x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100878
  • ვიდეო:345588
  • სურათი:463550
პროფესია, რომელიც წლების წინ "მაღვიძარას" ანაცვლებდა - ვინ და რა ხერხებით აღვიძებდა ხალხს საათების გავრცელებამდე
image

1970-იან წლებამდე, ბრიტანეთის არაერთ დასახლებაში, მრავალი დასაქმებული პიროვნება იღვიძებდა საძინებლის ფანჯარაზე კაკუნის ხმით. მას კი, ვისაც ხელთ ეპყრა გრძელი ჯოხი მომხმარებლის გასაღვიძებლად, “დამკაკუნებელი’’ ეწოდებოდა. ამ, უთუოდ საჭირო, პროფესიის წარმოდგენლები პირველად დაახლოებით 1861 წელს გამოჩნდნენ ინგლისსა და ირლანდიაში.

ყოველ დილით უშველებელი ჯოხით აღჭურვილი ინდივიდი, რომელიც ღამე ბუსავით ფხიზლობდა და სანაცვლოდ მთელი დღე ეძინა, ბრიტანეთის საერთო სანახაობა იყო. განსაკუთრებით ლონდონსა და ჩრდილოეთის უწესრიგო ქალაქებში, სადაც ხალხი ცვლაში მუშაობდა.

იმ დროს, როდესაც ამ საქმიანობისთვის სტანდარტულ ინსტრუმენტს წნელის ან რკინის გრძელი ჯოხები წარმოადგენდა, კიდევ ჩნდება კლიენტების გაღვიძების ახალი საშუალებები. ( ბრახუნი, ბარდის მარცვლის სროლა და ა.შ)


რა თქმა უნდა მათი ესოდენ რთული სამუშაო უფასო არ იყო. მრავალი ხერხის არსებობის მიუხედავათ, რომელიც პრაქტიკამ დახვეწა, ყველაზე აპრობირებულ ინსტრუმენად კვლავ გრძელი ჯოხი რჩებოდა, რომელსაც საკმაოდ ხმამაღლა აბრახუნებდნენ კლიენტის საძინებლის ფანჯარაზე.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამღვიძებლებლების ინსტიტუტი მხოლოდ ინდუსტრიულ ქალაქებში არ გვხვდება.


მერი სმიტი ყველაზე კარგად ნაცნობი გამღვიძებელი იყო აღმოსავლეთ ლონდონში, რომელიც კლიენტების გასაღვიძებლად იყენებდა ბარდის მარცვლებს. მისი ქალიშვილი, რომელსაც ასევე მერი ერქვა მისდევდა დედის კვალს. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ დედაქალაქის ერთ-ერთი ბოლო გამღვიძებელი.

მერი სმიტი იღებდა  კვირაში 6 პენსს კლიენტის გაღვიძებაში . ( აღმოსავლეთ ლონდონი)

მერი სმიტი იღებდა კვირაში 6 პენსს კლიენტის გაღვიძებაში . (აღმოსავლეთ ლონდონი)

საათების გავრცელებასთან ერთად ამ საქმიანობასაც ლილე გაუხუნდა, ფერი დაეკარგა. XX საუკუნის 40-50-იან წლებში ინგლისის ქალაქების უმეტესობამ დაივიწყა ეს საქმე. ინდურსტრიულ დასახლებებში გაღვიძებისა და სამუშაოზე დროზე გამოცხადების ზემორე საშუალება 70-იან წლებამდე მაინც შენარჩუნდა, შემდეგ კი თითქოს დრომ შთანთქა...imageimage

1
95
2-ს მოსწონს
ავტორი:საბა სამუშია
საბა სამუშია
95
  
25 თებერვალი, 9:13
ბარდის მარცვლების მსროლელი)) საოცარი ფოტოა))
0 1 1