x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100878
  • ვიდეო:345588
  • სურათი:463550
გაირკვა, რომ ქალებს სექსის დროს ორგაზმი უფრო იშვიათად აქვთ, ვიდრე მამაკაცებს
ორგაზმი


ქალებს სექსის დროს ორგაზმი გაცილებით უფრო იშვიათად აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მამაკაცები კლიტორს ხშირად უგულვებელყოფენ. ამაზე ჩაპმენის უნივერსიტეტის (აშშ) კვლევა მეტყველებს, რომელიც 2017 წელს ჩატარდა. კვლევის პროცესში მეცნიერებმა 18-დან 65 წლის ასაკამდე 52 500 ჰეტერო, ბი და ჰომოსექსუალი ქალი და მამაკაცი გამოკითხეს.


კვლევის პროცესში გაირკვა, რომ ყველაზე სავალალო სტატისტიკა ჰეტეროსექსუალებს აქვთ. ჰეტეროსექსუალი პარტნიორებიდან მამაკაცების 95 % სექსის შედეგად ორგაზმს განიცდის. ქალების შემთხვევაში კი ეს რიცხვი მხოლოდ 65 % იყო.


ორგაზმი განსაკუთრებით იშვიათად ჰქონდათ იმ ქალებს, რომლებსაც ვაგინალური სექსი ჰქონდათ. ხოლო იმ ქალებს, ვის სტიმულირებასაც ხელით და ორალურად ახდენდნენ, გაცილებით უფრო ხშირად ჰქონდათ ორგაზმი.



სექსუალური კვლევების ჰამბურგის ინსტიტუტის თანამშრომლებიც დაახლოებით ანალოგიურ შედეგებამდე მივიდნენ 2006 წელს, როცა ორგაზმის ინტენსივობა გამოიკვლიეს: გამოკითხვაში მონაწილე ვაგინალური სექსის მქონე ქალების მხოლოდ 50 %-მა განაცხადა, რომ ორგაზმი ჰქონდა. სამაგიერდ იმ ქალების 65 %-ს ჰქონდა ორგაზმი, ვინც ორალურად დააკმაყოფილეს, ხოლო ორალური და ვაგინალური სექსის ერთობლიობამ 76 %-იანი შედეგი აჩვენა.


ორგაზმი


ამასთან ერთად, ჩაპმენის უნივერსიტეტის კვლევამ ისიც ცხადყო, რომ ის ქალები, რომლებსაც ნაკლები სტრესი ჰქონდათ პარტნიორთან ურთიერთობაში და მშვიდი და არააგრესიული პარტნიორები ჰყავდათ, ბევრად უფრო ხშირად განიცდიდნენ ორგაზმებს, ვიდრე აგრესიული და გაუწონასწორებელი პარტნიორების გვერდით მყოფები.

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0