x
image
გემი დალანდი
რატომ ხდებოდა ქალთა წინადაცვეთა ვიქტორიანულ ინგლისში?
“აღგზნების მდგომარეობა, რომელიც ხშირად დგებოდა, ოპერაციის შემდეგ სრულიად გაქრა. ჭრილობა სრულიად შეხორცდა. პაციენტის მდგომარეობა კარგია. სექსუალური აღგზნება აღარ აწუხებს"-ასე წერდა 1865 წელს ინგლისელი გინეკოლოგი ბრაუნი, რომელმაც პაციენტს კლიტორი და სასქესო ბაგეები მოჰკვეთა.

imageსაუკუნეების მანძილზე საზოგადოება ცდილობა ჩაეხშოთ ქალების სექსუალობა. დამკვიდრებული იყო მოსაზრება, რომ ქალების ლიბიდო უცხო და მიუღებელია, ხოლო ქალების სასქესო ორგანო კი-სამარცხვინო რამაა.

როგორც მედიცინის ისტორიკოსი ლესლი ჰოლი წერს, მე-19 საუკუნეში, არასაკმარისი ყურადღების გამო, რასაც მედიცინა ქალის სასქესო ორგანოების მიმართ იჩენდა, მხოლოდ რამოდენიმე ექიმს შეეძლო ზუსტად დაესახელებინა კლიტორის ადგილმდებარეობა.

და კარგი იქნებოდა, მათაც არ სცოდნოდათ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ემანსიპირებულ ქალთა მოძრაობა, რომელთაც სურდათ თავისი სხეული შეესწავლათ და მისგან სიამოვნება მიეღოთ. შედეგად, ქალთა სექსუალობაზე კონტროლი უფრო გამკაცრდა.


კლიტეროდექტომია

1860-ია წლებში გამოითქვა მოსაზრება, რომ სწორედ კლიტორის გამო ხდებოდა ქალი მორალურად “აღვირახსნილი". დიახ, ექიმებს სჯეროდათ, რომ სწორედ კლიტორის გამო იქცეოდნენ ქალები“არაქალურად", კერძოდ კი: “უარს ამბობენ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე" და ზოგჯერ აგრესიას ამჟღავნებენ ქმრის ალერსის მიმართ.

ისააკ ბეიკერ ბრაუნი-ეს იყო ექიმი, რომლის პუბლიკაციებში პირველადაა მოხსენიებული კლიტორის ამპუტაცია.ის ლონდონის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი იყო. ისააკ ბეიკერ ბრაუნი ამტკიცებდა, რომ გარე სასქესო ორგანოების გაღიზიანება უარყოფითად მოქმედებს ქალის ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა უშვილობის მიზეზიც კი გახდეს. თუმცა, იქვე განმარტავდა, რომ “კლიტორის გაღიზიანება და მისი საშინელი შედეგები ხშირად განკურნებადია".

მკურნალობად კი სასქესო ორგანოზე წურბელების დასმა, ცივი აბაზანების მიღება და დიეტის დაცვა ითვლებოდა. ბრაუნი უფრო შორსაც წავიდა და ქალების “განკურნება" ოპერაციით გადაწყვიტა.


როგორ განვკურნოთ “ცუდი ცოლი"

ბეიკერ ბრაუნი პატივმოყვარე ადამიანი იყო. ის ამტკიცებდა, რომ თავისი მეთოდით იმ დაავადებებს კურნავდა, რომლიც ადრე მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. თავის მეთოდს მან “ჰუმანური და ეფექტური" უწოდა. ის ამტკიცებდა, რომ კლიტეროდექტომია კატალეფსიას, გულყრებს, ისტერიას, ჭკუასუსტობასა და სხვადასხვა მანიებს კურნავდა. მას ერთი ქალის მაგალითი მოჰყავდა, რომელიც, მისი ქმრის სიტყვებით “მას ვეფხვივით კაწრავდა", კლიტორის მოცილების შემდეგ კი ის “კარგი ცოლი" გახდა.

რა თქმა უნდა, ბეიკერ ბრაუნი თავის მეთოდს “ბარბაროსულად" ნამდვილად არ თვლიდა. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალებს კურნავდა. 1866 წელს მისდამი უარყოფითი მოსაზრებები გაჩნდა. ერთ-ერთ სტატიაში მას ბრალს იმაში სდებდნენ, რომ ექიმი “ფსიქიკური დარღვევების" მქონე ქალებს მკურნალობდა, მაშინ, როცა მის კლინიკას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.

სხვა მოწინააღმდეგენი კი ბრალს იმაში სდებდნენ, რომ მას ხშირ შემთხვევაში პაციენტის თანხმობა არ ჰქონდა, უფრო სწორად კი პაციენტის ქმრის.

ბეიკერ ბრაუნი სამედიცინო საზოგადოებიდან გარიცხეს და მისი კლინიკაც დახურეს. ის 1873 წელს გარდაიცვალა. კანონით კი ქალთა წინადაცვეთა ინგლისში 1985 წელს აიკრძალა.

0
512
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
512
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0