x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ამერიკაში შექმნეს ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მზად არიან უფასოდ მისცენ სხვა ქვეყნებს
image


Greffex Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ პრაისმა ჟურნალ "Houston Business Journal"-ს განუცხადა, რომ მისმა კომპანიამ ამ კვირაში ვაქცინის შემუშავება დაასრულა. ახლა ის ცხოველთა ტესტირებას განახორციელებს, აშშ-ს მთავრობის მოთხოვნების შესაბამისად.




”ვაქცინის შექმნის სირთულე არის ეს: შეგიძლიათ თუ არა შექმნათ ვაქცინის საკმარისი დოზები, რომ ყველასთვის საკმარისი იყოს? შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს ვაქცინა სწრაფად და ეფექტურად? შემდეგ შეგიძლიათ გადაიტანოთ იგი პაციენტებზე? ამაში, ჩვენ უპირატესობა გვაქვს სხვა კომპანიებთან შედარებით. ” - თქვა ჯონ პრაისმა.




მისივე თქმით, ვაქცინის შესაქმნელად არცერთი ცოცხალი ან მკვდარი ვირუსი, რომლებიც არის უჰანში, არ გამოუყენებიათ. ეს მეთოდი გამოიყენება ვირუსის იმუნიტეტის შესაქმნელად, როგორიცაა მაგალითად, გრიპის ვაქცინა. ამის ნაცვლად, Greffex Inc-ი იყენებს ადენოვირუსზე დაფუძნებულ ვექტორულ ვაქცინებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი გენეტიკურად არის ინჟინერირებული.



ვაქცინა შემუშავდა 18.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხელშეკრულების შედეგად, რომელიც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა Greffex Inc-ი- თან დადო 2019 წლის სექტემბერში ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.




დღეისათვის, კორონავირუსული ინფექციის 1000-ზე მეტი შემთხვევაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ჩინეთის ფარგლებს გარეთ 26 ქვეყანაში. ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განუცხადა, რომ ქვეყანაში არის 2100-ზე მეტი დაღუპვისა და ინფექციის 74 675 შემთხვევა.



ასევე აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი COVID-19 შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომების გარეშე. ასეთი ინფექციის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში, იტყობინება "ამერიკის ხმა".


2
452
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
452
  
27 თებერვალი, 12:14
არ არის ეგ ვირუსი ჩინური და არც კორონა ქვია, სომხურია და კარინა ქვია ასე ამბობს ჩემი მეზობელი აშოტა
0 1 2