x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საბუნებისმეტყველო საკითხების სწავლება ი.გოგებაშვილის "ბუნების კარში"
მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართველი ხალხის ეროვნულმა ჩაგვრამ, მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას და შესაბამისად, განათლებას.ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები განათლებას საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში იღებდნენ.მათი მიზანი იყო დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გამოყენება თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ.მათ შორის იაკობ გოგებაშვილს გამორჩეული ადგილი უჭირავს.მან მთელი თავისი ძალები, ტალანტი და ცოდნა მოახმარა თავის სამშობლოსა და ხალხს.იგი იყო არა მარტო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი წევრი და სიკვდილამდე ამ საზოგადოების აქტიური ხელმძღვანელი, არამედ საქართველოს სახალხო სკოლების ქსელის მოწყობის ინიციატორი და ხელშემწყობი.

ი.გოგებაშვილის სახელის ხსენებისას, პირველ რიგში, გვახსენდება "დედა ენა", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლებია მისი დამსახურება ქართველ ბავშვებში საბუნებისმეტყველო ცნობიერების ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც, როდესაც მან შექმნა "ბუნების კარი".მისი ბიოგრაფიის ცნობილი ფაქტია, რომ "პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება.იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს..."

"ბუნების კარში" ნათლად ჩანს თუ რატომაა ბუნების სწავლება მნიშვნელოვანი.ის უნვითარებს მოსწავლეებს კვლევის უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებას აძლევს შეიცნონ და გაითავისონ სამყარო, ჩაერთონ საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია არამარტო სასკოლო ასაკის, არამედ სკოლამდელისთვისაც.სასკოლო ასაკის ბავშვი სიამოვნებით მოისმენს წიგნში შეტანილ მოთხრობებს, ხოლო პირველი, მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებს იგი დიდ დახმარებას გაუწევს ბუნების მეცნირებიდან ელემენტარული ცოდნის შეძენაში.


წიგნი ვრცლადაა დასურათებული.მასში შეტანილია მოთხრობები ცხოველებზე, მცენარეებზე მათ აგებულებაზე, ზნე-ხასიათსა და ჩვეულებებზე.მოცემულია ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა მარტივი დახასიათება, შერჩეულია მათ შესახებ დამახასიათებელი ამბები და ისინი ისე ხატოვნადაა აღწრილი, რომ მოსწავლეებს ადვილად დაამახსოვრდეთ.

"ბუნების კარის" სახელმძღვანელო იწყება მოთხრობებით რომლებიც ეხება სწავლას.ამით ის მოსწავლეებს უღვიძებს სწავლის სურვილს და მოტივაციას მატებს მეტი ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლა განათლების პროცესს.

"ბუნების კარი" გამოირჩევა თავისი სტილით, კერძოდ, როდესაც ავტორი მცენარის ან ცხოვრელის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, მას თან ახლავს კონკრეტული დამახასიათებელი ამბავი და თვალსაჩინოება.საბუნებისმეტყველო განყოფილებაში პატარებისათვის გასაგები ენითაა აღწერილი საქართველოს ფლორისა და ფაუნის ტიპიური წარმოადგენლები მათი ცხოვრების პირობები და მნიშვნელობა.მოყვანილია საინტრესო ფაქტები, მოთხრობილია ზღაპრები თუ იგავ-არაკები ცხოველებისა და მცენარეების შესახებ, რაც უფრო მიმზიდველს ხდის მოზარდისათვის მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და გაითავისონ გარემომცველი სამყარო, გამოიმუშაონ მასზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.

გარდა დიდი საგანმანათლებლო და პრაქტიკული მნიშვნელობისა, რასაც იაკობ გოგოებაშვილი აძლევდა საბუნებისმეტყველო ცოდნას, ბუნების შესწავლაში იგი ხედავდა აგრეთვე დიდი პატრიოტულ, აღმზრდელობით ძალას, მას სწამდა, რომ მშობლიური ქვეყნის ბუნების შესწავლა დიდად უწყობს ხელს სიყვარულის და პატრიოტული მოტივების გაღვივებას, ეროვნული ცნობიერების ჩანერგვას და განმტკიცებას, ამაღლებს მოზარდებში მოტვაციას იბრძლოს სამშობლოსათვის, არავის დაუთმოს თავისი მიწა-წყალი, რაც "ნამდვილი ფესვებია ერის ცხოვრებისათვს და როგორც ხე, მოშორებული ფესვებს, ხმება, ისე ერიც იღუპება, როცა ხელიდან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია."

იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა პირველ ქართულ საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოს, ზნეობრივ, ესთეტიკურ და პატრიოტულ კრიტერიუმებს."ბუნების კარი"ს ყოველი ახალი გამოცემისათვის ის აზუსტებდა და ხვეწდა მოთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო, რის გამოც "ბუნების კარი" ძალიან მალე არამარტო მოზარდებისათვის, არამედ ყოველი ქართველისათვის, განურჩევლად ასაკისა, ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა.

"ბუნების კარი" თავისი პედაგოგიური, შემეცნებითი ხასიათის ნარკვევებით წარმოადგენს კლასიკურ, დიდაქტიკურ, მეთოდიკურ პრიინციპებზე აგებულ სახემძღვანელოს, რომლებშიც წარმოდგენილია გასათვალისწინებელი მორალური, პატრიოტული, ეკოლოგიური, ესთეტიკური აღზრდის საკითხები.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გოცაძე
ხატია გოცაძე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0