x
image
კატაპულტი
როგორი იქნება მომავლის საბურავები და როდიდან შემოვა ის ხმარებაში?!
image
თანამედროვე ტექნოლოგიები ყველა სფეროში იწვევს ადამიანთა გაოცებას და გამონაკლისი არც ავტომობილებია. კომპანია “მიშელინი" (MICHELIN) მუშაობს ისეთი საბურავის შექმნაზე, რომელსაც საერთოდ არ დაჭირდება ჰაერი, ის შედგენილი იქნება ორგანული ნარჩენებისაგან.

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული საბურავები უფრო მეტად კომფორტული იქნება მძღოლებისათვის, ვიდრე დღესაა, რადგან საფიქრალი აღარ იქნება, ხომ არ აკლია ჰაერი, არ გასკდეს მახვილ ზედაპირზე გადავლისას და ა.შ.image
ყველაფერთან ერთად, მომავლის საბურავები უფრო გამძლე და ფაქტიურად უცვეთი იქნება.

მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, საბურავს შემდეგი სახის კონსტრუქცია ექნება: ალუმინის რკალი, შემდეგ კომპოზიციური მასალებით შექმნილი საბურავის ძირითადი მასა და ბოლოს რეზინის სარტყელი, რომელსაც ჩვეულებრივ, მშენებლობასა და წარმოებებში გამოიყენებენ. მაშინაც კი, როდესაც საბურავს ლურსმანი შეერჭობა, მომავლის სავალი ნაწილი მაინც არ კარგავს თავის ფორმას, ოდნავადაც კი არ განიცდის ცვლილებას.image

ექსპერტები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ უჰაერო საბურავები არაკომფორტული იქნებოდა მისი სიხისტის გამო, თუმცა კომპანია “მიშელინმა" ამაზეც გასცა პასუხი - მომავლის საბურავის კომპოზიციური სტრუქტურა უზრუნველყოფს არათანაბარი გზის პირობებში რბილად სიარულს.გარდა ამისა, ხშირად ავტოავარიების მიზეზი საბურავის დაზიანება გამხდარა, სწორედ ამიტომ, “მიშელინის" საბურავები უსაფრთხოდაც იქნა მიჩნეული.image


აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 200 მილიონი საბურავი აღმოჩნდება ხოლმე ნაგავსაყრელზე. ამგვარად, მომავლის საბურავები გარემოს დაცვასაც შეუწყობს ხელს.

ამჟამად, საბურავების გამოცდა პრაქტიკაში მიმდინარეობს და მისი ბაზარზე გასაყიდად გამოტანა 2024 წლიდან იგეგმება. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დღეს ხმარებაში არსებული საბურავები წარსულს ჩაბარდება.


ასევე საინტერესოა:

ნახევრად სახალისო იდეები, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილები საქართველოში

ზამთარი და ავტომობილი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები)

დაუჯერებელი ფაქტები ავტომობილების შესახებ

0
304
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0