x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«არც ქმრისთვის მიღალატია და ციხეშიც უდანაშაულოდ ვიჯექი...» – სოფი ლორენი წარსულზე ალაპარაკდა

სოფი ლორენს გასული წლის 30 დეკემბერს Capri, Hollywood-ის კინოფესტივალზე (იტალიური კინოს უდიდესი ფესტივალი ლოს–ანჯელესში, რომელიც ოსკარების წინაპერიოდში იმართება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის შერჩევაზე. რედ.) Capri Legend Award ჯილდო გადაეცა. ხოლო, ფესტივალის შემდეგ, 85 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


image


— მორიგი ჯილდოს მიღებას გილოცავთ. კარიერის მანძილზე, უამრავი პრიზი გაქვთ მიღებული, მათ შორის – 2 «ოსკარი». მაგრამ, პირველი ოსკარის მიღებისას, — ფილმისთვის «ჩოჩარა» (1962), სცენაზე არ ახვედით, უფრო მეტიც, სახლში, რომში დარჩით. რატომ? ოკეანეზე ფრენის შეგეშინდათ?

image— ო, არა! მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ოსკარს არ მომცემდნენ, წყენის გამო, პირდაპირ დარბაზში ავტირდებოდი და შემდეგ კი, ამას გაიხსენებდნენ და დამცინებდნენ. აზრადაც არ გამივლია, რომ პრიზს მივიღებდი. სწორედ ამიტომ დავრჩი სახლში. კერი გრანტმა დილით ადრე დაგვირეკა და გვითხრა, რომ «ოსკარი» მომანიჭეს და ამის აღსანიშნავად, საზეიმო ვახშამს აწყობდნენ. მე და კარლო (კარლო პონტი (1912–2007), სოფი ლორენის მეუღლე და კინოპროდიუსერი. რედ.) მაშინვე ჩამოვფრინდით. ამის შემდეგ, გადაღებებზე ხშირად ჩამოვდიოდი.

image


— ამ შემოდგომაზე თქვენი ამერიკული ტური ჩატარდა. მაგრამ, რატომღაც, მხოლოდ პატარა ქალაქებში გამოდიოდით... რატომ არ ჩაატარეთ საავტორო საღამო ლოს–ანჯელესში, ან ნიუ–ორკში? იქ ხომ ბილეთებზე რიგები დადგებოდა...


— სწორედ ამიტომ არ გამოვედი დიდ ქალაქებში! არ მინდოდა საცირკო აუქციონის მოწყოვა — «ნასეთ, ნახეთ, ჩვენთან ცოცხალი სოფი ლორენი მოვიდა». მე მათთვის მინდოდა მემუშავა, ვინც მიცნობს და ვისაც ვუყვარვარ, ვინც ჩემს შემოქმედებას წლების მანძილზე ადევნებდა თვალს და ჩემს სახელს მათი მოგონებები, ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება. მინდოდა ხალხი ჩემთან მოსულიყო და არა ლეგენდასთან... ამ ხალხს არ დაეზარა და 300 კმ. გამოიარეს სახლიდა, იმისთვის რომ მე ვენახე... და მე ამას ძალიან ვაფასებ. მე სცენაზე უფასოდ გამოვდიოდი — იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა. შეიძლება ცოტანი იყვნენ, მაგრამ ეს ჩემი მაყურებელია. მე ყველას ვხედავ და ყველას ვესაუბრები. დიდ ქალაქში კი, ეს შეუძლებელი იქნებოდა. უზარმაზარ დარბაზში მე ხალხის სახეს კი არა, უბრალოდ, უსახო ბრბოს დავინახავდი.


— საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჰოლივუდში ცხოვრობდით, რადგან თქვენი ქორწინება კარლო პონტისთან, რომელიც მექსიკაში 1957 წელს მინდობილობით შედგა, აშშ-ში ოფიციალურად ითვლებოდა, იტალიაში კი არა.


— დიახ, ასეა. ჰოლივუდში ჩვენ მეოღლეებად ოფიციალურად ვითვლებოდით. გვქონდა ჩვენი სახლი, შეგვეძლო სტუმრების მიღება და სტუმრად ერთად სიარული... და არ გვეშინოდა, რომ ვინმე განგვსჯიდა ან შეურაცხოფას მოგვაყენებდა, როგორც ეს იტალიაში ხდებოდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

კარლო ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო, ვოცნებობდი რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად გამეტარებინა. მაგრამ, კათოლიკური კანონების სიმკაცრის გამო, ჩვენი სამშობლოსთვის, ეს მნიშვნელოვანი არ იყო. ეკლესია მას განქორწინების უფლებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ცოლი ჯულიანა ჩვენს სიყვარულს გაგებით მოეკიდა და გვითანაგრძნობდა კიდეც. საკმარისი იყო, რომში დავბრუნებულიყავით და მაშინვე დაგვაშორებდნენ.


image


— იძულებით?


— დიახ! მე ამას ველოდი და ამიტომ, ევროპაში დაბრუნება არ მინდოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ მუდამ იტალიელი ჟურნალისტების თვალთახედვის არეში ვიყავით... კარლოს ირცოლიანობაში ოფიციალურად დასდეს ბრალი და ვატიკანიც დაგვემუქრა, რომ აუცილებლად დაგვაშორებდა. მაგრამ, ისე მოხდა, რომ სამშობლოში აუცილენლად უნდა ჩავსულიყავი. 1959 წელის ზაფხულში ფილმში – «ეს დაიწყო ნეაპოლში», მიღებდნენ. იტალიაში მარტო ჩავედი, კარლო აქ დარჩა, ლოს–ანჯელესში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას არ უნდა გაერისკა. მაგრამ, მან ვიტორიო დე სიკას სთხოვა, რომ ჩემთან ერთად გამოფრენილიყო და ყურადღება მიექცია.



image


ჩამოვედი იტალიაში და გავიგე, რომ ვენეციაში პრიზი მომანიჭეს... მაყურებელი აღფრთოვანებით შემხვდა და არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მაგრამ, რადგან კარლოს ჰოლივუდში კიდევ რამდენიმე ფილმზე ჰქონდა ხელშეკრულება, ისევ ამერიკაში დავბრუნდი. ხოლო, 1 წლის შემდეგ, «ჩოჩარაზე» დავიწყეთ მუშაობა და იტალიაში დავბრუნდით... და ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო.


— ერთხელ თქვით, რომ კარლო პონტიმ დაცვა აგიყვანათ, იმ შემთხვევისთვის, თუ ფანატიკოსი კათოლიკები თავს დაგესხმებოდნენ…


— კარლო ასეთი ადამიანი იყო — თვლიდა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა. მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჩემზე თავდასხმას არავინ აპირებდა — პირიქით, ადამიანები აღფრთოვანებით მხვდებოდნენ. სამაგიეროდ, პოლიციამ, ერთმანეთს პირდაპირ რომის აეროპორტში დაგვაშორა. კარლოს ხელბორკილები დაადეს და სახლში, პირველ ცოლთან წაიყვანეს. ხოლო მე, იმ პატარა ბინაში მიკრეს თავი, რომელიც მე და დედამ, ჩემი პირველი ჰონორარით ვიყიდეთ და რომელშიც დედა, დასთან ერთად, ცხოვრობდა. და მორჩა! ჩვენ აღარ შეგვეძლო ერთმანეთს ღიად შევხვედროდით. ვინმეს რომ ერთად შევემჩნიეთ, კარლო ციხეში აღმოჩნდებოდა, ორცოლიანობის გამო. წარმოგიდგენიათ? მე მეუღლესთან, მთელი 6 წლის მანძილზე, ცხოვრება არ შემეძლო! ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად იყო… რისი გადატანა არ მოგვიხდა.


— 1962 წელს ამიტომ მოახდინეთ ქორწინების ანულირება?


— წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეხვედრა კი არა, ერთად მუშაობაც არ შეგვეძლო. მსგავსი სიტუაცია ჰქონდა ვიტორიოსაც და მისი ქორწინებაც ანულირებული იყო. ამ გადაწყვეტილების წყალობით, კარლოს და ვიტორის «ბოკაჩო 70»-ს გადაღების უფლება მისცეს.


image


— მაგრამ, საბოლოოდ, ბმა კარლომ პრობლება მოაგვარა, როგორც დაგპირდათ...


— დიახ, «ჩოჩარას» მსოფლიო აღიარების შემდეგ, კარლო საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა ჟორჟ პომპიდუმ პარიზში პირადად მიიწვია, რადგან ფილმი იტალია საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარი იყო. კარლომ სიტუაციით ისარგებლა და პრემიერს მოქალაქეობა სთხოვა, თავისთვის და ჩემთვის. პომპოდუს არ შეეძლო მისთვის უარის თქმა და 1966 წლის აპრილში პარიზში ჩავედი და იქ შევძელი, სხვებისგან დაუფარავად, კარლოს მოვხვეოდი... და ჩვენ დავქორწინდით, უკვე სამუდამოდ.


— თუ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყდა, იტალიაში რატომ არ დაბრუნდით?


— როგორ არა? ჩვენ იტალიაში ძალიან ხშირად ვიღებდით… რომში სახლი გვქონდა. მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ მუცელი 2-ჯერ მომეშალა, მე კი ბავშვის გაჩენა ძალიან მინდოდა. ყველგან, სადაც ჩავდიოდი, ექიმებს ვთხოვდი, რომ დამხმარებოდნენ... იმედი რომ გადამეწურა, სწორედ მაშინ გავიგე შვეიცარიელი ექიმის შესახებ, რომელიც საოცრებებს ახდენდა. ამიტომ, მესამედ რომ დავფეხმძიმდი, მაშინვე ჟენევაში გავემგზავრე და მის კლინიკასთან ახლოს, სასტუმროში დავბინავდი. ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა და მეც ასე მოვიქეცი — 9 თვე, მშობიარობამდე, საწოლში ვიწექი.


image


როდესაც ჩვენი ვაჟი დაიბადა, სასტუმროში ვეღარ დავრჩებოდით და ამიტომ სახლი ვიყიდეთ. უცხო ქვეყანაში ცხოვრებას თანდათანობით შევეჩვიეთ. შვილის გაჩენა კიდევ მინდოდა და ამას, მხოლოდ ჩემი საოცარი ექიმის დახმარებით თუ შევძლებდი. ამიტომ, შვეიცარიაში კიდევ რამოდენიმე წლით დავრჩით. მაგრამ, პირადი პრობლემები რომ არ, იტალიიდან გამგზავრება თავშიც არ მოგვივიდოდა.


— მასმედია იმ დროს წერდა, რომ ვიდრე სახლში არ იყავით, რომის პოლიცია თქვენს ვილაში შეიჭრა და იმ ნახატების კონფისკაცია მოახდინა, რომლებსაც თქვენი მეუღლე მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა.


— იმ რთული პერიოდის გახსენება არ მინდა… კარლოს სასამართლოს ისტორია… იმის გამო, რომ წარმატებული ადამიანი იყო, ბევრი მტერი ჰყავდა. ვიდრე იტალიის მოქალაქე იყო, გადასახადებს იტალიის ხაზინას უხდიდა და იტალიური კინოს სახელს აპიარებდა — ის ყველას უყვარდა. მაგრამ, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ფილმებს უცხო ქვეყნის კინოსტუდიებთან აკეთებდა, მისდამი სიყვარული, – სიძულვილით შეიცვალა.

ხოლო, როდესაც ჟენევაში დავსახლდით, იტალიის ხელისუფლება მისთვის, ნახატების კოლექციის წართმევა სცადა... და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მთავრობაში გადაწყვიტა, რომ შედევრები იტალიაში უნდა დარჩენილიყო. თუმცა, რა მოტივით უნდა ეკუთვნოდეს იტალიას, მაგ., ესპანელი პიკასოს ნამუშევარი? კარლოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს და ვიდრე ის პარიზში გადაღებაზე იყო, პოლიციელები მის დაკეტილ სახლში შევიდნენ და ყველა სურათი წაიღეს. კარლო ამით შეძრული იყო. მას ხომ ძალიან უყვარდა სამშობლო და ვერ წარმოედგინა სიცოცხლე რომის გარეშე... ამის შემდეგ მას დეპრესია დაეწყო და სამუშაოს გულს ვეღარ უდებდა. ის ხელისუფლებასთან მორიგებას ცდილობდა და შედეგად, ყველა ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ — მეტისმეტად გვიან!


— თქვენც ხომ არ დაგინდეს? სასამართლო პროცესი წლების მანძილზე მიდიოდა, თუმცა, საბოლოოდ, თქვენი სრული რეაბილიტაციით დასრულდა.


— ციხეში, სულ ტყუილად, 2 კვირა გავატარე. თითქოს, ჩემმა ბიზნეს–მენეჯერმა შეცდომა დაუშვა და მე გადასახადები სრულად არ გადავიხადე. მაშინ ამ საკითხებში ვერ ვერკვეოდი და სიმართლე გითხრათ, ვერც ახლა ვერკვევი. მაგრამ, როგორც იტალიის მოქალაქე, ციხეშ საკუთარი სურვილით წავედი. თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დამნაშავე ვარ, მე მის გადაწყვეტილებას ვემორჩილები. რადგან სასამართლო — ხალხის ნების გამოხატულებაა. ჩემი ხალხის.


— 10 წლის შემდეგ კი, იტალიის უმარლესი ორდენი მიიღეთ. ამით ქვეყანამ პატიება გთხოვათ?


— უბრალოდ, სიკეთემ ბოროტებაზე გაიმარჯვა — და ეს, ალბათ, კარლოს და შვილების გარდა, საუკეთესო რამ არის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.


— თქვენ ბევრ სახელოვან რეჟისორთან იმუშავეთ, მათ შორის ჩარლი ჩაპლინთან. მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვიტორიო დე სიკა თქვენთვის მაინც განსაკუთრებული იყო. «ნეაპოლის ოქრო», «ჩოჩარა», «გუშინ, დღეს, ხვალ», «ქორწინება იტალიურად»... თითქმის ყველა მნიშვნელოვანი როლი, მის ფილმებში შეასრულეთ.


image


— ვფიქრობ, რომ რეჟისორსა და მსახიობს შორის ღრმა ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. რადგან, თუ დავფიქრდებით, გადაღების დროს, უფრო ახლობელი ადამიანები არ არსებობენ. დიახ, მსახიობი რეჟისორის აზრებს და გრძნობებს განასახიერებს. მაგრამ, ის ხომ მსახიობს რაღაცნაირად უნა გადაეცეს! ვიტორიო ისე ღრმად იჭრებოდა ჩემს სულში, რომ მე მისი თვალებით ვხედავდი, მისი ყურებით მესმოდა. მას თითქოს სინათლე მოჰქონდა ხელის გულებით — და მე მაჩვენებდა. ის ძალიან კეთილი, მოკრძალებული, მხიარული იყო და ხმასაც არასდროს უწევდა. თუ გადაღებისას, რამის თქმა უნდაოს, მსახიობთან ახლოს მოდიოდა და ყურში ეჩურჩულებოდა, რომ სხვებს არ გაეგოთ.

მან მასწავლა კამერასთან მუშაობა: ყველა ჩემი ილეთი — მისგან არის. ვიტორიო ხომ თავად შესანიშნავი მსახიობი იყო. და ეს ჩემთვის საუკეთესო სკოლა იყო. დიახ, ჩემი ძვირფასი ვიტორიო! როგორ ადრე და როგორ საშინლად წავიდა! (ვიტორიო დე სიკა, ფილტვის სიმსივნით, 1974 წ. გარდაიცვალა. რედ.).


image


— თქვენს შესახებ ბევრი ჭორი და ლეგენდა დადის: თითქოს, დედათქვენის დიდი სურვილი იყო, რომ მსახიობი გამხდარიყავით და სილამაზის კონკურსებზე დაჰყავდით. მაგრამ, ყოველ ჯერზე, სხვადასხვა მიზეზით, კონკურსში მონაწილეობაზე უარს გეუბნებოდნენ, – მაგ., დიდი, ბაყაყივით, ტუჩების გამო. და ერთი ისტორიაც იყო: თითქოს კარლო პონტიმ დაგინახათ, ერთი ნახვით შეუყვარდით და ნეაპოლში სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები დაიყოლია, რომ მასში მონაწილეობის უფლება თქვენთვისაც მოეცათ... და თქვენი კარიერა სწორედ იქიდან დაიწყო.


— ორივე ისტორია — სიმართლეა. დედა მართლაც ოცნებობდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ის მე აბსოლიტურ ლამაზმანად მთვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ნამდვილი საფრთხობელა ვიყავი, თან ისეთი გამხდარი, რომ «კბილის საჩიჩქნს» მეძახდნენ... და მე მართლაც არ მაძლევდნენ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის უფლებას — მათი გაგებით, საკმარისად ლამაზი არ ვიყავი. ბაყაყის ტუჩები არ მახსოვს, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე მეუბნებოდნენ, რომ რაღაც რიგზე არ მქონდა: ცხვირი, ტუჩები, კისერი, თვალები... და პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას მირჩევდნენ (იცინის).


image


ხოლო ნეაპოლში… როდესაც კონკურსიდან კიდევ ერთხელ გამოგვაძევეს, მე და დედა კაფეში დავსხედით და ავტირდით — მომხდარის გამო, ძალიან განაწყენებულები ვიყაბით და იქვე აღმოჩნდა კარლოც. ის მოვიდა და ტირილის მიზეზი გვკითხა. დედამ მას აუხსნა, რომ მე კონკურსზე არ დამიშვეს. მან გაიცინა და თქვა: «ნუ ტირით, სენიორა, თქვენი შვილი მონაწილეობას მიიღებს». და წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩვენს წასაყვანად ვიღაცეები მოვიდნენ, საგრიმიოროში გამაქანეს და კაბა მომაზომეს. შემდეგ, რაც მოხდა, თქვენ უკვე იცით.


— ფილმებში თქვენი პარტნიორების შესახებ მინდა გკითხოთ. მათი სია, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია: კერი გრანტი, გრეგორი პეკი, რიჩარდ ბარტონი, პოლ ნიუმანი, მორის შევალიე, ჟან–პოლ ბელმონდო, კლარკ გეიბლი, მარლონ ბრანდო, ომარ შარიფი... — ყველა ეპოქის სექს–სიმბოლოა. რომელიმესთან თუ გქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა?


— კოლეგებთან რომანი არასდროს მქონია — არც მსახიობებთან და არც რეჟისორებთან. დიახ, იყო შემთხვევები, როდესაც პარტნიორებს ჩემდამი გრძნობები უჩნდებოდათ. მაგრამ, ამაში ჩემი ბრალი არ იყო — მე არასდროს და არავისთვის მიმიცია ამის საფუძველი. კარლო ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო და ჩემი სინდისი სუფთაა.

imageimageimageimageimageimageimage







1
1509
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1509
  
2020, 3 მარტი, 21:59
ქალი ლეგენდა
0 1 1