x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
არ უნდა გავიხადოთ სასაცილოდ და თურქების გასარჩევი არ უნდა გავხადოთ ჩვენი ელემენტარული პრობლემები - შალვა ნათელაშვილი
image

მთავარი ლეიბორისტი საქართველოში, შალვა ნათელაშვილი ცოტნე გამსახურდიას გარშემო ატეხილ ოჯახურ კონფლიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებით, რომ მთელი საქართველო ვხარობთ ეს ფაქტია, მაგრამ ძალიან მაწუხებს მისი გარემოცვის წევრთა შორის ატეხილი დავა ავადმყოფის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, რამაც გადაინაცვლა არა მარტო აქაურ სასამართლოში, არამედ სტამბულის იმ კლინიკის ხელმძღვანელთა გასარჩევიც გახდა სადაც პაციენტი მკურნალობს და სწორედ ესაა პრობლემა.ნურავის დაავიწყდება, რომ საქმე ეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახს, იმ პრეზიდენტისა რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა, რის გამოც თურქები უდიდესი ინტერესით აკვირდებიან ყველაფერს და აკეთებენ დასკვნებს ჩვენი ცივილიზებულობის, ისტორიის, ტრადიციების და მომავლის შესახება.ვისაც ეხება არ უნდა დაავიწყდეს, რომ როდესაც ვამბობთ არგუმენტებს, თურქების, როგორც მომთაბარე ტომის, ჩვენს რეგიონში მხოლოდ მეათე საუკუნეში გამოჩნის თაობაზე, რომ მათ აქ დავხვდით მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრივი ცივილიზაციის სახით, რომ მათ წარიტაცეს ჩვენგან მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, ჭანეთი აი თუნდაც ამის გათვალისწინებით თავი არ უნდა გავიხადოთ სასაცილოდ და თურქების გასარჩევი არ უნდა გავხადოთ ჩვენი ელემენტარული პრობლემები, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ეპიზოდით ისინი მთელ საქართველოს შეგვაფასებენ.


მახსოვს 90-იან წლებში თურქეთმა კრედიტი მისცა შევარდნაძის მთავრობას და პარლამენტში სულ ამაზე იყო ყვირილი, რომ აქედან იმან იმდენი შეჭამა ამან ამდენი.ჩამოვიდა ანკარიდან მეჯლისის დელეგაცია და პირდაპირ გვითხრეს, რომ თურქეთს 500 წლიანი უწყვეტი სახელმწიფოებრიობის ისტორია გვაქვს, ნუ გვაყენებთ უხერხულობაში შეწყვიტეთ ამ კრედიტის ასეთი ყველა ბრუნვაში ტრიალი და თუნდაც ნუ დაგვიბრუნებთო.დღემდე მრცხვენია ამას, რომ ვიხსენებ.ნუ დავიმატებთ ახალ სირცხვილებს კიდევ და კიდევ."-წერს ნათელაშვილი.


image

imageიხილეთ ამავე თემაზე


ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას და რამდენიმე განმარტებასაც აკეთებს: "ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოებისთვის მნიშვნელ...

თურქეთის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უკვე გააღვიძეს, მაგრამ თავად ცოტნე არ იღვიძებს, თვალებს არ ახელს. ექიმის ვარაუდით, ცოტნე გამსახურდია თვალს შესაძლოა, იმიტომ არ ახელს, რომ დედამისის ხმა ესმის.ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით 2020NEWS-ი ავრცელებს. ცოტნე გამსახ...


0
577
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0