x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კრეატიულობა
imageკრეატიულობის ერთ მიღებული განმარტება არ არსებობს, თუმცა მრავალფეროვან და განსხვავებულ განმარტებათა შეჯამების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ორიგინალური და სასარგებლო პროდუქტის შექმნის უნარი (Lubart, 1994; Ochse, 1990; Sternberg, 1988a; Sternberg & Lubart, 1991, 1995, 1996).

იმის მიხედვით, თუ რომელი პარადიგმის წარმომადგენელი იყენებს, ტერმინი განსხვავებულ სპეციფიკას იძენს. ასე, მაგალითად, ბიჰევიორული ფსიქლოოგიის პარადიგმის წარმომადგენლები ასოციაციათა სპონტანურ სინთეზსა და შედეგად ინსაიტზე საუბრობენ.

ბიოლოგიური პარადიგმის წარმომადგენლები კრეატიულობის საფუძვლად მდებარე ფიზიოლოგიურ კორელატებზე აკეთებენ აქცენტს და ხაზს უსვამენ, რომ კრეატიულობისთვის საჭიროა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ჰემისფეროს აქტიური ჩართულობა (Katz, 1997). ასევე, ის დაკავშირებულია ქერქული აგზნების დაბალ დონესთან, რაც ხელს უწყობს ყურადღება მხოლოდ ერთ საკითხზე არ იყოს ფოკუსირებული (Martindale & Hasenfus, 1978).

ჩვენ ვამბობთ ვინმეზე, რომ „კრეატიულია“, მაშინ, როდესაც ის პოულობს ისეთ გამოსავალს ან ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც უჩვეულო და გამოსადეგია, ეფექტურია, პრაქტიკულია. კრეატიულობა განისაზღვრება ამ პროცესის შედეგების/პროდუქტის 2 ასპექტის მიხედვით (სიახლე და ხარისხი) და არა იმ პროცესის მიხედვით, რომელმაც მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. უჩვეულობის და შესაბამისობის, პრაქტიკულობის, ეფექტურობის განსასაზღვრად საჭიროა ვუპასუხოთ კითხვებს, რამდენად უჩვეულოა იდეა და რამდენად პასუხობს ამოცანას. კრეატიულობა იზომება ხარისხებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება ან აზრი შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად კრეატიული. კრეატიულობა არ წარმოადგენს ისეთ მახასიათებელს, რომელიც ადამიანს აქვს ან არ აქვს. კრეატიული აზროვნება მოიცავს კოგნიტურ პროცესებს, რომლებიც აღმოცენდება გარკვეულ კონტექსტში.


გარდნერმა კრეატიულობის განსაზღვრებას კიდევ ერთი მოთხოვნა დაურთო. მას სურდა კრეატიულობას მოეცვა ის ფაქტორიც, რომ კრეატიული ინდივიდი რეგულარულად ხსნის პრობლემას ან ქმნის პროდუქტს, რომელიც არის კრეატიული. ეს დამატებითი მოთხოვნა გამორიცხავს იღბალს/გამართლებას შემოქმედებით პროცესში, რადგან გამართლება და შემთხვევითი ქმედებები ვერ ახსნის რეგულარულ შედეგებს. შემოქმედებითი უნარი რაღაც ხარისხით ყველას გვაქვს და გვჭირდება.

შთამაგონებელი გამონათება (ნაპერწკალი) არაფრისგან „სიცარიელეში“ არ ჩნდება. მას გააჩნია მყარი საფუძველი. კრეატიული ხალხი, ზოგადად, ძალიან განათლებულია, დიდ ცოდნას ფლობს კონკრეტულ დისციპლინაში. გრანდიოზული იდეის აღმოცენება ისე, რომ მანამდე შეხე
ბაც არ ქონდეს ადამიანს ამ სფეროსთან, შეუძლებელი არ არის, მაგრამ წარმოუდგენელია (ულრიხ კრაფტი(2007).

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0