x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100916
  • ვიდეო:345634
  • სურათი:463633
კომა
კომა (ბერძ. koma — ღრმა ძილი, თვლემა) — ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს ღრმა ძილს, ეს არის მდგომარეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, მაგრამ, ძილისგან განსხვავებით, მას ერთვის რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრულ გაქრობამდე, სუნთქვის სიღრმისა და რიტმის დარღვევა, მაჯისცემის შენელება ან აჩქარება, ტემპერატურის რეგულაციის მოშლა, არტერიული სისხლის წნევის დაცემა და ა. შ.

კომის შესაფასებლად მსოფლიოში ყველაზე მიღებული მეთოდია პაციენტის შეფასება გლაზგოს კომის სკალის (GCS)მიხედვით (მაქსიმალური შეფასება-15 ქულა, მინიმალური-3 ქულა) რომლის მიხედვითაც 8 ქულა და უფრო ნაკლები კომას შეესაბამება. კომის გამოწვევა უამრავ მიზეზს შეუძლია.

კომის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები:

1.თავის ტვინის ქერქის, ქერქვეშა მიდამოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო დაბალი უბნების ღრმა შეკავება


2.ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, ვაზოსპაზმი

3.ტრავმული - ტრავმული ინტრაპარენქიმული ჰემორაგია, ტვინის შეშუპება

4.ინფექციური - ტვინის აბსცესი

5.ტვინის სტრუქტურების კომპრესია მას ეფექტის გამო

6.ინფექციურ/ანთებითი - ენცეფალიტი, მენინგიტი, სეფსისი, ვენტრიკულიტი, ტოქსიური შოკის სინდრომი.

7.ტოქსიური- წამლების ზედოზირება, CO-თი მოწამლვა, ტყვიით მოწამლვა, მწვავე მოწამვლამ (მაგ., ბარბიტურატებით)

8.მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კარდიოგენული შოკის შედეგად)

9.ელექტროლიტური დარღვევა - ჰიპერნატრემია, ჰიპონატრემია, ჰიპერკალცემია,

10.ნუტრიციული- ვერნიკეს ენცეფალოპათია, ბ12 ვიტამინის დეფიციტი


შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ტიპის კომა, მაგალითად:

1.თირკმლისმიერი კომა

2.ღვიძლისმიერი კომა

3.დიაბეტური კომა დიაბეტური კომა შესაძლოა განვითარდეს სისხლში შაქრის როგორც უკმარისობის (ჰიპოგლიკემიური კომა), ისე სიჭარბის (ჰიპერგლიკემიური კომა) გამო.

4.ჰემორაგიული კომა სისხლდენის დროს თანდათანობით ვითარდება.


image


კომა – სიმპტომები, მიმდინარეობა

სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევების გამოხატულების მიხედვით კომას ყოფენ რამდენიმე ხარისხად: მსუბუქი ხარისხის დროს ავადმყოფები რეაგირებენ მტკივნეულ გაღიზიანებაზე; შენარჩუნებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის რეფლექსები, გუგის რეფლექსი, ზოგჯერ შენარჩუნებულია მყესოვანი რეფლექსები, ბაბინსკის რეფლექსი.


კომის გამოხატული ხარისხი: რეაქცია აღინიშნება მხოლოდ ინტენსიურ ტკივილზე, დარღვეულია ყლაპვა, თუმცა საკვების მოხვედრისას სასუნთქ გზებში წარმოიქმნება რეფლექტორული ხველა; ღრმა კომა: არეფლექსია, ატონია, მიდრიაზი, სუნთქვისა და სისხლმიმოქცევის ღრმა დარღვევები. უკიდურესი (ტერმინალური) კომა: ავადმყოფის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია მხოლოდ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისა და გულის სტიულაციის ხარჯზე.




0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეტევანი
ჯახტანიძე ქეტევანი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0