x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ტრაგედიები, რომლებიც ჰოლივუდის ფილმების გადაღებების დროს დატრიალდა

image

რიგით მაყურებელ ჰგონია, რომ ფილმის შექმნა მარტივი და სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა ხდება კადრს მიღმა.

1. სიცრუის ილუზია

image

წყლის სცენის გადაღების დროს მსახიობი აილა ფიშერი კინაღამ ნამდვილად დაიხრჩო, ჯაჭვი, რომელიც ბორკილებს იჭერდა გაიხლართა და მსახიობს წყლის ქვეშ მთელი 3 წუთის გატარება მოუწია.

2. შეუჩერებელნი 2

image

ფილმის გადაღებების დროს ერთი კასკადიორი დაიღუპა, მეორე კი კრიტიკულ ვითარებასი იყო რეზინის ნავის აფეთქების სცენის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის დასტაბილურებას 5 საათი დასჭირდა.

3. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები ( ნაწ. 1)

image

დენიელ რედკლიფის დუბლიორი ფრენის სცენის გადაღების დრო კედელს შეეჯახა და კისერი დაიზიანა, რამაც 25 წლის კასკადიორის პარალიზება გამოიწვია.

4. წვეულება ვეგასში 2

image

კასკადიორმა სკოტ ლაკლინმა თავის და სხეულის სხვა ნაწილების დაზიანებები მიიღო სცენაში, როდესაც 2 მანქანა ერთმანეთს ეჯახება, საბოლოოდ კასკადიორმა Warner Bros-ს სასამართლოში უჩივლა.

5. ბნელი რაინდი

image

ოპერატორი კონვეი უიკლიფი დაიღუპა, როცა გადაღებების დროს მისი მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

6.ორანი

image

შემთხვევითი შეცდომის გამო დაღუპული მსახიობი, ცნობილი ბრუს ლის შვილი ბრენდონ ლი იყო, ამ ფაქტმა მთელი ჰოლივუდი შეძრა. ბუტაფორიული იარაღიდან გამოვარდნილი ნაწილი მსახიობს მუცელში მოხვდა და სისხლდენით გარდაიცვალა.

7. 3 იქსი

image

ვინ დიზელის დუბლიორი ჰარი ო'კონერი მიმედ დაშავდა და გარდაიცვალა გადასაღებ მოედანზე. ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს კასკადიორი პარაშუტით უნდა დამჯდარიყო სწრაფად მიმავალ კატერზე, მაგრამ მან ტრაექტორია ვერ გათვალა და ხიდს დაენარცხა მთელი ძალით. ეს სცენა ფილმიდან არ ამოუჭრიათ.

8. საუკეთესო მსროლელი

image

მფრინავი კასკადიორი არტ შოლი გადარებების დროს დაიღუპა, როცა თვითმფრინავი ვეღარ დაიმორჩილა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. მაშველებმა ვერ შეძლეს ვერც თვითმფრინავის და ვერც კასკადიორის სხეულის პოვნა.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0