x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალესანდრა ამბროზიომ რიოს კარნავალზე ცეცხლი დაანთო (ფოტოები)
image



როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიაში, კერძოდ, რიო დე ჟანეიროში, ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს უდიდესი კარნავალი. გამონაკლისი არც 2020 წელია და 21 თებერვლიდან ქალაქში არაერთი ღონისძიება იმართება.

წლევანდელ კარნავალს ცნობილი ტოპ მოდელი, ალესანდრა ამბროზიოც ესწრება და მისი გულშემატკივრები ვარსკვლავის ფესტივალში მონაწილეობამ განსაკუთრებით აღაფრთოვანა.

შეგახსენებთ, რომ ტოპ მოდელი ბრაზილიური წარმოშობისაა და გასაკვირი არც იყო მისი კარნავალზე გამოჩენა. 38 წლის ვარკვლავის სილამაზით შეპყრობილებს არ გამორჩენიათ მისი სამბას ცეკვა, საჯდომის მუსიკის რიტმზე აყოლება და მკერდის ბრწყინვალება. ხოლო მათთვის, ვინც კარნავალზე არ ან ვერ იმყოფებოდა, ტოპ მოდელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა კარნავალში მონაწილეობის ფოტოები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რა ცეცხლიც ვარსკვლავმა ფესტივალზე დაანთო. ალესანდრა რიოში სხვადასხვა სამოსით ჩნდება საზოგადოებაში, მათ შორის: სამბას მოცეკვავეთა საცურაო კოსტიუმით და ბრჭყვიალა კაბებით.


ვარსკვლავმა ინსტაგრამზე სულ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა მის 10 მილიონზე მეტ გამომწერში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამ დროისათვის ალესანდრას რიოში გადაღებულ ფოტოებს 200 000-ზე მეტი მოწონება აქვს და აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კარნავალი ჯერ არ დასრულებულა და ტოპ მოდელის გულშემატკივრებს, შესაძლოა სხვა სიურპრიზებიც ელოდეთ.

imageimageimage
image

1
345
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
345
  
2020, 27 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1