x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ადრე საგაზაფხულო სამუშაოები ჩვენს ნაკვეთებში. რა უნდა ვიცოდეთ?!
image
ზამთრის შემდეგ, ახალი სიცოცხლე-გაზაფხული იწყება. მიძინებული ბუნება გამოღვიძებას იწყებს და მას ყურადღება სჭირდება. შესაბამის ფორმაშია მოსაყვანი ხეები, ბუჩქები სარწყავი არხები და ა.შ.

ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ არაა დაწყებული ხე-მცენარეების გამოღვიძება, საჭიროა მათი ფორმირება და მომზადება. ეს დრო კარგია ნაკვეთში ახალი ხეების დასარგავად. გამომდინარე იქიდან, რომ ყინვებისაგან მარტის ბოლომდე არ ვართ დაზღვეული, უმჯობესია, თუ არ გავრისკავთ ეზოს ყვავილებისა და სუსტი მცენარეების დარგვას..

ხეების ფორმირებას რაც შეეხება, აგრონომიულ ენაზე ამას გასხვლა ეწოდება.გასხვლამდე

გასხვლამდე.

ეს სამუშაო მეტად აუცილებელია მცენარის სწორად განვითარებისა და მისგან მაქსიმალური შედეგის მიღებისათვის. გასხვლის შედეგად ხეს უფრო მეტი ჰაერაცია აქვს, მდგრადია დაავადებების მიმართ და ნაყოფიც უფრო სასურველი მიიღება.გარდა ამისა, გასხვლის შედეგად ხე უფრო მარტივად მისადგომი ხდება თუნდაც ნაყოფის მოკრეფისათვის.image

გასხვლის შემდეგ.



ხე-მცენარეების ფორმირებას ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მისდევენ და იყენებენ ვაზის, ვაშლის, მსხლის, თხილის, ატმის, გარგრის, ქლიავის ხეებისათვის, ასევე ჟოლოსა და ეზოს მაყვლის ნერგებისათის.

თუ შემოდგომაზე ვერ მოასწარით ნაკვეთის დასუფთავება, ვიდრე კარგად დათბება, აუცილებლად მოაცილეთ თქვენს ბაღს წინა წლის ნაგავი, რადგან ფოთლებსა თუ გამხმარ ხეებში არაერთი მავნებელი ახერხებს გამოზამთრებას და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ისინი გარეთ გამოდიან და თქვენს მოვლილ ხე-მცენარეებზე გადავლენ საკვებად. კარგი იქნება, თუ ამგვარ ნარჩენებს დაწვავთ.image

ამ პერიოდში ასევე უნდა უზრუნველყოთ სარწყავი სისტემის მოწესრიგება, იქნება ეს ბუნებრივი თუ ხელოვნური საშუალება. ბუნებრივი სისტემისათვის უნდა გაასუფთაოთ სარწყავი არხები, დაკვალოთ ნაკვეთი. ხელოვნური მეთოდის შემთხვევაში კი, შეამოწმეთ ხომ არ არის ყინვების შემდეგ რაიმე დაზიანება.

ადრე გაზაფხული კარგია ასევე ნაკვეთში ხე-მცენარეების მკვებავი ნივთიერებების შესატანად. აქვე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ორგანული ნივთიერებები.


წარმატებას გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა გაწმინდოთ ოთახის მცენარეების ფოთლები სწორად - სასარგებლო რჩევები

გოგრა – სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი

როდის და რომელი ჯიშის ვაშლი უნდა მიირთვათ?! -სასარგებლო რჩევები

რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

0
99
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0