x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კომპიუტერის გავლენა დაწყებითი საფეხურის მოზარდის ინტელექტიალურ და ფიზიკურ განვითარებაზე

image
21-ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საუკუნედ არის მიჩნეული, ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.დღეს აღარავის უკვირს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ სმარტფონში თავჩარგული ადამიანის დანახვა.ასეთ ადამიანებს შეხვდებით ყველგან:ოჯახურ გარემოში, ტრანსპორტში, კინოში, თეატრში, ქუჩაში, სამსახურსა და სხვადასხვა დაწესებულებაში.გადატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებთ გამოვნახოთ დრო კომპიუტერის მოსახმარებლად.ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, კომპიუტერის უკონტროლო და ხშირი გამოყენებისას უვითარდებათ მიჯაჭვულობა, რაც შემდგომში სხვადასხვა პრობლემებს იწვევს.კომპიუტერის მოხმარებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.მისი გამოყენებისას დადებითად შეგვიძლია მივიჩნიოთ:

* მეგობრებთან კონტაქტი, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა არ გაქვს

* სასურველი ინფორმაციის მარტივად და სწრაფად მოძიება

*სხვადასხვა სფეროში არსებული სიახლეების წვდომა


*საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება

*კომუნიკაციის გამარტივება და ა.შ

დაწყებითი საფეხურის მოზარდებს, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ტექნიკასთან, ხშირად თავს არიდებენ სათამაშო მოედნებზე თამაშს, პარკში სეირნობასა თუ სხვა სახის გარე აქტივობებს.შესაბამისად ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ მიდრეკილება, სურვილი რომ სპორტით არ დაკავდნენ, რაც მომავალში ხშრად იწვევს არაჯანსაღ ფიზიკურ განვითარებასა და არასწორი ცხოვრების სტილს.

რა გავლენა აქვს კომპიუტერს ზედმეტად ხშირ გამოყენებას მოზარდის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

*სუსტად განვითარებული მოტორული უნარები;

*ნაკლებად აქტიური ცხოვრების სტილი;

*ჭარბი წონა

*გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

*საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები(სქოლიოზი);

*მხედველობის პრობლემები;

კიდევ ერთი მიზეზი თუ, რატომ შეიძლება უარყოფითად მივიჩნიოთ ბავშვის მიერ ტექნოლოგიასთან ხანგრძლივი დროის გატარება არის ბავშვის კოგნიტური და ემოციური ფუნქციონირების შეფერხება.ახალი ტექნოლოგიები შესაძლებელია ასევე ჩავთვალოთ სოციალური უნარების შეზღუდვის მიზეზად.ადამიანები ხდებიან ჩაკეტილები, ვერ უგებენ სხვებს, არ აქვთ გამომუშავებული ლოდინის, მიმღებლობის უნარები, რაც იწვევს მათი სურვილის გაქრობას, რომ ჰქონდეთ რაიმე სახის რეალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან.როდესაც ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე:

*ემოციურად დატვირთული ბავშვები ხშირად ვერ გრძნობენ დაღლას

*ისინი გამუდმებით აღზნებულები, გაღიზიანებულნი და უმართავები ხდებიან

*სძინავთ ცუდად, ხშირად იღვიძებს

*ნაკლებ დროს უთმობს სწავლას

* ხშირად არიან ჩაკეტილები და ვერ უგებენ სხვებს

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კომპიუტერის ეკრანს აქვს გამოსხივება, რომელიც იწვევს მხედველობის პრობლემებს.-მიოპიას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი კომპიტერთან დიდი დროის გატარებაა.მსგავს შემთხვევაში, ძალიან დიდი ენერგიის ხარჯვა უწევს თვალის შიგნით არსებულ კუნთებს, რომ სწორედ მოახდინოს ინფორმაციის აღქმა.

პრობლემის გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანია კომპიუტერის გამოყენებისას დროის განსაზღვრა, ეს უნდა კონტროლდებოდეს მშობლის მიერ.ასევე სასურველია, კომპიუტერთან ურთიერთობა არ ხდებოდეს უშუალოდ ძილის წინ.თანამედროვე სამყაროში კომპიუტერთან ურთიერთობა მნიშნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, მაგრამ საჭიროა ზომიერების დაცვა.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გოცაძე
ხატია გოცაძე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0