x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეგენდა - როგორ აშენდა "საფარას" მონასტერი

საფარა

სა­ფა­რა­ში ორი ძმა (ათარ­ბე­გე­ბი) ცხოვ­რობ­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, სა­ფა­რის მო­ნას­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა და­უ­წყი­ათ. უფ­რო­სი ოს­ტა­ტი იყო და ტა­ძარს ის აშე­ნებ­და, უმ­ცრო­სი კი ეხ­მა­რე­ბო­და, შე­გირ­დობ­და, - ქვებს თლი­და და უფ­როს ძმას უგ­ზავ­ნი­და. ჰყავ­დათ ხარი - "ინ­დუ­შა", რო­მე­ლიც ქვებს ზი­დავ­და.

სა­ძირ­კვლის ჩაყ­რის შემ­დეგ, უფ­როს­მა ძმამ და­ი­ან­გა­რი­შა, რამ­დე­ნი ქვა იყო სა­ჭი­რო ტაძ­რის ასა­შე­ნებ­ლად, - ერთი ქვა­ღა აკ­ლდა. უფ­როს­მა უმ­ცრო­სი ძმის გა­მოც­და გა­და­წყვი­ტა და შე­უთ­ვა­ლა, მშე­ნებ­ლო­ბა მორ­ჩა, მეტი ქვა სა­ჭი­რო აღარ არი­სო, რა­ზეც უმ­ცროს­მა მი­უ­გო, - დამ­თავ­რე­ბას ერთი აკ­ლია და იმა­საც გა­მო­გიგ­ზავ­ნიო.

უფ­რო­სი ძმა ამას შე­უ­ში­ნე­ბია, – ეს ალ­ბათ მალე მეც მა­ჯო­ბებ­სო და ძმას შეს­თა­ვა­ზა – ბოლო ქვა სა­ხუ­რავ­ზე თვი­თონ ჩა­ას­ვიო. უმ­ცრო­სი სა­ხუ­რავ­ზე ავი­და, უფ­როს­მა კიბე გა­მო­ა­ცა­ლა და ძმა ზე­ვით და­ტო­ვა. ზე­ვით დარ­ჩე­ნილ შე­გირ­დი სა­ფა­რის მო­ნას­ტრის სა­ხუ­რა­ვი­დან კლდე­ზე გა­და­ვარ­დნი­ლა.

ლე­გენ­და "ინ­დუ­შა" ხარ­ზეც არ­სე­ბობს: მას გა­ყო­ლა არ სჭირ­დე­ბო­და, ქვებს რომ და­უ­დებ­დნენ, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე თა­ვი­სით მი­დი­ო­და. ერთხელ გზა­ზე დათვს გა­და­ე­ყა­რა, რო­მელ­მაც ცალი მხა­რი მო­ა­ჭა­მა. ხარს ქვა და­ვარ­დნია.

იმ ქვას "ინ­დუ­შას ქვას" ეძა­ხი­ან, რო­მე­ლიც სოფ­ლე­ბის - ან­დრია წმინ­დი­სა და ან­და­სის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. სა­ფა­რის ეკ­ლე­სი­ის კა­რის ზემო კუ­თხე­ში კე­დელ­ში ქვა არის და­ტა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ხა­რის სა­ხეა გა­მო­სა­ხუ­ლი, უთა­ვო და ცალი ფეხი არ აქვს, იქვე, კა­რის მე­ო­რე მხა­რეს, კი დათ­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა.

0
422
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0