x
მეტი
  • 30.03.2020
  • სტატია:100847
  • ვიდეო:345526
  • სურათი:463512
ვარსკვლავური ავადმყოფობა-ვარსკვლავები,რომლებიც ანორექსიით იტანჯებიან
image

ანორექსია-საშიში დაავადებაა, რომელიც მადის უქონლობით ხასიათდება. ყველაზე ხშირად ის დიეტებით დაინტერესებულ ადამიანებს ემართებათ. ეს ადამიანები არასოდეს არიან კმაყოფილნი თავისი წონით, ფიგურით და საბოლოოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის დარღვევა ემართებათ, რასაც სრული გამოფიტვა მოსდევს.

ანორექსიით არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ავადდებიან:

1.ლილი როუზ დეპი


image

ჯონი დეპის და ვანესა პარადის ახალგაზრდა ქალიშვილმა უკვე იწვნია ვარსკვლავური ცხოვრების ბნელი მხარე. ის უკვე რამდენიმე წელია ანორექსიას ებრძვის და როგორც ამბობს, ამ დაავადებასთან ბრძოლაში უკვე პროგრესი აქვს.


2.ლინდსი ლოჰანი

imageლინდსი ლოჰანს საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა და ამან უკვალოდ არ ჩაიარა. დაავადებამ დაახლოებით 10 წლის წინ იჩინა თავი, როცა მსახიობი ხილის დიეტაზე იყო და მხოლოდ 400 გრამ ხილს იღებდა დღეში. საბედნიეროდ, მსახიობმა მალე შეაფასა თავისი მდგომარეობის სიმძიმე და დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართა.


3.მერი კეიტ ოლსენი

imageასაკთის მატებასთან ერთად ყველასათვის ნაცნობი ტყუპები უკვე აღარ ჰგვანან ერთმანეთს, რადგან ერთმა მათგანმა-მერი კეით ოლსენმა 2004 წელს საკუთარი თავი სრულ გამოფიტვამდე მიიყვანა. იმ დროს გოგონა 35 კგ-ს იწონიდა. და თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, ის დღემდე ებრძვის ამ დაავადების შედეგებს. როგორც ექიმებმა განაცხადეს, ერთი კვირის დაგვიანებითაც რომ მიემართა მათთვის მერის, ისინი მის გადარჩენას ვეღარ შეძლებდნენ.


4.ნიკოლ რიჩი

imageნიკოლ რიჩი არასოდეს გამოირჩეოდა მრგვალი ფორმებით, მაგრამ პერის ჰილტონთან მეგობრობის პერიოდში მისი წონა კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. მოდელს სტრესის გამო საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა დაერღვა. საბედნიეროდ ნიკოლმა დროულად მიმართა ექიმებს.


5.ლედი გაგა

imageცნობილმა მომღერალმა პირველად 15 წლის ასაკში გაიგო რა იყო ბულემია და ანორექსია. ამის შესახებ თავად მომღერალმა განაცხადა ინტერვიუში. როგორც ის ამბობს, მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული დაეხმარა მას ამ პრობლემის დაძლევაში. ამჟამად მომღერალს ფონდი Born This Way აქვს, რომელიც ანორექსიით, ბულემიით, ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებულ ახალგაზრდებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში.


6.ვიქტორია ბექჰემი

imageიყო დრო, როცა ვიქტორიას ზედმეტი სიგამხდრისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში ადანაშაულებდნენ. როცა ჯგუფი Spice Girls დგებოდა, პროდიუსერმა ის გააფრთხილა, რომ ჯგუფში მოსახვედრა ზედმეტი კილოგრამები უნდა დაეკლო. ვიქტორია წონაში დაკლებას შეუდგა და გადააჭარბა კიდეც.

მან თავადვე მოახერხა თავის ხელში აყვანა. მას საკუთარი მზარეული ჰყავს, რომელიც კერძების მომზადებასთან ერთად თვალყურს ადევნებს, რომ ვიქტორიამ დაბალანსებულად და ჯანსაღად იკვებოს.


7.ანჯელინა ჯოლი

imageმის ჯანმრთელობას უკვე რამდენიმე წელია განიხილავენ. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა მსახიობის დედა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. ამან ისე იმოქმედა ანჯელინაზე, რომ კიბოს პროფილაქტიკისთვის ორივე სარძევე ჯირკვალი მოიკვეთა, მოგვიანებით კი საკვერცხეებიც ამოიჭრა. ამ ყველაფერს ბრედ პიტთან განშორებაც დაემატა და ანჯელინამ ბოლო წლებში ექსტრემალურად დაიკლო.მისი ფანები თვლიან, რომ მსახიობი ანორექსიით იტანჯება.





1
186
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
186
  
25 თებერვალი, 4:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1