x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: რატომ არის ძალიან ცუდი, როცა ძაღლს უყვირი და სჯი
ძაღლი


ჟან პოლ სარტრი უდიდესი მოაზროვნე იყო, რომელმაც ფილოსოფიაში ეპოქა შექმნა, მაგრამ სტალინისტი გახლდათ და საბჭოთა კავშირს ეთაყვანებოდა. “წყნარი დონის” ავტორი, მიხეილ შოლოხოვი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში, თავგადაკლული ბოლშევიკი იყო და რუსეთის სამოქალაქო ომში წითელი არმიის რიგებში იბრძოდა. რობესპიერი ძალიან გულჩვილი და სათნო პიროვნება გახლდათ, მაგრამ ითხოვდა ასი ათას მოკვეთილ თავს საფრანგეთის რევოლუციის საკეთილდღეოდ.


ადამიანისგან განსხვავებით ძაღლი ცხოველია, რომელსაც ნამოქმედარის სიღრმისეულად გააზრების და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარი არ გააჩნია. ძაღლს არ აქვს აბსტრაქტული აზროვნება, როგორც ადამიანს. ამიტომ მისთვის დაყვირება ან ფიზიკური ძალადობა მასე იმის გამო, რომ ყველაფერს ზუსტად ისე არ აკეთებს, როგორც ჩვენ გვინდა, საშინელებაა. მითუმეტეს, რომ ზემოთმოყვანილ მაგალითებს თუ გადავხედავთ და გავიაზრებთ, თუ ხშირად როგორ ცუდად იქცევიან თვით ყველაზე გენიალური ადამიანებიც კი, ცხოველს მოვთხოვოთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოს, როგორც ჩვენ გვინდა, მეტისმეტი სისასტიკე, ბარბაროსობა და არაადამიანობაა.


უახლესი კვლევა ცხადყოფს, თუ რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ძაღლზე არამხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ უბრალო დაყვირებაც კი.



კვლევამ, რომელიც გასული წლის ბოლოს ვებგვერდ bioRxiv-ზე გამოქვეყნდა, ნათელი მოფინა იმას, რომ ძაღლის წვრთნის პროცესში კარგი ქცევისთვის საკვების სახით გაცემული ჯილდო გაცილებით უფრო ხელსაყრელ და პროდუქტიულ შედეგებს იძლევა, ვიდრე დაყვირება და დასჯა. თურმე დასჯას გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები მოსდევს ძაღლის ჯანმრთელობისთვის.


ბიოლოგმა ანა კატარინა ვიეირა დე კასტრომ, რომელიც პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) მოღვაწეობს, აღნიშნული კვლევა დამხმარე ძაღლებზე ჩაატარა.


ცდაში მონაწილე 48 ძაღლს კარგი საქციელისთვის საკვებით უმასპინძლდებოდნენ, ხოლო 50 ძაღლს უყვიროდნენ და სჯიდნენ.


ძაღლი


იმ ძაღლებმა, რომლებსაც უყვიროდნენ და სჯიდნენ, ექსპერიმენტის პროცესში ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს. მათ ცუდი კოგნიტური შესაძლებლობები ჰქონდათ და არც დავალებების შესრულების ხარისხით არ გამოირჩეოდნენ. სისხლში კორტიზოლის დონეც ნორმაზე ბევრად უფრო მაღალი აღმოაჩნდათ.


სამაგიეროდ იმ ძაღლებმა, რომლებსაც საკვებს აძლევდნენ დავალების შესრულებაში, საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მათ არც სტრესის ნიშნები არ გააჩნდათ და სისხლში კორტიზოლის დონეც ნორმაში ჰქონდათ.


ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვენმა შინაურმა ცხოველმა სწრაფად აითვისოს დავალებები და იქცეს თქვენს ერთგულ და სანდო მეგობრად, ნუ დასჯით მას, პირიქით, წაახალისეთ საკვების და სასუსნავის მეშვეობით.


1
244
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
244
  
2020, 25 თებერვალი, 4:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1