x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101009
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
რატომ უყვარს კაცს ქალი?

image

იმიტომ რომ ქალები ყოველთვის გრძნობენ, რომ არიან ახალგაზრდები, დაბერების შემდეგაც კი;

იმიტომ რომ ქალები ყოველ ჯერზე იღიმიან, როცა მათ წინ ბავშვი ჩაივლის.
იმიტომ რომ ქუჩაში ყოველთვის გამართულად სეირნობენ, იყურებიან წინ, არასდროს შემობრუნდებიან, რომ გითხრან მადლობა ან დაგიბრუნონ კომპლიმენტი და ღიმილი, რომელიც შენ აჩუქე;
იმიტომ რომ ქალები აკეთებენ ყველაფერს სახლისთვის, რომ იყონ მოწესრიგებულები და სრულყოფილები. არასდროს ელიან აღიარებას, იმ სამუშაოსთვის, რასაც აკეთებენ;

იმიტომ, რომ ქალები ყველაფერს ნამდვილად სერიოზულად ღებულობენ, რაც ხდება ცნობილი ადამიანის პირად ცხოვრებაში;
იმიტომ, რომ ისინი არ კითხულობენ პორნოგრაფიულ ჟურნალებს;
იმიტომ, რომ ისინი სალათების ჭამას ამჯობინებენ;
იმიტომ, რომ ქალებს უყვართ ეგზოტიკური კოქტეილები სხვადასხვა ფერებით და ხილით გაფორმებული. კაცებს კი ისევ და ისევ ვისკი;
იმიტომ, რომ ქალებს აქვთ საკუთარი გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც კაცები ვერასდროს გაიგებენ (ამის გამო კაცები საკმაოდ შეშლილები არიან);
იმიტომ, რომ ქალები გრძნობენ სიბრალულს და ამბობენ "მე შენ მიყვარხარ" ზუსტად მაშინ, როცა ნაკლებად უყვართ თავისი პარტნიორი.
იმიტომ, რომ როცა აინტერესებთ საკუთარი გარეგნობის შესახებ, მაშინ ეკითხებიან სხვა ქალებს. კაცებს ამგვარი სახის შეკითხვებით არ აწუხებენ.

იმიტომ, რომ ქალები ჩივიან ზუსტად იგივე რამეებზე, რაზეც კაცები,
იმიტომ რომ ქალები წერენ სიყვარულის ისტორიებს.

იმიტომ, რომ ისინი არ ხარჯავენ დროს იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიუახლოვდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ახლახან ამოვიდა ავტობუსში.
იმიტომ, რომ ისინი ტირიან მაშინ, როცა უსმენენ Rolling Stones-ის სიმღერას "Angie"-ის.

იმიტომ, რომ ფილმებში - მხოლოდ ფილმებში - ქალები არასდროს ღებულობენ შხაპს, მანამ სანამ პარტნიორთან სიყვარულით არ დაკავდებიან.
იმიტომ, რომ ქალებს შეუძლიათ სამსახურში ჩაიცვან ისე, როგორც კაცები იცმევენ. დახვეწილი კოსტუმები, როცა ვერვერთი კაცი ვერ ბედავს სამსახურში კაბით წასვლას!
იმიტომ, რომ ქალებს ყოველთვის შეუძლიათ კაცების ნათქვამს რაღაც დეფექტი მოუნახონ. როცა კაცები ამბობენ, რომ სხვა ქალი ლამაზია, მაშინ ქალები აუცილებლად აგრძნობინებენ მამაკაცს, რომ უგემოვნოა.
იმიტომ, რომ კაცები ქალებიდან "მოდიან", და ისევ უკან ქალებთან ბრუნდებიან. და სანამ რამე მოხდება ცხოვრობენ ისევ და ისევ "ქალების" ორბიტაზე,
ჩვენ მამაკაცებს იმიტომ გვიყვარს ისინი, რომ ქალები არიან. ასე უბრალოდ...

1
417
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
417
  
28 თებერვალი, 18:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1