x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345476
  • სურათი:463429
,,როგორ უნდა მოიქცეს კარგი ცოლი" - ილუსტრაციები მე - 19 საუკუნის ჟურნალიდან
image

მე-19 საუკუნეში ნამდვილად სხვა წარმოდგენები ჰქონდათ ოჯახსა და ცოლზე. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს მე-19 საუკუნეში გამოცემული ჟურნალი, სადაც ინსტრუქციებს აძლევენ ქალებს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს კარგი ცოლი.

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ამ ილუსტრაციებს. ნაწილი ხალისობს, ნაწილი კი აღშფოთებულია.

მაგალითად, ჟურნალში ქალებს მოუწოდებენ, რომ ყოველნაირად ეცადონ ქმარმა სახლში ისადილოს და არა რესტორანში. ასევე, მე-19 საუკუნის კარგ ცოლს მძინარე ქმრისთვის ბუზები უნდა მოეგერიებინა.


გთავაზობთ ილუსტრაციებს და თანდართულ ტექსტებს

image“იმისთვის, რომ ქმარი რესტორანში სასადილოდ არ წავიდეს, ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კაცს შინ სადილობა ესიამოვნოს. ყოველი კერძის შემდეგ ცოლმა ქმარს პირი და ულვაშები ხელსაწმენდით უნდა მოწმინდოს და აკოცოს."


image“სასარგებლოა ქმრის დაინტერესება სამოყვარულო ფოტოგრაფიით. თავად იპოზიორეთ მისთვის ნიმფას ან სხვა საინტერესო პოზებში."


image“თუ ქმარს სადილის შემდეგ წაძინება უყვარს, ცოლმა მას დივანი უნდა მოუმზადოს, ფეხებზე პლედი დააფაროს და წიგნი ან გაზეთი უკითხოს, სანამ მას არ ჩაეძინება და ჩაძინებულს ბუზები მოუგერიოს(ზაფხულში)."


image“იმისთვის, რომ ქმარმა არ მოიწყინოს და საღამოობით ცოლი კარტის თამაშის გამო არ მიატოვოს, ცოლმა მეგობარი გასათხოვარი ან ქვრივი ქალები უნდა მოიპატიჟოს, რომელთაც კარტის თამაში შეუძლიათ, რათა თავის ქმარს პარტია ეთამაშოს."


image“თუ კარტის თამაში შეუძლებელია, მაშინ ცოლმა ქმარი დაკვრით და სიმღერით უნდა გაართოს."


image“ცოლმა ქმართან ერთად საველოსიპედე ტანდემი უნდა შექმნას. ამასთან, ქმარი რომ მძაფრმა ქარმა, მტვერმა ან თოვლმა არ შეაწუხოს, ცოლი წინ უნდა დაჯდეს და ქმარს ზურგით აეფაროს."


image“უქმე დღეებში, დროის გასაყვანად, ცოლმა ქმარს დილით ყავა უნდა მიუტანოს საწოლში და ახალი გაზეთები და ჟურნალები წაუკითხოს."


image“რადგანაც საპარიკმახეროში წასული ქმარი შესაძლოა ნაცნობს შეხვდეს და მასთან ერთად შემდეგ სადმე წავიდეს, ცოლმა თვითონ უნდა ისწავლოს ქმრის გაპარსვა და გაკრეჭა სახლში."


image“ცოლი ქმარს სამსახურის შესასვლელთან უნდა დაელოდოს სამუშაოს დასრულების დროს და შემდეგ სახლში გააცილოს."


ნეტავ, თუ არსებობდნენ ქალები, რომლებიც ამ წესებს ეცნობოდნენ და მათით ხელმძღვანელობდნენ?



0
353
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0