x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508481
სამეცნიერო კვლევით დადგინდა, რომ ბევრი სექსი ადრეული მენოპაუზის შესაძლებლობას ამცირებს
სექსი


ქალებს, რომლებიც ხშირად კავდებიან სექსით, ნაკლებად ემუქრებათ ადრეული მენოპაუზა. ამაზე ახლახან ჩატარებული სამეცნიერო კვლევა მეტყველებს.


მეცნიერები მთელი 10 წლის მანძილზე განუწყვეტლივ აკვირდებოდნენ და აქტიურად სწავლობდნენ 45 წლის ასაკს მიღწეულ 2936 ქალს.


აღმოჩნდა, რომ იმ ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად იყვნენ დაკავებული სექსით, 28 %-ით შეუმცირდათ ადრეული მენოპაუზის დაწყების რისკი, ვიდრე იმ ქალებს, რომლებსაც სექსი საშუალოდ ერთ თვეზე უფრო იშვიათად ჰქონდათ.



მეგან არნომ, რომელიც აღნიშნულ კვლევას უძღვებოდა, განაცხადა, რომ იმ ქალის ორგანიზმი, რომელსაც სექსი არ აქვს, წყვეტს, რომ ენერგია აღარ ჩადოს მენსტრუაციასა და სექსისთვის მომზადებაში და სხვა მიმართულებით მიმართავს ძალებს, მაგალითად, შვილიშვილებზე ზრუნვის გაძლიერებისკენ.


კვლევის პროცესში ქალებს მრავალი კითხვა დაუსვეს. მათ შორის იყო კითხვა ორალური სექსის შესახებ, კითხვა სექსის ინტენსივობის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რამდენი პარტნიორი ჰყავდათ, იყო შეკითხვები კოცნაზე, სექსუალურ სტიმულირებასა და მსგავს თემებზე.


სექსი


კვლევები ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ იმ ქალებს, რომლებსაც სექსი ყოველდღიურად ჰქონდათ, 28 %-ით ნაკლები სტატისტიკური ალბათობით დაეწყოთ ადრეული მენოპაუზა იმ ქალებთან შედარებით, ვისაც საშუალოდ თვეზე უფრო დიდხანს არ ჰქონდა სექსი. ხოლო ვისაც თვეში ერთხელ მაინც ჰქონდა სექსი, მას ყველაზე პასიურ ადამიანებზე 19 %-ით ნაკლები შანსი აღმოაჩნდა ადრეული მენოპაუზის დასაწყებად.


კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად ბევრი რამ არის დამოკიდებული აქტიურ სექსუალურ ცხოვრებაზე და როგორ ნაადრევად აბერებს და ანადგურებს ადამიანის ორგანიზმს სექსის არქონა.

0
395
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0