x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"იმ ღამეს თბილისში თოვდა... ბუნება და ისტორია ერთმანეთს დაუპირისპირდა" - 1921 წლის 25 თებერვლის კოშმარად ქცეული ღამე
ავტორი: იოანე მახარაძე

99 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დიდი ხნის გადატანილი ჰქონდა დიდგორი, ბასიანი, მარტყოფი, მარაბდა, კრწანისი. რა თქმა უნდა, ბევრი წევრი ჰყავდა სიას, რომელიც საქართველოს გმირებს ითვლის, ამ სიაში ირიცხებოდნენ: შუშანიკი, აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ბრწყინვალე და სხვები. თუმცა, სახელმწიფო მაშინ არის დიადი, როდესაც მისი გმირთა სია ყოველდღიურად იზრდება, სწორედ ასეთი ქვეყანაა საქართველო, 1921 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ამ სიას არაერთი ადამიანი დაემატა, მათ შორის მარო მაყაშვილი, რომელმაც მამას მისწერა, რომ კარგად იყო, არაფერი უჭირდა და რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა, თავის მეგობრებთან ერთად, იმ ბოროტებაზე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა, თუმცა ამ იმედის ნაპერწკალის გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მამას მოუწია დაეწერა სიტყვები: "სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი" მარო გარდაიცვალა, შეეწირა სისასტიკეს, თუმცა მოკვდა ამაყად, სამშობლოს სადარაჯოზე და გაიზიარა ის დამკვიდრებული აზრი, რომელიც ძალიან გამყარდა მაროს სიკვდილამდე 14 წლით ადრე, წიწამურთან და რომლის მიხედვითაც "სიკდილი არის ქვეყნის სიყვარულის ბოლო". მოკვდა მარო და კიდევ ერთი დიდი სახელი შეემატა ისტორიას. მართალია, საქართველოს უწევდა ებრძოლა იმ გიგანტის წინააღმდეგ, რომელსაც ინტერვენციის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა ჩვენი ქვეყანა მაინც არ ნებდებოდა და 20 თებერვალს, კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს. 23 თებერვლიდან, ქვეყანა გადავიდა დედაქალაქისა და მისი შემოგარენის დაცვაზე, რაზეც იხარჯებოდა სრული რესურსი, 24 თებერვალს წითელი არმია მასობრივ შეტევებს იწყებს დედაქალაქის მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ უკან დახევისა და უშუალოდ დედაქალაქზე კონცენტრირების გადაწყვეტილება მიიღო, თბილისმა რამდენიმე საათით გაუძლო მონსტრს, "დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა", იუნკრები, ალბათ, ზოგი უსახელო გმირი, უყოყმანოდ სწირავდნენ თავს თბილისისა და "ერთა ლიგის" მიერ დაკანონებული ტერიტორიის დასაცავად. 25 თებერვალს, თბილისი პანიკამ მოიცვა, კონსტანტინე გამსახურდიამ ძალიან კარგად გამოხატა ხალხის განწყობა ნაწარმოებში "დიდი იოსები", წითელი არმია მოდიოდა, თბილისის მოსახლეობა კი ჩქარი ტემპით ცდილობდა ქალაქის დატოვებას, თუმცა არავინ იცოდა სად მიდიოდნენ, რომელ სამშობლოში... "იჩქარეთ, იჩქარეთ, ლილოზე გადმოსულან" იმ ღამეს თბილისში თოვდა, როგორც ყოველთვის ბუნება და ისტორია ერთმანეთს დაუპირისპირდა და მშვენიერი, თოვლიანი ღამე ფანტასმაგორიად, კოშმარად, შავ ლაქად იქცა, "ათოვდა სახეზე დიდ იოსებს". რამდენიმე წუთში თბილისში ამბავი გავრცელდა, რომ წითლებმა თბილისის შემოგარენი აიღეს და მენშევიკები დააპატიმრეს, ახლა გადარჩენილ ქართველობას უშუალოდ დედაქალაქი უნდა დაეცვა და ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, განწირული იყო მარცხისთვის. "ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი", ქალაქში, სადაც საათების წინ "ავტოები მოძრაობდნენ" "დუმდა სიონი და დუმდა ხალხი", მარგარეტ თეთჩერი ამბობდა, "არსებობს ორი სიჩუმე, ერთი ომს წინ უსწრებს და ნორმალურია, თუ სიჩუმე ომის შემდეგ ჩამოწვა, ეს კატასტროფაა"... 99 წლის წინ, "უძრავ თებერვლის ღამეს" ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიარა გოლგოთას გზა.... გვახსოვდეს, რომ ამ კოშმარული ღამიდან 69 წლის შემდეგ, საქართველოს ისევ მიენიჭა დროშა, ჰიმნი, გერბი, დედაქალაქი, საკუთარი მთავრობა და, მოკლედ, დამოუკიდებლობა. თუმცა, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყოველდღე გვაქვს მცირე დიდგორი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, ის რასაც ასე ძალიან ესწრაფვის ქართველი ერი, (რომელსაც უამრავი მტერი ჰყოლია, ჰყავს და ეყოლება) და ეს, რა თქმა უნდა, არის თავისუფლება. თუმცა მტრის ყოლა ცუდი როდია, "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" ესეც პატრიოტისა და სამშობლოს დიდი გულშემატკივრის, აღაზას, ჯოყოლასა და ზვიადაურის შემქმნელი კაცის სიტყვებია!

image

კალაუ ნადირაძე,  ავტირი ლექსისა "25 თებერვალი" ფოტო 1- ქართველი იუნკრები


ფოტო 2-კალაუ ნადირაძე, ავტორი ლექსისა "25 თებერვალი"

8
366
1-ს მოსწონს
ავტორი:ივანე მახარაძეე
ივანე მახარაძეე
366
  
2020, 27 თებერვალი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 თებერვალი, 19:23
რამდენი წელია გვებრძვის ეს დაუძინებელი მტერი, გაუმაძღარი ღორი...და ბევრ ქართველს მაინც ჩვენი ძმა ჰგონია რუსეთი...მაგრამ ყოველთვის მაინც ქართველის ხელით გვამარცხებდა ((((((
2020, 25 თებერვალი, 11:35
შესაძლოა იმ ხალხს არ ქონდათ გამოცდილება და ამიტომ მიჰყვნენ მთავრობის ნებას,მაგრამ დღეს ხომ ვიცით,რა საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან და რა არის საჭირო ამისათვის. არც ეს მთავრობა და არც ზორდანიას მთავრობა იყო რუსის აგენტი,მაგრამ კომპეტენცია არ ქონდათ ემართათ ქვეყანა. თუ გვინდა იმ ხალხის საუკუნეების მანძილზე ხსენება იყოს და მათი სისხლმა უკვალოდ არ ჩაიაროს,მაშინ სწრაფი გამდიდრება საჭირო. სწრაფი გამდიდრების რეცეპტი ლიბერალური დემოკრატია. ჯერ გავმდიდრდეთ და მერე გინდ სოციალური დემოკრატია აირჩიეთ და თუ გინდათ ნაციონალ სოციალისტები. ლამაზი სიტყვები და სადღეგრძლეოებით საქმე არ კეთდება,რეალური ნაბიჯებია საჭირო. რუსებმა არ უნდა მოახერხოს ორად გაყოფა ერის. ერთხელ გაყვეს ედიკას და ზვიადის საქართველოთ ქვეყანა,ეხლაც გაყოფილია ნაცად და ქოცად ხოდა ეს გამარჯვება რუსის და მარცხი მაყაშვილის,იუნკერების,კოტე აფხაზის,ქაქუცა ჩოლოყაშვილი,გიორგი მაზნიაშვილის,ექვთიმე დაყაიშვილის და სხვების. ეხლა დროშა,გერბი და ჰიმნი რო გაქვს,არ ნიშნავს რო თავისუფალი და დამოუკიდებელი ხარ. საბჭოთა საქართველოსაც ქონდა დროშა,მაგრამ რა?!
2020, 25 თებერვალი, 11:23
99 წელი გავიდა და დღემდე მიდის საუბრები რუსი კარგი არის თუ ცუდი. ზოგი ამბობს,რომ რუსი ხალხი კარგები არიან,უბრალოდ მთავრობა ყავთ ცუდი,ზოგი ამბობს,რომ რუსი არც ხალხია კარგი და შესაბამისად არც მთავრობაო,ზოგი რას ამბობს და რას ფიქრობს ვერ გაიგებს ადამიანი,მგონი ვერც ღმერთი. ზოგადად,მეორე კატეგორია ადამიანები მართლები არიან(მათ შორის მეც),რადგან ისტორიამ დადასტურა რუსი ხალხის "სიკარგე" და ეჭვი არ არის,რომ რუსეთი არის ბოროტების იმპერია,ხალხიან,მთავრობიან და მღვდლიანად. ას წელზე მეტი ვიყავით რუსული იმპერიის ნაწილი და თუ ასეთი კარგი ერი არის რუსის,რატომ შეაკლეს ადამიანებმა თავი?! აშკარად,სიცოცხლე არ ქონდათ მობეზრებული და არც ცარიზმის დიდი ქომაგები იყვნენ,საბჭოთა რუსეთი რო არ მოსწონებოდათ ამის გამო. ვეთანხმები ავტორს,ბევრი გვიომია და კიდევ ვიომებთ,ბევრი დაიხოცა და კიდევ დავიხოცებით ეს 100% სიმართლეა,მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ვიცხოვროთ ტყუილში რო რუსები ერთ დღესაც შეგვეშვებიან? 1918-21 წლების მთავრობაც ასე ფიქრობდა და ილუზიებში აცხოვრებდა ერს,მაგრამ არ გაუმართლდა იმედები. ისტორიის ფურცლებზე გვიწერია,რომ სოციალ-დემოკრატია დამღუპველია ქვეყნისთვის,მაგრამ მაინც ამას ვაკეთებთ და დღესაც სოციალ-დემოკრატები გვყავს მთავრობაში. სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ილია და მერე როცა მთავრობაში მოვიდნენ დაემართათ ის,რაც პატარა ბავშვს ემართება ხოლმე. მაშინაც გაურკვეველი ხალხი აღმოჩნდა იმ თანამდებბებზე,რაც უსაფრთხოების და საბრძოლო სულისკვეთება ეხებოდა. დღესაც ესეა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე უცნაური და არაკომპეტენტური ხალხი არის დანიშნული. 99 წელი გავიდა და ისტოორიაში -5 ქულა მთელ საქართველოს და ჩვენ ვერ ჩავაბარეთ ეს ტესტი. ისევ იქნება ომი,ისევ დაიხოცებიან ახალგაზრდები და 99 წლის მერე ისევ დაწერენ სტატიას,რომ როგორი დიადი გმირები ვყოფილვართ. არ მინდა გმირობა და საქმე გაკეთდეს,ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ შავი ჭირი რუსი ხალხის სახით.
2020, 25 თებერვალი, 11:08
დაგვწია და დღემდე ვიმკით ((
2020, 25 თებერვალი, 10:05
99 წლით დაგვწია უკან კომუნისტების ბატონობამ. რამდენი განათლებული ადამიანი დახოცეს, ერის რჩეული ნაწილი და გაღლეტილი ტლუები დატოვეს ცოცხალი.
2020, 25 თებერვალი, 9:37
გადასარევი სტატიაა!
2020, 25 თებერვალი, 4:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8