x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101013
  • ვიდეო:345710
  • სურათი:463802
როგორ ქმნიდა ფრიდა კალო ნამუშევრებს საავადმყოფოს პალატაში

“მე ვხატავ საკუთარ თავს, რადგან ხშირად ვარ მარტო და ყველაზე კარგად საკუთარ თავს ვიცნობ'', - ფრიდა კალო.



ფრიდა კალო 1907 წლის 6 ივლისს მექსიკაში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში მან პოლიომიელიტი გადაიტანა, რის გამოც ერთი ფეხი უფრო მოკლე ჰქონდა ვიდრე მეორე. ამის გამო, ფრიდას სკოლაში აბულინგებდნენ. იგი საკუთარი მდგომარეობის დასაფარად ყოველთვის გრძელ კაბას ატარებდა.



18 წლის ასაკში ფრიდა კალო სხვა მრავალ ადამიანთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და დაშავდა. ამ ტრაგედიას მეორე მხარეც ჰქონდა, ფრიდამ სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიწყო ხატვა. მას მანამდე არასოდეს უფიქრია, რომ მხატვრობა მისი მომავალი უნდა ყოფილიყო, რადგან ფრიდას ყოველთვის ექიმობა უნდოდა. ფრიდა კალო ტკივილისა და მოწყენილობისაგან თავის დასაღწევად ხატვა დაიწყო. მოგვიანებით, როდესაც უკეთ გახდა, მან თავისი სამი ნახატი დიეგო რივერას აჩვენა, რადგან გაეგო ჰქონდა თუ არა ხატვის ნიჭი. აქედან დაიწყო ფრიდა კალოს კარიერაც და მისი და რივერას ურთიერთობაც.



1929 წელს ფრიდა კალო და დიეგო რივერა დაქორწინდნენ. ფრიდა ხატვას აგრძელებდა და მისი ნამუშევრებიც იხვეწებოდა. იგი ცნობილი გახდა ავტოპორტრეტებით. გახდა ფემინისტი და ჩართული იყო პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაში. 1940-იან წლებში ფრიდას ჯანმრთელობა გაუარესდა და კორსეტის ტარება დაიწყო. 1950 წელს ფრიდა საავადმყოფოში მოხვდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ იყო. ხატავდა მაშინ, როდესაც თავს უკეთესად გრძნობდა. ერთხელ, როდესაც ფრიდას მეგობრები საავადმყოფოში ესტუმრნენ, სთხოვეს ფრიდას რომ ხელი მოეწერა საკუთარ კორსეტზე, რომელიც ფრიდას უკვე მოხატული ჰქონდა წითელი ვარსკვლავებით.




1953 წელს ექიმებმა ფრიდა კალოს შეატყობინეს, რომ განგრენის გამო მისი ფეხის ამპუტაცია იყო საჭირო. ამპუტაციის შემდეგ ის დეპრესიული გახდა და თვითმკვლელობაც ბევრჯერ სცადა, მაგრამ დიეგომ ყოველჯერზე შეაჩერა ის.


“რაში მჭირდება ფეხები, როდესაც ფრთები მაქვს გასაფრენად", - წერს ფრიდა კალო საკუთარ დღიურში.



ფრიდა კალო 1954 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა, მისი ბოლო ფრაზა იყო:


- ვიმედოვნებ, რომ წარმატებულად წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები.


imageimageimageimageimage



1
195
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მოსიავა
ქეთევან მოსიავა
195
  
27 თებერვალი, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1