x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი შეეყარა
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩის კორონავირუსი შეეყარა, ამის შესახებ განცხადება გააკეთა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა ალი რეზე ვაჰაბზადემ.იგი ამჟამად კარანტინში იმყოფება და მკურნალობას კურსი უტარდება.

" დოქტორ ჰარირჩს, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელიც ბოლო დღეებში კოროვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ტესტი კორონავირუსზე დაუდასტურდა. ”- წერს ვაჰაბზადე Twitter- ზე.

imageწინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჰარირჩისა და ირანის მთავრობის წარმომადგენლის ალი რაბიას მონაწილეობით გაიმართა, ირანის ჯანდაცვის მინისტრის უფროსის მოადგილემ რამდენჯერმე დაახველა.


დღეისთვის ირანში კორონავირუსით დაღუპულია 12 ადამიანი. ხოლო დაავადებას 60-ზე მეტი პაციენტი ებრძვის. საგანგაშო სტატისტიკის გამო ქვეყნაში ზომები გამკაცრებულია. დახურულია სასწავლო და საჯარო დაწესებულებები.


აღსანიშნავია, საინტერესო სტატისტიკა, რომელიც ვიეტნამიდან მოვიდა, 16 დაავადებული პაციენტიდან 16-ივე გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ყველას, ვისაც ადრე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ქვეყანაში, გამოჯანმრთელდა.

2
324
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
324
  
2020, 25 თებერვალი, 19:23
არა რა კორონა ვირუსი ნაცების ჩადებულია ეგ საქმე
2020, 25 თებერვალი, 19:19
ამ კაცის სურათს დილით აპიარებდნენ,როგორც ირანის პარლამენტის წევრისას,რომელიც ქალაქ ყუმში ვირუსით დაავადებულთა შესახებ გვიყვებოდა.ეხლა აღმოჩნდა,რომ მინისტრის მოადგილე ყოფილა,თან სხვა სახელით და გვარით.რომელ შემთხვევაში მოგვატყუა მედიამ?
0 1 2