x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345475
  • სურათი:463429
ყველაზე მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც აუცილებლად აღწევენ სასურველ მიზანს

ალბათ ყველა ვტანხმდებით, რომ წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომაა საჭირო. გოზი მუდმივ შრომას, დაღლასა და წვალებას ვერ უძლებს, ამიტომ მარტივად ყრის ფარ-ხმალს და ცხოვრებას ნებდება, ზოგიც კი უკანასკნელი ძალებით ცდილობს გააკეთოს ყველაფერი და არ აშინებს არანაირი სირთულე.

არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლის უნარი დაბადებიდან თან დაჰყვათ და ნებისმიერი დასახული მიზნისტვის უკანასკნელ ძალამდე იბრძვიან.

გაინტერესებთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები აღწევენ ყველაზე ხშირად სასურველ მიზანს?

გთავაზობთ ჩამონათვალს:

1. მორიელი - შეიძლება ითქვას, რომ მორიელი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც არასოდეს არ აშინებს სირთულეები, არამედ პირიქით, მას მოსწონს კიდეც რთული მიზნების დასახვა და ბოლოს, წარმატების მიღწევის შემდეგ, ტრიუმფით ტკბობა. შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, ვინაიდან მან არაჩვეულებრივად იცის შრომის ფასი, ბევრი შრომის ფასად კი ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. მას ყველაფერთან ერთად ეხმარება პრინციპული ხასიათი, რომელიც წამიერი სურვილის შემთხვევაშიც კი არასოდეს მისცემს დანებების უფლებას. ასევე წარმატების მიღწევაში მორიელს ეხმარება არაჩვეულებრივი ინტუიციის გრძნობა, რისი წყალობითაც უამრავ პრობლემას და სირთულეს იცილებს თაბიდან.image

2. კურო - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად გაურბიან სიახლეებს, ვინაიდან ხშირად ცვალებად გარემოში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. მოუხედავად ამისა, კუროს ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიამები, იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევენ. რა არის ამის მიზეზი? რა თქმა უნდა ის პიროვნული თვისებები, რომლითაც უხვად დააჯილდოვა იგი ბუნებამ - შრომისმოყვარეობა, უღალატო და პრინციპული ხასიათი, სიჯიუტე... კურო დაისახავს ერთადერთ, მისთვის გამორჩეულ მიზანს და ნებისმიერი დაღლის, სირთულეების თუ მრავალი გზად წამოჭრილი სიძნელის მიუხედავად, აუცილებლად დატკბება სასურველი ტრიუმფით.image

3. ვერძი - იგი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც დანებება არასოდეს სჩვევია. მოსთვოს არ არსებობს სირტულე, არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შესძლებს. მიზნის მისაღწევად იგი ყველაფერზეა წამსვლელი, რის შედეგადაც შესაძლოა სხვასაც კი ავნოს საკუტარი გადადგმული ნაბიჯებით. ვერძისთვის უცხო არაა ამა თუ იმ საქმის გაიდიალება, სწორედ ესაა მისი დაჟინებული და დაუღალავი შრომისა. ვერძს ხიბლავს სირთულეები, ამიტომაც ურჩევნია შეეჭიდოს მწვერვალებს, ვინაიდან მისთვის რთული მიზნების მიღწევა შეიძლება ითქვას, რომ ექსტრემტან ასოცირდება და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს.image


0
277
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0