x
ტრიქოტილომანია

image
ტრიქოტილომანია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს თმის ამოგლეჯვის დაუოკებელი სურვილი. ადამიანი თმას შეიძლება თავიდან, წარბებიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან იგლეჯდეს.თმის სკალპიდან ამოგლეჯვა ტოვებს მელოტ ადგილებს, რომლებიც დიდ ემოციურ სტრესს უქმნის ადამიანს და ხელს უშლის მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები მრავალ ღონეს მიმართავენ ამოგლეჯილი თმის დასამალად. ზოგიერთ ადამიანში, ტრიქოტილომანია შეიძლება მსუბუქი და მართვადი იყოს. სხვებში, თმის ამოგლჯევის სურვილი ძალიან ძლიერია. არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ბევრ ადამიანს დახმარება თმის ამოგლეჯვის შემცირებაში და შეწყვეტაში.
ტრიქოტილომანიის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგი:თმის ხშირი ამოგლეჯვა, განსაკუთრებით სკალპიდან, წარბებიდან და წამწამებიდან, ზეწოლის შეგრძნება თმის ამოგლეჯვამდე ან სურვილის შეწინააღმდეგებისას, სიამოვნების ან შვების შეგრძნება თმის ამოგლეჯვის შემდეგ, თმის დამოკლება, შეთხელება ან გაცვენა სკალპზე და სხეულის სხვა ნაწილებში; წამწამების და წარბების გაიშვიათება ან გაქრობა, თმის ამოგლეჯვის რიტუალები, ამოგლეჯილი თმის ჭამა, დაღეჭვა ან კბეჩა, ამოგლეჯილი თმით თამაში, მნიშვნელოვანი დისტრესი ან პრობლემები სოციალურ გარემოში.ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები ხშირად აგრეთვე იღიზიანებენ კანს, იჭამენ ფრჩხილებს და იჭამენ ტუჩებს. ტრიქოტილომანიის ნიშანი შეიძლება იყოს შინაური ცხოველებიდან ან სათამაშოებიდან თმის ამოგლეჯვა. ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანების უმეტესობა თმებს მარტო ყოფნისას იგლეჯენ და ცდილობენ აშლილობის დამალვას.
ტრიქოტილომანიის მქონე ინდივიდებში თმის ამოგლეჯვა შეიძლება იყოს:
გამიზნული-ზოგიერთი ადამიანი ძალით იგლეჯს თმას სტრესის ან დაძაბულობის დროს. მაგ: თმის ამოგლეჯვა თმის მოცილების უზარმაზარი მოთხოვნილებისაგან შვების მისაღებად. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თმის ამოგლეჯვის რიტუალები, მაგალითად შესაბამისი თმის პოვნა ან ამოგლეჯილი თმის ჭამა.ავტომატური-ზოგიერთი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თმას იგლეჯს. თმას იგლეჯს ტელევიზორის ყურების დროს ან კითხვის დროს ისე, რომ არ იციან ამის შესახებ.
ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება იგლეჯდეს თმას როგორც გამიზნულად, ასევე ავტომატურად, რაც დამოკიდებულია სიტუაციაზე და განწყობაზე. ზოგიერთი პოზიცია ან რიტუალი, მაგალითად თავის ხელებზე დადება და თმის დავარცხნა შეიძლება აძლიერებდეს თმის ამოგლეჯვის სურვილს.
ტრიქოტილომანია შეიძლება დაკავშირებული იყოს ემოციებთან:
უარყოფითი ემოციები- ტრიქოტილომანიის მქონდე მრავალი ადამიანისთვის თმის ამოგლეჯა არის უარყოფითი ან არასასიამოვნო გრძნობებთან გამკლავების საშუალება, მაგ: სტრესი, შფოთვა, დაძაბულობა, მოწყენილობა, მარტოობა, დაღლილობა ან იმედგაცრუება.
პოზიტიური ემოციები-ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები ხშირად ხვდებიან, რომ თმის ამოგლეჯვა კმაყოფილებას იწვევს და შედეგად ისინი ამ პოზიტიური გრძნობების შესანარჩუნებლად აგრძელებენ თმის ამოძრობას.
ტრიქოტილომანიის მიზეზი უცნობია. სხვა კომპლექსური აშლილობების მსგავსად, ტრიქოტილომანიის მიზეზიც ალბათ გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობაა. ტვინის ნეიროტრანსმიტერების, სეროტონინის და დოფამინის პათოლოგიები აგრეთვე შეიძლება როლს თამაშობდნენ ტრიქოტილომანიის განვითარებაში. ასევე შეიძლება რამოდენიმე მიზეზის გამოყოფაც, მაგალითად: სტრესთან თუ შფოთვასთან ბრძოლა,
ქიმიური დისბალანსი თავის ტვინში, ობსესიები (OCD)
ორსულობის პერიოდში ჰორმონის დონის ცვლილებები,
თვითდაზიანების ტიპი ემოციური გასაჭირისაგან თავის დასაღწევად;
რაც შეეხება ტრიქოტილომანიის რისკ-ფაქტორებს, ეს ფქტორები ზრდიან აშლილობის განვითარების შანსებს და მათში მოიაზრება:ოჯახის ისტორია-გენეტიკამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრიქოტილომანიის განვითარებაზე, დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს სისხლით ნათესაური კავშირების შემთხვევაში;
ასაკი- როგორც წესი, ვითარდება ადრე ან თინეიჯერობის პერიოდში_ყველაზე ხშირად 10-დან 13 წლამდე ასაკში_და ეს ხშირად უწყვეტი პრობლემაა. ჩვილებს აქვთ თმის ამოგლეჯისკენ მიდრეკილება, მაგრამ ეს ჩვეულებრივ რბილია და თავისით გადის მკურნალობის გარეშე;
სხვა დარღვევები- ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ სხვა დარღვევები, მაგ: დეპრესია, შფოთვა ან ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (OCD) დეპრესიამ, შფოთვამ ან OCD-მა შეიძლება გაზარდოს ინდივიდის მოწყვლადობა ტრიქოტილომანიის მიმართ;
სტრესი-ძლიერმა სტრესულმა სიტუაციებმა და მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს ტრიქოტილომანიის განვითარება.
ტრიქოტილომანიამ შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე. გართულებები შეიძლება შეიცავდეს:
ემოციურ დისტრესს-ტრიქოტილომანიის მქონე ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ განიცდიან სირცხვილის, დამცირების შეგრძნებებს, შეიძლება განიცდიდნენ დაბალ თვითშეფასებას, ჰქონდეთ დეპრესია და მიდრეკილნი იყვნენ ალკოჰოლის ან ქუჩის ნარკოტიკების მოხმარებისკენ მდგომარეობის შესაბსუბუქებლად.(უმეტესწილად მამაკაცები);
სოციალური დისტრესს და პრობლემებს-თმის ცვენის გამო შეიძლება უხერხულად გრძნობდნენ თავს სოციალურ გარემოში (სამსახური, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ) ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები ისე იკეთებენ ვარცხნილობას, რომ დამალონ მათი პრობლემა, ან იყენებენ პარიკებს, უკეთიათ ცრუ წამწამები. შესაძლებელია ზოგიერთმა ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანმა ინტიმური ურთიერთობები თავიდან აიცილოს, იმის შიშით, რომ ვიღაც მათ მდგომარეობას აღმოაჩენს.
რაც შეეხება მკურნალობას ჩვეულებრივ იგი ხორციელდება CBT-ის გამოყენებით, რაც გულისხმობს ჩვევების შეცვლას. ეს მეთოდი მიზნად ისახავს დაეხმაროს ტრიქოტილომანიის მქონე ინდივიდს ჩაანაცვლოს ცუდი ჩვევა ისეთი რამით, რაც არ არის საზიანო.

0
233
1-ს მოსწონს
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0