როგორც “კარგი’’ და “ცუდი’’ ქცევის შეფასების მასშტაბი;

    პოზიტიური სამართალი - განმარტებულია, როგორც სოციალური ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ადამიანთა ქცევას საზოგადოებაში. [ხუბუა: 35]

    სამართლის ძირითადი ნიშნები:

    1.სამართალი ადგენს ქცევის განსაზღვრულ წესს;

  • სამართლის ნორმა, როგორც ზოგადსავალდებულო წესის მოქმედება ვრცელდება საზოგადოების ყველა წევრზე;
  • სამართალს ახასიათებს მოქმედების პრეტენზია;
  • ასევე იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა; [ხუბუა, 2004 :38]

  • თავისუფლების ორგვარი გაგება არსებოს, როგორც ისააკ ბერლინი აღნიშნავს, ესაა: პიროვნული და პოლიტიკური იგივე ე.წ. “ნეგატიური’’ და “პოზიტიური’’ თავისუფლების ცნებები.

    ნეგატიური, ანუ პოლიტიკური თავისუფლების ამოცანაა გაგვცეს პასუხი შეკითხვაზე: “რა არის ის, რაც ადამიანს ან მათ ჯგუფს დარჩენია სამოქმედოდ, რა უნდა ან ძალუძთ მოიმოქმედონ სხვა ადამიანების ჩაურევლად.’’ ხოლო პოზიტიურ, ანუ პიროვნულ თავისუფლებაში იგულისხმება ის, რომ ადამიანი რაციონალური არსებაა, მას სურს სუბიექტდად ყოფნა და არა ობიექტად, ესაა პასუხი კითხვაზე: “რა ან ვინ არის კონტროლის წყარო, რომელსაც შეუძლია გარედან ჩაერიოს და განსაზღვროს რა არის საჭირო?’’

    [თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია, 1997:72]


    “ნეგატიური’’ თავისუფლების ცნება

    “ჩვეულებრივ, ჩემზე იტყვიან, რომ მე თავისუფალი ვარ იმდენად, რამდენადაც არავინ -არც გარეშე პირი და არც ორგანიზაცია - არ ერევა ჩემს საქმეში’’

    1.მხოლოდ უუნარობა მიაღწიო რაღაც მიზანს არ ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლების უქონლობას;

  • ყოველივე ეს მოიტანა ისეთმა თანამედროვე გამოთქმებმა, როგორიცაა - “ეკონომიკური თავისუფლება’’ და მისი ანტითეზა “ეკონომიკური მონობა’’. მაგალითისთვის, თუკი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არ აქვს საშუალება იმისა, რომ შეიძინოს ისეთი რამ, რასაც კანონი არ კრძალავს, მაგალითად, პური, ან საყოფაცხოვრებო ნივთები, მაშინ იგი იმდენადვეა არათავისუფალი, რამდენადაც იქნებოდა იმ შემთხვევაში ამას, რომ კანონი კრძალავდეს. სიღარიბის მიზეზი, რომ ავადმყოფობა ყოფილიყო, რაც ადამიანს ხელს უშლის შეიძინოს თუნდაც პური, ამ სახის უძლურება არ იქნებოდა კვალიფიცირებული, როგორც თავისუფლების, ან, სულ ცოტა პოლიტიკური თავისუფლების უქონლობა იმიტომ, რომ ჩემი უძლურება მოვიპოვო, რაღაც კონკრეტული საგანი გამოწვეულია იმით, რომ სხვა ადამიანებმა შექმნეს ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც მე არ მაქვს იმის ფული, რომ შევიძინო კონკრეტული საგანი/ნივთი, ამიტომ ამ დროს მიაჩნია ადამიანს, რომ არის იძულების, მონობის მსხვერპლი.
  • [თანამდეროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია, 1997: 72-73]


    პოზიტიური თავისუფლების ცნება

    სიტყვა თავისუფლების “პოზიტიური’’ მნიშვნელობა გამომდინარეობს ინდივიდის სურვილისაგან, იყოს თავისი თავის უფალი. მე მსურს, ჩემი ცხოვრება და გადაწყვეტილებები ჩემზე იყოს დამოკიდებული და არა ნებისმიერი სახის გარეშე ძალაზე. მე მსურს, რომ ჩემივე იარაღი ვიყო და არა სხვა ადამიანებისა’’

    პიროვნებას, როდესაც სურს იყოს სუბიექტი და არა ობიექტი, მოქმედებდეს თავისი გონებით, შეგნებულად, მიზანდასახულად, საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად არა გარეშე პირთა სურვილისამებრ. პიროვნებას უნდა, წარმოადგენდეს, “რაღაცას’’ და არ იყოს “არავინ’’.

    [თანამედროვე პოლიტიკური ანთოლოგია, 1997 :86-87]


    ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ბილოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან. ადამიანთა სქესობრივი დიფერენცირება ეტაპებად მიმდინარეობს: გენეტიკური სქესის განსაზღვრა, შინაგანი და გარეგანი ნიშნების ჩამოყალიბებისა და სხვა.;


    გენდერი და მისი სოციალური როლი

    სოციალური როლი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ გაგაჩნდეს მამრობითი ან მდედრობითი სქესისთვის დამახსიათებელი ანატომიური აგებულება და თავისებურებები, არამედ, იმავდროულად, შეასრულო ესა თუ ის ე.წ. გენდერული როლი, რაც განისაზღვრება, როგორც იმ ქცევების ერთობლიობა, რომელსაც საზოგადოება აკისრებს ქალსა და კაცს და ელის მათგან ამ ვალდებულების, როლის შესრულებას. გენდერი სოცილური სქესია.


    სქესი დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ-სხეულებრივ განსხვავებასთან, ხოლო ცნება “გენდერი’’ კი, მიუთითებს მათ ფსიქლოგიურ, სოციულურსა და კულტურულ თავისებურებებზე.

    გენდერი არის ფიზიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის განსხვავებას საზოგადოებებში. გენდერის ეს თანამედროვე მნიშვნელობა თავიდან დამკვიდრდა ქალურობისა და მამაკაცურობის სოციალურ-კულტურული, ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებული, კონსტრუქტის აღსანიშნავად.


    ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა პირველად გამოიყენა სექსოლოგმა ჯონ მონიმ 1955 წელს, რათა ერთმანეთისგან განესხვავებინა ბიოლოგიური სქესი და სოციალური როლები (მანამდე „გენდერი“ მხოლოდ სქესის გრამატიკულ კატეგორიას აღნიშნავდა), თუმცა, სიტყვის ამ მნიშვნელობით გამოყენება, მხოლოდ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან, ფემინისტურ თეორიის ტექსტების გავლენით, ფართოდ გავრცელდა. ამასთან, იდეა, რომ ქალისა და მამაკაცის სოციალური კონსტრუქტი არ დაიყვანება ბიოლოგიურ სქესზე, ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თვითონ „გენდერის“ ამ მნიშვნელობით გამოყენება.


    უკვე მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მარგარეტ მიდმა ერთმანეთისაგან განასხვავა ბიოლოგიური სქესი და სქესობრივი როლები; ხოლო სიმონ დე ბოვუარის ცნობილი ფრაზა „ქალად არ იბადებიან, ქალად იქცევიან“, 1949 წელს გამოსული წიგნიდან „მეორე სქესი“ (Le Deuxième Sexe), ბევრ ფემინისტ თეორეტიკოსს მიაჩნია პირველ, მკაფიო ფორმულირებად იმ თეზისისა, რომ ქალისა და მამაკაცის იდენტობის განმსაზღვრელი განსხვავებები სოციალურად კონსტრუირებულია და ბიოლოგიური სქესისაგან დამოუკიდებელია.

    [ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში]

    http://dictionary.css.ge/content/gender


    ტერმინი „გენდერი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “გენოს” - დაბადება, წარმოშობა, ჯიში, გვარი, შთამომავალი, სქესი (ფორმა Gender მიმღეობის ფორმაა). გენდერი გულისხმობს, რომ მამაკაცების, ქალებისა და გარემოს ურთიერთკავშირის ანალიზს, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უნდა დაედოს არა სქესის, არამედ გვარის გამოცდილება, სადაც ქალის სოციუმი მთლიანი საზოგადოებრივი სისტემის ინტეგრალურ ნაწილად განიხილება. ამასთან, სოციალური გამოკვლევების მეთოდოლოგიის პოზიციიდან, ცნებას „გენდერული ურთიერთობა“ ერთმნიშვნელოვანი განმარტება არა აქვს.


    დასავლეთის ქვეყნებში „გენდერულ კვლევებს“ ხშირად აიგივებენ ცნებასთან „ქალთა პრობლემების კვლევები“. ფართო მნიშვნელობით, ცნება „გენდერული ურთიერთობა“ სქესთა სოციალურად ორგანიზებულ ურთიერთობას ნიშნავს. გენდერი, როგორც პროცესი და მოვლენა, გულისხმობს სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე მამაკაცის მხრიდან ქალის ყოველგვარი ჩაგვრის ლიკვიდაციას. გენდერის მიზანია ქალის დაცვა სექსიზმისაგან, რაც სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს. [დონაძე, კიკნაძე, 2006 : 5]

    სქესი - ბილოგიურად არის განპირობები

    გენდერი კი- სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განსაზღვრული

    ბავშვი დაბადებიდანვე განეკუთვნება ბიოლოგიურ კატეგორიას, სქესს. გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბება კი აღზრდის პერიოდში მიმდინარეობს, ამ გზაზე ადამიანი ითვისებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას, რომლის მიხედვითაც შემდეგ, ასრულებს გენდერულ როლს, სოცილურ დანიშნულებას.


    გენდერული როლების მკვეთრი გამიჯვნა მე-20 საუკუნის კაპიტალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო. ამ ეპოქაში მამაკაცს ოჯახის მარჩენალის ფუნქცია მიენიჭებოდა და დასაქმებული იყო ინდუსტრიულ სფეროში, ქალი კი - მხოლოდ ოჯახში საქმიანობდა და მეორეხარისხოვან, მოსამსახურე როლს ასრულებდა. XXI საუკუნეში გენდერული როლების იერარქია თანდათან შეიცვალა და ნორმალურ ჩარჩოებს დაუბრუნდა, რაც გულისხმობს ადამიანის თანასწორობის იდეის გააზრებას, ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და მათი სოციალური როლის გათანაბრებას, ამ პროცესების თანახმად, ქალიც სრულფასოვანი საზოგადოების წევრია, ისიც პიროვნებაა, აქვს სხვადასხვა როლი, ფუნქცია რომელთა შესრულებაც შეუძლია საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რამაც ხელი შეუწყო ქალების განვითარებას და მათი ჩაგრული პოზიციიდან გამოსვლას. ქალი დღეს პიროვნებაა, აქამდე კი - მართული არსება იყო, რომელსაც თითქოს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც არ ჰქონდა, რაც ფორმალურად მას ოდითგანვე გააჩნდა, მაგრამ განუხორციელებელი გახლდათ ეს ყოველივე.



    ქალების როლი გაიზარდა პოლიტიკაშიც, ბევრმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალების აქტიურობა ამ სფეროში, აუცილებელიც კია ე.წ. ქვოტები გულისხმობს იმას, რომ გადაილახოს პოლიტიკისგან ქალების იზოლირება და ჩართოს ისინი აქტიურად ამ სფეროში.

    განსხვავება ქალსა და კაცს შორის ბიოლოგიური და სოციალუური თვალსაზრისით, სქესი და გენდერი

    დღეისათვის მიჩნეულია, რომ სქესს აქვს ბიოლოგიური (sex) და სოციალური (gender) კატეგორიები. ბიოლოგიური კატეგორია ადამიანის ბიოლოგიურ და ანატომიურ თავისებურებებს ითვალისწინებს, ხოლო სოციალური - გენდერულ-სოციოკულტურულ ასპექტებს მოიცავს. მთლიანობაში სქესი ბიოლოგიურისა და სოციალურის ერთობლიობაა. ადამიანური ინდივიდის სქესობრივი იდენტიფიკაცია მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდება. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ამ ევოლუციური პროცესის პირველი რგოლი - ქრომოსომული (გენეტიკური) ნაკრები - განაყოფიერებისას იქმნება და ორგანიზმის მომავალ გენეტიკურ პროგრამას განსაზღვრავს. ბავშვის დაბადების შემდეგ სქესობრივი იდენტიფიკაციის ბიოლოგიური ფაქტორები სოციალურით ივსება. არსებული გარემოცვის ზეგავლენით ხდება სრული თვითაღქმა და მასთან დაკავშირებულ ინტერესთა, მოთხოვნილებათა, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება.


    ერთ-ერთი პირველი შრომა, რომელშიც წარმოჩნდა გენდერის სისტემის ცნება და მოგვცა განსხვავება ბიოლოგიურ სქესსა (sex) და სოციალურ სქესს (gender) შორის იყო ჰეილ რაბიის სტატია “ქალებით ვაჭრობა” (1974 წ.). ამ სტატიაში იგი სქესს (sex) განმარტავდა, როგორც ბიოლოგიურ რეპროდუქციულ განსხვავებას. ხოლო სქესი (gender), მისი აზრით, წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბიოლოგიური სქესი განიცდის ტრანსფორმაციას მასკულინური კულტურის ზემოქმედებით და ფემინური კონსტრუქციით.


    შემდეგი შრომა, რომელშიც გამოჩნდა ტერმინი “გენდერი” (gender), იყო ფსიქოლოგ როდა უიგერის სტატია “სქესისა და გენდერის ახალი განსაზღვრა”. იგი 1979 წელს გამოვიდა. ავტორი მასში სიტყვა სქესს ხმარობდა იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალურ ბიოლოგიურ მექანიზმებს მიმართავდა, ხოლო სიტყვა გენდერს მხოლოდ მაშინ, როცა სპეციალურ კულტურულ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს განიხილავდა. ეს ასპექტები ტიპური და მისაღებია მათთვის, ვინც საზოგადოებას გარკვეული მახასიათებლების, ნორმების, სტერეოტიპების საშუალებით განმარტავს.


    მეორე ფაზას წარმოადგენდა სასწავლო კურსების ფართო ინტეგრაცია ე.წ. „ქალის კვლევების“ დარგში, უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში, და მათ საფუძველზე ქალთა მდგომარეობის გამოკვლევა, ქალთა დამორჩილებული მდგომარეობის შესახებ თეორიების განვითარება. [დონაძე, კიკნაძე, 2006 : 5-6]

    ამდენად, ამ საკითზე მსჯელობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება ქალსა და კაცს შორის არის ბიოლოგიურად, ხოლო სოციალური თვალსაზრისით, ისინი თანაბარუფლებიანი არიან. სამწუხაროა, მაგრამ დღესაც არსებობს გარკვეული სტიგმები, თუნდაც მარტივი მაგალითია, პროფესიების განხილვა, მაგრამ მიდის მუშაობა ჩვენს ეპოქაში, რომ ეს სტიგმები გაქრეს და ადამიანი თანაბარ, სოციალურად აქტიურ არსებად განიხილებოდეს, მიუხედავად თავისი სქესისა.


    საქართველოს კანონი. 2010 წელს მიიღეს კანონი “გენდერული თანასწორობის შესახებ’’, რომლის მიხედვითაც:

    მუხლი 2. კანონის მიზნები

    “უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას’’.

    მუხლი3

  • ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
  • ა) გენდერი – სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე;

    ბ) გენდერული თანასწორობა – ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;

    გ) დისკრიმინაცია − ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები;

    დ) პირდაპირი დისკრიმინაცია − ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად;

    ე) ირიბი დისკრიმინაცია − ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად;

    https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=8#![საქართვველოს კანონი]


    ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კონცეფცია

    „არის რა ბუნებითად თავისუფალი, თანასწორი და დამოუკიდებელი, არც ერთი ადამიანი არ შეიძლება დაექვემდებაროს სხვის პოლიტიკურ ძალაუფლებას საკუთარი თანხმობის გარეშე“, -ჯონ ლოკი

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1988 წელს გამოცემული ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებული კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების 67 ტექსტს შეიცავს. ამ დოკუმენტებს შორისაა:

  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948);
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
  • საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ;
  • სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს თანდართული ფაკულტატური პროტოკოლები.
  • საერთაშორისო პაქტები დეკლარაციისგან იმით განსხვავდება, რომ პაქტი იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაა, ხოლო დეკლარაცია — არა. საქართველო 1994 წელს შეუერთდა ამ პაქტებს და გარდა ამისა, „ბავშვის უფლებების კონვენციას“, რომელიც 1989 წელს მიიღეს.


    ადამიანის უფლებათა თეორიის შინაარსი ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან იღებს სათავეს, რომლისთვისაც ძირითადია: თანდაყოლილი ადამიანური ღირსების ცნება. ეს ღირსება თავად ადამიანის არსიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველას - იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად ჯერ, რომ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. აქედან გამომდინარე, ადამიანის ხელშეუვალი და განუსხვისებელი უფლებების დანიშნულებაა ადამიანისთვის საკუთარი ღირსების შენარჩუნება.



    ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის თანახმად, ყოველ ადამიანს განუყოფელ უფლებებს „შემოქმედი“, უფალი ანიჭებს. ფრანგული „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის“ მიხედვით კი, ადამიანის უფლებები მხოლოდ დამტკიცებული და აღიარებული უნდა იქნეს „უმაღლესი არსის წინაშე და მისი მფარველობით“. ფრანგი მოქალაქეების იდეას, რომ „ადამიანი თავის უფლებებს ბუნებას უნდა უმადლოდეს, მისთვის ისინი არავის არ მიუნიჭებია“, შემდგომში მკვეთრად დაუპირისპირდა ნ. ბერდიაევი. ბერდიაევის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები არ მომდინარეობს არც ბუნებიდან, არც საზოგადოებიდან და არც სახელმწიფოსაგან - ისინი ღვთიური წარმოშობისაა და დასაბამიდანვე ეკუთვნის ადამიანს, როგორც სულიერ არსებას, „ხატს ღვთისას“. ადამიანის უფლებები, ამ აზრით, პიროვნების სუბიექტური უფლებებია, ხოლო „ღმერთის უფლებათა დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია - ერთი და იგივე დეკლარაციებია“.


    გასათვალისწინებელია, რომ ადამიანს არ აქვს შეუზღუდავი თავისუფლება, ადამიანის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით იმ ვითარებების საფუძველზე, რომლებიც მითითებულია კონსტიტუციებში და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, მაგალითად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისადმი მუქარის, კონსტიტუციური წყობისადმი საშიშროების, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობისადმი საფრთხის, სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისთვის საფრთხის შემთხვევაში. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია განსაკუთრებული ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. შეზღუდვები თანაზომადი და პროპორციული უნდა იყოს იმ სიტუაციისა, რომლის გამოც მოხდა შეზღუდვა და უნდა მოისპოს ვითარების ნორმალიზაციის მიხედვით.

    [დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა (სატრენინგო მასალები)]

    http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&cl=CL2.6&d=HASH01f3cd9a33b20197ebe21e59.3.1&gt=1



    2004 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’, რომლის მე-3 მუხლი ადგენს: “სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

    კანონის მე-4 მუხლი ცალკე გამოყოფს აზრისა და მიწოდების თავისუფლებას, მიუთითებს, რომ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით.https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208?publication=6


    ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია

    ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ, რომ გაერომ კვლავ განამტკიცა რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ითვალსწინებენ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია ადასტურებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი. თუმცა აქვე გამოხატავენ წუხილს, რომ სხვადასხვა დოკუმენტის მიუხედავად, ქალთა დისკრიმინაცია კვლავ გრძელდება, რაც არღვევს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის კონცეფციას. აღიარებენ, რომ მამაკაცთა და ქალთა სრული თანასწორობისთვის აუცილებელია საზოგადოებასა და ოჯახში, როგორც მამაკაცის, ისე ქალის, ტრადიციული როლის შეცვლა. [ლობჟანიძე, 2005: 567-569]



    ნაწილი I მუხლი I

    ამ კონვენციის მიზნებისთვის ცნება “ქალთა დისკრიმინაცია’’ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისონას ამ შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომლიც ლახავს ან არარად აქცევს პოლიტიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულსა, თუ მოქალაქეობრივ სფეროში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების აღიარებას.

    მუხლი2

    მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა დისკრიმინაციას. აუცილებელად უნდა აღმოიფხვრას ეს უკანასკნელი, ამ მიზნით კისრულობენ ვალდებულებებს:

  • მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრონციპს შეიტანენ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციაში ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ კანონის და სხვა შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყოფენ ამ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას;
  • მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო და სხვა ზომებს, მათ შორის-სანქციებს, იქ სადაც ეს საჭიროა, რომელიც აკრძალავს ქალთა ყოველგვარ დისკრიმინაციას;
  • დააწესებენ ქალთა უფლებების იურიდიულ ხელშეუხებლობას, მამაკაცებთან თანაბარ საფუძველზე და უზრუნველყოფენ ქალთა დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი განხორციელებისგან;
  • თავს შეიკავებენ ქალთა მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტის, ან მოქმედების ჩადენისგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები და დაწერებულებები მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად;
  • მიიღებენ ყველა საჭირო ზომას დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
  • მიიღებნ საჭირო ზომებს, მათ შორის იმ საკანონმდებლო, მოქმედი კანონების, დადგენილებების, პრაქტიკის შესაცვლელად, ან გასაუქმებლად, რომლებითაც დაშვებულია ქალთა დისკრიმინაცია;
  • გააუქმებენ თავიან სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულებას, რომლებიც უშვებენ ქალთა დისკრიმინაციას. [ლობჟანიძე, 2005 : 569-71]
  • ქალისა და მამაკის თანაბარუფლებიანობის საკითხი.

    გენდერი, როგორც საზოგადოების სრულმნიშვნელოვანი წევრი, ინდივიდი.

    ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის განხილვა

    ადამიანი უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წელი.

    ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომელიც მიიღეს 1950 წლის 4 ნოემბერს მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რადგანაც ადამიანის უფლებები საერთაშორისო დონეზე გააცხადა. ხოლო, მანამდე, ორი წლით ადრე, 1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ადამიანი უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. [მენდელი:2012 :3]

    “ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია, თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლებების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება’’ [მენდელი: 2012 :8]



    ვფიქრობთ, ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, როგორც საკუთარ მოსაზრებას, ისე ჩვენი თანამოქალაქეების შეხედულებებს. ეს ჩვენი ბუნებრივი უფლებაა. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საკუთარი უნარების რეალიზების. არავის აქვს ნება ვინმე საკუთარი შეხედულებების, ან რწმენის გამო განდევნოს და გარიყოს საზოგადოებიდან. თუ ჩვენ გვსურს, დემოკრატიულ პრინციპებსა და სამართლიანობაზე აგებული ნორმებით ვიცხოვროთ, უნდა გავიზარდოთ და გავითავისოთ ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის კონცეფცია, ამიტომაც უნდა გვახსოვდეს რომ “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება“.


    მიგვაჩნია, რომ როდესაც ქვეყანაში არსებულ პრობლემეზე, მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებზე, ადამიანები გამოთქვამენ საკუთარ აზრსა და შეხედულებებს თავისუფლად სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პიროვნებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რადგან ის იგებს ხალხის დამოკიდებულებასა და შეხედულებებს, არსებულ რეალობასა და მნიშვნელოვან ფაქტებზე. აქტიური საზოგადოება და საღადმოაზროვნე პიროვნებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სახელმწიფოს განვითარებასა და აღორძინენაში. ამ ფუნქციის შესრულება, უნდა იკისრონ, როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა.










    გამოყენებული ლიტერატურა

    1.დონაძე ნათელა, კიკნაძე თამარ - გენდერი - სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი, თბილისი 2006.

    პდფ ვერსია: http://ucss.ge/publication/024%20Gendri%20-%20Socialuri%20da%20Politikuri%20Scavlebani.pdf

    2.თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია გამომცემლობა “ცის ნამი’’ თბილისი 1997წელი

    3ლობჟანიძე გივი, ადამიანის უფლებათა სამართალი, 205 წელი გამომცემლობა “თბილისი’’

    4.მენდელი ტობი - გამოხატვის თავისუფლება, თბილისი 2012 წელი

    5.ხუბუა გიორგი - სამართლის თეორია, გამომცემლობა “მერიდიანი’’

    ინტერნეტწყაროები:

    6.[ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში]

    http://dictionary.css.ge/content/gender

    7.[საქართველოს კანონი]

    https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=8#!


    8.[დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა (სატრენინგო მასალები)]http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&cl=CL2.6&d=HASH01f3cd9a33b20197ebe21e59.3.1&gt=1

    https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208?publication=6



    1
    8
    შეფასება არ არის
    ავტორი:დათუნაშვილი ანი
    დათუნაშვილი ანი
    8
      
    27 თებერვალი, 1:10
    დედამიწაზე ადამიანთა არსებობა დაფუძნებულია უსამართლობაზე.ამის საწინააღმდეგოდ(თითქოს),ადამიანთა მცირე ელიტური ჯგუფები ადგენენ მათთვის სასარგებლო ქცევის ნორმებს და ამას უწოდებენ კანონს.მისი შეუსრულებლობა კი ისჯება.მოსალური სამართლიანობა და კანონი ზოგჯერ არ ემთხვევა ერთმანეთს და ადამიანებს ასეთ შემთხვევებში ეუფლებათ უსამართლობის განცდა.საერთოდ,სახელმწიფო შეიქმნა ვიღაც ჭკვიანის,მაგრამ ფიზიკურად სუსტი პიროვნების მიერ ალბათ გამოქვაბულიდან გამოსვლისას,რადგან მიხვდა,რომ თომში მყოფი ფიზიკურად ძლიერი,მაგრამ გონებაჩლუნგი არსებების დამორჩილებას შესძლებდა მხოლოდ სახელმწიფოს მსგავსი მოწესრიგებული საზოგადოების ჩამოყალიბებით.ამის საფუძველს კი წარმოადგენდა მისი და მისი გარემოცვის მიერ დადგენილი ქცევის წესები,რომელიც სავალდებულო იქნებოდა ყველასათვის.შემდეგ ამ კანონების ცხოვრებაში გასატარებლად წარმოიშვა პოლიციის,საგადასახადოს და ჯარის ჩამოყალიბება.ეს ყველაფერი იდეოლოგიურად უნდა ყოფილიყო გამართლებული და დაცული,რისთვისაც დასჭირდათ რელიგია.ყველა რელიგიური მოძღვრება პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს სახელმწიფოს არსებობას.გაიხსენეთ ის,რომ ქრისტიანული მოძღვრებით,ჩვენ ყველანი უნდა დავმორჩილდეთ მეფეს ან მთავრობას და საიქიოში მივაღწევთ სამართლიანობას და კარგ ცხოვრებას.ეს უხეშად,რეალურად ასეა.
    0 1 1