x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შე­ვე­დით ცოტ­ნეს პა­ლა­ტა­ში. მას თვა­ლე­ბი ღია ჰქონ­და, გვი­ყუ­რებ­და, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი არ შე­ეძ­ლო-კონსტანტინე გამსახურდია
image

ცოტნეს უფროსი ძმა. კოკო გამსახურდია, უახლოეს ცნობებს გვაწვდის თურქეთიდან ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:


"ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათაო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან."-წერს გამსახურდია.

image



შეგახსენებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს, ვერაზე, საკუთარ საცხოვრებლის სიახლოვეს, დაკავებულია 4 პი­რი. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

image

მთავარი ლეიბორისტი საქართველოში, შალვა ნათელაშვილი ცოტნე გამსახურდიას გარშემო ატეხილ ოჯახურ კონფლიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: "ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებით, რომ მთელი საქართველო ვხარობთ ეს ფაქტია, მაგრამ ძალიან მაწუხებს მისი გარემოცვის წევრთა შორის ატეხილი და...


ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას და რამდენიმე განმარტებასაც აკეთებს: "ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოებისთვის მნიშვნელ...


თურქეთის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უკვე გააღვიძეს, მაგრამ თავად ცოტნე არ იღვიძებს, თვალებს არ ახელს. ექიმის ვარაუდით, ცოტნე გამსახურდია თვალს შესაძლოა, იმიტომ არ ახელს, რომ დედამისის ხმა ესმის.ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით 2020NEWS-ი ავრცელებს. ცოტნე გამსახ...


0
123
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0