x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბაიერნი და ჩემპიონთა ლიგა (2020)!

image

ეს სეზონი გადამწყვეტი უნდა იყოს ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მომავლისათვის.სწორედ, ამიტომ წელს ბაიერნის მთავარი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა და ასევე ქვეყნის შიდა ტიტულების მოგებაც.
თუ ჩვენ ლიგის ფინალში ვერ გავედით გუნდში ბევრი ფეხბურთელი სერიოზულად დაფიქრდება წასვლაზე.

●ალაბაზე განსაკუთრებით ბოლო დროს იწერება, რომ მას სხვა ჩემპიონატში სურს გადასვლა.
●ტიაგოც მიანიშნებს გუნდის ბოსებს, რომ წასვლა სურს.
●მიულერი ერთი პერიოდი სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო და მტკიცედ სურდა სხვა გუნდში გადასვლა.სწორედ ტომასი მოითხოვს ფლიკის დარჩენას, რადგან სხვა მწვრთნელი მას ძირითადში არ დააყენებს, თანაც ნაკლებია ალბათობა რომ ის ძველ სათამაშო ფორმას დაიბრუნებს.ბოლო დროს კი კარგად გამოიყურება, მარა რამდენხას იქნება ასეთი სტაბილური ჯერ უცნობია.
●ჟერომ ბოატენგის ირგვლივაც გავრცელდა აქტიურად ჭორები, რომ ზაფხულში ისიც დატოვებს გუნდს.
●ხავი მარტინეზი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად ხშირად იღებს ტრავმებს და ძირითადის ფეხბურთელად აღარ ითვლება არც მას აქვს მომავალი გუნდში.არის იმის შანსები, რომ აწ უკვე ზაფხულში სხვა გუნდში გადაბარგდეს.
●კოუტინიოც და პერიშიჩიც დიდი ალბათობით დაუბრუნდებიან თავიანთ კლუბებს.
●მანუელ ნოიერი გუნდის მთავარი ძალა, ბოლო დროს მასზეც ხშირად იწერება, რომ ის უკმაყოფილოა და დიდათ არარის გახარებული ნიუბელის გადმოსვლით გუნდში.

ამ ფეხბურთელებიდან უმრავლესობა დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს კლუბს, თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ ზოგი ასაკშიც არის შესული და 30 წელსაც არიან გადაცილებული 1-2 წელი თუ ითამაშებენ კიდე მაღალ დონეზე და თუ დარჩნენ გუნდში ამათი შემცვლელები მალევე უნდა მოიძებნოს, რადგან ბაიერნში თაობათა ცვლა არის აქტიურად დაწყებული.გუნდის ბოსებს ფულის დახარჯვა აუცილებლად მოუწევთ და არა 50 ან 60 მილიონის არამედ ბევრად მეტის.თუ გუნდმა ვერ მოიგო წელს ტიტულები და ლიგაზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწია ეს ფეხბურთელები და შესაძლოა დანარჩენებიც სერიოზულად დაფიქრდნენ წასვლაზე.საქმე იმაშია, რომ გუნდის ზოგი ფეხბურთელი აქტიურად მოითხოვს ტრანსფერებს, მათ სურთ მსოფლიოს მაღალი დონის ფეხბურთელების გვერდით თამაში.უნდა გამოვარჩიოთ ლევანდოვსკი, რომელიც ერთი პერიოდი ალაპარაკდა ამ თემაზე და ბოლოს გაჩუმება მოუწია, რუმინიგესა და ჰიონესის განცხადებების შემდეგ, რომ ისინი 100 მილიონზე მეტს ადამიანში ანუ უბრალოდ ფეხბურთელში ვერ გადაიხდიდნენ.ჰიონესი წავიდა და რუმინიგეც მალე დატოვებს კლუბს, ამიტომაც გუნდის ახალ ბოსებს მაინც მოუწევთ ამ თანხის ან უფრო მეტის გადახდა.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება კი იქნება რთული, მაგრამ ნებისმიერ ფასად აუცილებლად უნდა მოიგოს ეს ტიტული ბავარიამ.სწორედ ამ ტურნირის მოგების მეშვეობით კლუბი მარტივად გაახანგრძლივებს ფეხბურთელებთან კონტრაქტს, ფინანსებიც თავისთავად მნიშვნელოვნად გაიზრდება და რაც მთავარია ბევრ მსოფლიოს მაღალი კლასის ფეხბურთელებს მოუნდებათ ბაიერნში თამაში და მათი ყიდვა ბევრად მარტივიც გახდება.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ გასაგებადაც ჩამოვაყალიბე თუ რა შედეგს მოიტანს წლევანდელი კრახი ჩემპიონთა ლიგაზე.

ბოლო დროს აქტიურად განიხილება ჰანს ფლიკი, დატოვებენ თუ არა მას გუნდში ბაიერნის ბოსები.მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ მას აუცილებლად უნდა შესთავაზონ, როგორც მინიმუმ 2 წლიანი კონტრაქტი.ფლიკმა ბაიერნი ჩაიბარა სეზონის რთულ მონაკვეთში, როდესაც გუნდის შიგნით საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო.ზოგ ფეხბურთელს კოვაჩთან სერიოზული კონფლიქტიც ჰქონდა, დაცვის ხაზი საერთოდ მოშლილი იყო, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელიც ემატებოდა ამას.მაგრამ ფლიკმა შეძლო და გამოაცოცხლა გუნდი, დაუბრუნა გუნდს ის გერმანული ქარიზმა, რაც აქამდე აკლდა.16 შეხვედრაში მხოლოდ 2 წაგება ასეთია ფლიკის სტატისტიკა ბაიერნში მოსვლის შემდეგ.ფლიკმა მშვენივრად იცის, რომ მაგის ბედი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით გადაწყდება.ის მახარებს, რომ მას დიდი ამბიციები აქვს და ძალიან უნდა გუნდში დარჩენა და კონტრაქტის გაფორმება.ფლიკი ყველაფერს იზამს, რათა ლიგაზე დიდ წარმატებას მიაღწიოს ასეთი შემადგენლობითაც კი +(ხშირი ტრავმები).ეს რა თქმა უნდა დიდ სტიმულს აძლევს გუნდსაც.მეორე მხრივ ის არის ცუდი, რომ სათადარიგო შემადგენლობა არარის კარგად დაკომპლექტებული და ამას თუ დაემატა 2-3 ძირითადი ფეხბურთელის ტრავმა შესაძლოა ლიგაზე ასპარეზი კრახით დასრულდეს, ბოლოს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფლიკს დაბრალდება და მას კონტრაქტსაც აღარ შესთავაზებენ.მე, რომ ვყოფილიყავი გუნდის სათავეში ფლიკს აუცილებლად გავუხანგრძლივებდი კონტრაქტს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს გავალთ ლიგაზე.ფეხბურთელებს ის ძალიან უყვართ და ხშირად გვესმის კიდეც ფეხბურთელებისგან თუ რაოდენ დიდი იმედი აქვთ მათ ფლიკის.რა თქმა უნდა გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტია ჩემპიონთა ლიგის მოგება და ეს სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ფეხბურთელებისთვის ისე მწვრთნელისთვისაც.

სწორედ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეთ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს.ფლიკმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია ისეთი კლუბის გაწვრთნა, როგორიც ბაიერნია. ზემოთ აღნიშნულ ფეხბურთელთაგან, რომელიც მე ჩამოვთვალე უმრავლესობა უნდა დარჩეს გუნდში და ასევე მსოფლიოს მაღალი კლასის ფეხბურთელებიც აუცილებლად უნდა დავიმატოთ.

Giorgi Farmaniani

4
105
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ფარმანიანი
გიორგი ფარმანიანი
105
  
2020, 27 თებერვალი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 თებერვალი, 4:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 თებერვალი, 1:15
მეც დიდი იმედი მაქვს
2020, 24 თებერვალი, 21:03
ძალიან კარგი სტატია არის.ვიმედოვნებ მოვიგებთ ნანატრ ტიტულს.
0 1 4