x
მეტი
  • 29.03.2020
  • სტატია:100804
  • ვიდეო:345481
  • სურათი:463429
კორონავირუსმა ერთ დღეში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს 139 მილიარდი დოლარი დააკარგვინა
image

მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 24 თებერვალს დაახლოებით 139 მილიარდი დოლარი დაკარგა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში საფონდო ბირჟის ინდექსების მაჩვენებლების ვარდნის გამო, რაც გამოწვეულია ახალი კორონავირუსის COVID-2019-ის შიშით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე დიდი ზარალი 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც მსგავსი მოვლენების მიმართ თვალყურის დევნება დაიწყო.


ყველაზე მეტი დაკარგა ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა და LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარდ არნულმა : თითოეულმა 4.8 მილიარდი დოლარი. 4 მილიარდი დაკარგა Zara-ს სავაჭრო ქსელის მფლობელმა, ამანსიო ორტეგამ, Facebook-ის მფლობელმა მარკ ცუკებერგმა 3, 48 მილიარდი დოლარი, ხოლო Google -ის ერთ-ერთი დაამარსებლის ლარი პეიჯის ქონება 2, 7 მილიარდი დოლარით შემცირდა.

დარტყმა მიადგა აგრეთვე ფინანსურ და საკრედიტო ორგანიზაციებს. ამერიკული ბანკების კვოტები ორი-ხუთი პროცენტით დაეცა. ინვესტორები შიშობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება გაყინავს გლობალურ ეკონომიკას.


მაგრამ ყველაზე მეტად ტურ-ოპერატორებისა და ავიაკომპანიების ბაზრის წილი დაზარალდა, მათი აქციები 14% –ით შემცირდა. გლობალურად დავარდა ფასები ტანსაცმლის ბრენდებზე, მაგალითად, როგორიცაა Louis Vuitton და Salvatore Ferragamo. მკვეთრად შემცირდა აიფონი, აიპადების გაყიდვაც.

3
410
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
1 მარტი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

27 თებერვალი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

26 თებერვალი, 19:53
დედაააააა დაიხოცებიან მშივრებიიიიიიიი. არ დამიმალოთ მითხარით გრიგოლიჩიც ხომ არ მოყვა მათ შორის????? დავიწყოთ სასწრაფოდ ფულის შეგროვება მე პირადად ერთი თვის ხელფასს მთლიანად გადავრიცხავ მის დახმარების ფონდში
0 1 3