x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოციალური იდენტობა
imageსოციალური იდენტობის თეორიის მიხედვით, ჩვენ გვსურს გვქონდეს პოზიტიური სოციალური იდენტობა. ჩვენ გვინდა, რომ ვასოცირდებოდეთ დაფასებულ და ღირებულ ჯგუფებთან. ეს სურვილი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ პასიურად მივაკუთნებთ თავს ჯგუფებს, რომლებიც წარმატებას აღწევენ. რობერტ კიალდინიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეები უფრო მეტი ინტენსივობით იყენებდნენ თავიანთი სკოლის ფეხბურთის გუნდის ტანსაცმელსა და ფერებს, როდესაც გუნდი იგებდა და ნაკლები ინტენსივობით მაშინ, როცა აგებდა (Cialdini et al., 1976). მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ადამიანები თავს არიდებენ წარუმატებელ და არამოწონებულ ჯგუფებს. სხვა კვლევაში მკვლევრები დაუკავშირდნენ სტუდნეტებს ფეხბურთის საუნივერსიტეტო მატჩის შემდეგ და მათ სთხოვეს აღეწერათ თამაში. სტუდენტები გუნდის მარცხის აღწერისას უფრო ხშირად იყენებდნენ ნაცვალსახელს- „ისინი“, ხოლო მოგების შემთხვევაში ნაცვალსახელს -„ ჩვენ“(Cialdini et al., 1976). სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ გვსურს, რომ გავიზიაროთ ჯგუფის დიდება, მაგრამ ავირიდოთ მისი შეურაცხყოფა(დამცირება). ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ ჩვენი იდენტობა და თავი მივაკუთვნოთ ჯგუფს, რომელიც წარმატებულია. ასევე, ჩვენი სოციალური იდენტობა დაცულია, როდესაც ჩვენ დისტანცირებას ვახდენთ წარუმატებელი ჯგუფებისგან.

ჩვენ ასევე აქტიურად ვცდილობთ შევნარჩუნოთ პოზიტიური სოციალური იდენტობა იმ ჯგუფების შედარებით, რომლებიც გვიმაღლებენ თვითღირებულების განცდას და რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი სოციალური იდენტობისთვის. ამგვარი შედარებისთვის ჩვენ ვირჩვეთ დაბალი სტატუსის მქონე, ნაკლებ წარმატებულ, არამოწონებულ ჯგუფებს და ვადარებთ მათ ჩვენს ჯგუფს. მაგალითად, ქეროლი არ არის დარწმუნებული თავისი გუნდის მნიშვნელობასა და ინტეგრულობაში. მას შეუძლია თავისი გუნდი შეადაროს სხვა ჯგუფს ისე, რომ ამით საკუთარი ღირსება აღიდგინოს. მას შეუძლია შესადარებლად შეარჩიოს უკვე დაშლის პირას მყოფი არამოწონებული ჯგუფი ან შესადარებლად შეარჩიოს ისეთი განზომილება, რომლითაც მისი გუნდი ჯობიას სხვისას.

კვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როცა გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენ ვქმნით ჩვენთვის მომგებიან შედარებებს სოციალურად განსხვავებული ჯგუფების მიმართ. საოცარია ის, რომ ეს ეფექტი ვლინდება მაშინაც კი, როდესაც ჯგუფის მნიშვნელობა ძალიან უმნიშვნელოა. მრავალი კვლევა ჩატარებულა, რომელშიც მონაწილეებს შემთხვევითად ყოფდნენ ორ ჯგუფად და აძლევდნენ პირობით სახელებს, როგორიცაა წითელი და ლურჯი(see Brewer, 1979, for a review). ამ კვლევაში მოანწილეებს ევალებოდათ შეეფესებინათ როგორც თავიანთი ჯგუფის, ისე მეორე ჯგუფის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სხვაობები ამ კვლევაში ძალიან პირობით იყო და მხოლოდ მცირე ინტერაქცია მოხდა ჯგუფის წევრებს შორის, გამოვლინდა აშკარა პრეფერენცია ჯგუფის წევრების მიმართ, არაწევრებთან შედარებით.

ტენდენციას, რომლის შედეგადაც ადამიანები საკუთარი ჯგუფის წევრებს უკეთეს შეფასებას აძლევენ, ვიდრე ჯგუფს გარეთა ინდივიდებს, ეწოდება შიდა ჯგუფური მიკერძოება.


შიდა ჯგუფური მიკერძოება გავრცელებული და რეალურ სოციალურ ჯგუფებში კარგად შესწავლილი ფენომენია (Furnham, 1982b; Kelly
, 1988). კვლევებზე დაყრდნობით იმ მონაწილეებს, რომლებიც ახორციელებენ მომგებიან შედარებებს ჯგუფის გარეთა წევრებთან, აღენიშნებათ გაზრდილი თვითშეფასება იმათთან შედარებით ვინც არ ახორციელებს ამგვარ შედარებას(Lemyre & Smith, 1985; Oakes & Turner, 1980). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულ პატარა ან დროებითი უპირატესობის შეგრძნება საკუთარი ჯგუფის სტატუსსა და კომპეტენციაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე, მის თვითშეფასებასა და ჯგუფის შეფასებაზე.


0
76
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0