x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფერადი საბჭოეთი ანუ რატომ არ არის თბილისი ბერლინი
ფერადი საბჭოეთი


ქართული კლუბის სიმბოლოა გოგო, რომელსაც 176 პირსინგი უკეთია და პირში 17 000 ჯოინთი უდევს, ხოლო ხელში ლუდის ბოთლი უჭირავს და განმარტოებით თავისთვის ცეკვავს (უფრო სწორად, ცეკვის მსგავს მოძრაობებს ასრულებს).


მაგრამ პირსინგებმა და ჯოინთებმა არ მოგატყუოთ: როგორც კი გოგოს გაცნობას შეეცდებით, მაშინვე აღმოჩნდება, რომ მას ქმარი ჰყავს, თანაც ეს ჯეელი სადღაც იქვე, კუთხეში დგას და საკუთარ ცოლს ისე დაჟინებით უთვალთვალებს, როგორც ობობა ვეებერთელა მსუქან ბუზს.


როგორც კი შეეცდებით, რომ გოგო გაიცნოთ, ეს ობობა-ქმარი მაშინვე სიბნელიდან გამოძვრება და წინ აგესვეტებათ. ამ დროს იმის შანსები, გცემენ თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დარბიხართ ან რამდენად მოხეული და დაკუნთული სხეული გაქვთ. თუ გამხდარი, დაბალი, კაფანდარა და სუსტი ხართ და ვერც სირბილში ამყარებთ გინესის მსოფლიო რეკორდებს, უცებ მიხვდებით, რომ დარვინის ევოლუციის თეორია ჭეშმარიტებას ღაღადებს.



იშვიათია, როცა გოგოს ქმარი თან არ ჰყავს კლუბში. ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად ახლავს ვინმე მზრუნველი, დეიდაშვილის ბიძაშვილის მამიდაშვილის სიძის რძლის მულის ქმრიდან დაწყებული, ახტაჯანა, დემაგოგი და “ფემინისტი” “დაქალით” დამთავრებული, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, "პოსტტივიზე" ან სხვა რომელიმე მსგავს დაწესებულებაში მუშაობს, სადაც საბჭოთა კავშირი ისევე ხელუხლებლად შემორჩა ახალ დროებას, როგორც თოვლი ჯომოლუნგმას ამაყ მწვერვალს. ეს არის ქალთა უფლებებზე გადამკვდარი ამორძალი (ნახევრად)სახელისუფლებო ინსტიტუციიდან, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია კლუბის ოპოზიციურად განწყობილ სტაფს და რომელიც თქვენ აუცილებლად გეტყვით, რომ ადამიანის მარტოდმარტო ცეკვა მისი კონსტიტუციური უფლებაა, მისი უზენაესი და ხელშეუვალი უფლება და რომ თქვენ თქვენი აქტიურობით ადამიანს წაართვით ეს უფლება. გარდა ამისა, განა შეიძლება, გოგოს გასაცნობად კლუბში წასვლა? კლუბი არის მხოლოდ საცეკვაოდ და მუსიკის მოსასმენად. სექსი გინდა? ესე იგი, “ხამი” ხარ, თორემ აბა რად უნდა გინდოდეს სექსი? იცეკვე, დალიე, მუსიკას მოუსმინე, თუნდაც ნარკოტიკიც გასინჯე და მერე წადი სახლში და დაიძინე. მთავარია, სურვილი ნუ გექნება, რომ ვინმესთან სექსი გქონდეს და ფლირტაობას ნურავის ნუ დაუწყებ. ფლირტაობა და სექსის ინტერესი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.


არადა, ცივილიზებულ ქვეყნებში კლუბის უპირატესი ფუნქციები სწორედ გაცნობის და სექსის ფუნქციებია. მუსიკა და ცეკვა კლუბის მხოლოდ ასე ვთქვათ, დამატებითი ფუნქციებია. ქართული კლუბი, როგორც ინსტიტუტი ამ ყველაზე ძირითად ტრადიციას ღალატობს და დემაგოგიურად გვაჩეჩებს მხოლოდ ცეკვის და მუსიკის მოსმენის ფუნქციებს, როგორც უმთავრეს ფუნქციებს.


ფერადი საბჭოეთი


გარდა ამისა, ქართული კლუბები პოლიტიზებული დაწესებულებებია. ამ დაწესებულებებში მხოლოდ ის არ კმარა, რომ სასმელებში ასმაგს გახდევინებენ, ხოლო დარბაზში გაჟღერებული მუსიკა, აკუსტიკა და გარემო ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თუ ქართველი ხარ და ქართულ კლუბში მოხვედრა გინდა, მაშინ შენ აუცილებლად ოპოზიციის აქტივისტიც უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იქ არც კი გაგაჭაჭანონ.


მოღალატე და ჩაკეტილი სისტემაა ანუ. სისტემა, რომელიც საკუთარ თავს ყველა ასპექტში ღალატობს.


ქართული კლუბები ფერადი საბჭოთა კავშირია, "მარგარიტათი" და ვანილის ძლივსშესამჩნევი არომატით.


1
220
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
220
  
2020, 24 თებერვალი, 13:37
ჯოინთი რას ნიშნავს ახალი ქართული სიტყვაა?????
0 1 1