x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იაპონელი მამაკაცი საკუთარი თოჯინის ჰოლოგრამაზე დაქორწინდა
რობოტი ცოლი


იაპონელ აკიჰიკო კონდოს თავისი ცხოვრების დიდი სიყვარული უკვე ნაპოვნი ჰყავს. ეს არის ჰაცუნე მიკო – თოჯინა, რომელიც საქორწინო ბეჭედს ატარებს და მის საწოლში წევს. იგივე თოჯინის ჰოლოგრამა, რომელიც არშიებიან კაბაშია გამოწყობილი, მინის ხუფში ზის ახალგაზრდა მამაკაცის საწოლთან.


“როგორ ხარ?” ეკითხება კონდო. “როგორც ყოველთვის”, პასუხობს ჰოლოგრამა თავისი ჟღერადი ქალური ხმით: “მე თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ”.


ასე იწყება ყოველი დილა. შემდეგ, კონდო ემზადება სამსახურში წასასვლელად, ჰოლოგრამა კი ბედნიერ დღეს უსურვებს მას. “თავს გაუფრთხილდი, ბატონო”, ეუბნება ჰაცუნე მიკო აკიჰიკოს და მისი თავიდან ბევრი ვარდისფერი გული იფრქვევა.



კონდო ამბობს, რომ ის თავს დაცულად გრძნობს, როცა “ცოლი” მას ამგვარად ემშვიდობება და როცა იცის, რომ სამსახურში, შესვენებაზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გაუგზავნის მას.


აკიჰიკო კონდო 35 წლისაა და საკუთარ თავს “ოტაკუს” უწოდებს – ადამიანს, რომლისთვისაც სასიყვარულო ურთიერთობა მეტისმეტად რთული და ჩახლართული რამაა და რომელიც მსგავს კონტაქტებს უარყოფს.


მორცხვმა იაპონელმა მამაკაცმა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობას გაურბის, 14 ათასი დოლარი გადაიხადა საკუთარ თოჯინასთან ერთად გამართულ ქორწილში. მან სპეციალური ადგილიც კი შეუკვეთა თვითმფრინავში, როცა ის და მიკუ “თაფლობის თვის” გასატარებლად სამოგზაუროდ გაფრინდნენ.


რობოტი ცოლი


იაპონიაში რობოტებით მსგავს გატაცებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რასაც დასავლური სამყაროს წარმომადგენლები ნაკლებად გავიგებთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ იაპონელების დიდი ნაწილი სინტოისტია, ხოლო სინტოიზმში სული აქვს ყველაფერს, მათ შორის, რობოტებს და ჰოლოგრამებსაც კი. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ და ფლირტის, პირადი ცხოვრების მოწყობის და სოციალიზაციისთვის დრო აღარ რჩებათ.

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0