x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101009
  • ვიდეო:345709
  • სურათი:463801
თვითშეფასების დაცვა და წინარწმენები

image

თვითშეფასება განმარტებულია, როგორც საკუთარი ღირსებისა და კომპეტენციის აღქმა და იგი ადამიანური ბუნების ფუნდამენტური ასპექტია. სურვილის იმისა, რომ დავიცვათ და გავაფართოოთ ჩვენი თვითშეფასება, მოტივაციას აძლევს მრავალ ქცევას, მათ შორის წინარწმენებსაც. როგორ აკმაყოფილებს წინარწმენები ჩვენი თვითშეფასების მოთხოვნებს?

სცადე შემდეგი სავარჯიშოს გაკეთება: ჩამოწერე ის სიტყვები, თვისებები და მახასიათებლები, რომლებიც ზუსტად აღწერს თუ ვინ ხარ შენ. იმდენი სიტყვა ჩამოწერე, რამდენიც შენი აზრით, საჭიროა შენს დასახასიათებლად. დაასრულე? გაიხსნეთ პირველი თავიდან, რომ სხვებისაგან მრავალმხრივ განვსხვავდებით, როგორც პიროვნული, ისე სოციალური ასპექტებით. თქვენ მიერ ჩამოწერილი სიტყვებიდან დაახარისხეთ, რომელი განეკუთვნება პიროვნულს და რომელი სოციალურს. შენი იდენტობა რამდენად ეფუძვნება პიროვნულ ნიშნებს და რამდენად სოცაილურს? სოციალური იდენტობის თეორიის მიხედვით, სოციალური კატეგორიასა და ჯგუფში მიკუთვნება გვეხმარება საკუთარი თავის იდენტიფიკაციაში და გვსურს, რომ ეს მიკუთვნება იყოს რაც შეიძლება პოზიტიური. ჩვენი სოციალური იდენტობა მომდინარეობს ჯგუფებიდან, რომლებშიც ვიბადებით (გენდერი, რასა და ზოგიერთ შემთხვევაში რელიგია) და ასევე იმ ჯგუფებიდან, რომლებშიც ვწევრიანდებით ( კლუბები, გუნდები, ორგანიზაციები). სოციალური იდენტობა თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა.

ტენდენციას, რომლის შედეგადაც ადამიანები საკუთარი ჯგუფის წევრებს უკეთეს შეფასებას აძლევენ, ვიდრე ჯგუფს გარეთა ინდივიდებს, ეწოდება შიდა ჯგუფური მიკერძოება(in-group bias).შიდა ჯგუფური მიკერძოება საკმაოდ ხშირი და რეალურ სოციალურ ჯგუფებში კარგად შესწავლილი ფენომენია (Furnham, 1982b; Kelly, 1988). კვლევებზე დაყრდნობით იმ მონაწილეებს, რომლებიც ახორციელებენ მომგებიან შედარებებს სხვა ჯგუფის წევრებთან, აღენიშნებათ გაზრდილი თვითშეფასება იმათთან შედარებით ვინც არ ახორციელებს ამგვარ შედარებას(Lemyre & Smith, 1985; Oakes & Turner, 1980). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულ პატარა ან დროებითი უპირატესობის შეგრძნება საკუთარი ჯგუფის სტატუსსა და კომპეტენციაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე, მის თვითშეფასებასა და ჯგუფის შეფასებაზე.

თუ შიდა ჯგუფური მიკერძოება (in-group bias) ზრდის თვითშეფასებას, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ დაბალი თვითშეფასების ადამიანები უფრო ხშირად მიმართავენ მას, რათა აიმაღლონ თვითშეფასება. სინამდვილეში, ყველაზე ხშირად მას მიმართავენ მაღალი თვითშეფასების ადამიანები. 37 კვლევის შეჯამებით დადგინდა, რომ ძირითადად მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მიმართავენ შიდა ჯგუფურ მიკერძოებას, ვიდრე დაბალი თვიშეფასების ადამიანები(Aberson, Healy, & Romero, 2000). მსგავსად ამისა, მაღალი სტატუსის მქონე, წარმატებულ ჯგუფებს უფრო ხშირად ახასიათებთ ამგვარი მიკერძოება. ვიდრე შედარებით დაბალი სტატუსის მქონე, ნაკლებად წარმატებულ ჯგუფებს. (Mullen, Brown, & Smith, 1992; Sachdev & Bourhis, 1987). რატომ ახასიათებს მაღალი თვითშეფასების მქონე ინდივიდებს წინარწმენები უფრო მეტად? დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილნი პოზიტიური მიკერძოებებისკენდა მათ ასევე სჯერათ საკუთარი აზრისა და ქმედების კომპეტენტურობის. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი და დარწმუნებულობა ასევე დაკავშირებულია ნეგატიური შედეგების ექსტერნალურ ატრიბუციასთან ( ეს „მათი“ ბრალია) და შესაბამისად, უარყოფით დამოკიდებულებების ათვისებასთან იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მათი აზრით პასუხისმგებელია ამ ნეგატიურ შედეგებზე.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0