x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"მოხვნია პატრონი! მაგრამ მინდა, რომ ქართველი ჟურნალისტები საკუთარ თავს მეტ პატივს ცემდნენ"- ნახეთ, რამ გააღიზიანა მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ჟენევაში, კერძოდ კი გაეროს ოფისში საკუთარი კოლეგების ქცევამ გააღიზიანა, როდესაც ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისგან იმის გაგებას ცდილობდნენ, დაესწრებოდა თუ არა ის მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს თბილისში, სწორედ ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ ავადმყოფები უწოდა და არც დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი. აღნიშნულს სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს "თავს დაესხნენ" თუმცა, საბედნიეროდ, ის არ დაშავებულა: "რა თქმა უნდა, ზახაროვაც და ლავროვიც მეტის ღრისები არიან, მაგრამ ამავე დროს მინდა, რომ ქართველი ჟურნალსიტები საკუთარ თავს ცოტა მეტ პატივს სცემდნენ. არ ღრის ლავროვის და არავის კომენტარი იმად, რომ გაეკიდო და რუსებს სალაპრაკო მისცე. კი, საზღვარგარეთაც დასდევენ ჟურნალისტები რესპონდენტებს, მაგრამ ასე ძირითადად ყვითელი პრესა იქცევა, როცა რომელიმე ვარსკვლავის სურათების ან კომენტარის მოპოვებას ცდილობს. პირად სივრცესაც კი ურღვევენ ხშირად, მაგრამ მე არსად მინახავს პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალსიტები, რომელიმე ქვეყნის საგრეო საქმეთა მინსიტრთან იგივენაირად იქცეოდნენ. ეს რა სტანდარტია, ვერ ვხვდები. რატომ დამკვიდრდა საქართველოში ეს სტანდარტი, რომ მაგარი ჟურნალისტი მაშინ ხარ, თუ ვიღაცას კომენტარს გამოძალავ? ჰყავს პრესცენტრი და ათანხმებ წინასწარ. თუ უნდა კომენტარი, მოვა, თუ არა, მოხვნია პატრონი! ესეც კომენტარია! რა თქმა უნდა, ლავროვის დედაც და ავადმყოფები თავისკენ მოიკითხოს!" - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
388
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
388