x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამერიკელი მამაკაცი, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია, თვითნაკეთი რაკეტით ვარდნისას დაიღუპა
შეშლილი მაიკი


ამერიკელი მოყვარული პილოტი, მაიკლ ჰიუზი, მეტსახელად “შეშლილი მაიკი”, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია, მის მიერვე აგებული ორთქლისძრავიანი რაკეტით ვარდნისას დაიღუპა.


64 წლის ამერიკელი ე. წ. ბრტყელი დედამიწის თეორიის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო და სწორედ აღნიშნული თეორიის დასამტკიცებლად აფრინდა 1525 მეტრ სიმაღლეზე.


ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე “ვირუსულად” იქცა, ასახულია, თუ როგორ მიფრინავს რაკეტა, როგორ სძვრება პარაშუტი, ხოლო შემდეგ როგორ ეცემა კალიფორნიის უდაბნოში, სტარტის წერტილიდან არც ისე შორს.



რაკეტის სტარტს იღებდნენ დოკუმენტური ფილმისთვის, რომელსაც “მოყვარული ასტრონავტები” ეწოდება და რომელიც იმ ადამიანებზეა, რომლებიც კოსმოსურ რაკეტებს ამზადებენ საოჯახო პირობებში. ფილმი ამერიკულ Science Channel-ზე უნდა გასულიყო და მისი ბიუჯეტიც არც ისე დიდი იყო.


“შეშლილმა მაიკმა” რაკეტა ორთქლის ძრავით საკუთარ ეზოში დაამზადა, რისთვისაც 18 ათასი დოლარი დახარჯა. ის სწორედ აღნიშნული რაკეტის ვარდნისას დაიღუპა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაიკმა სცადა, დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია. მსგავსი მცდელობა მას შარშანაც ჰქონდა, როცა 570 მეტრის სიმაღლემდე მიაღწია, რის შემდეგაც პარაშუტი გახსნა და დაშვება განახორციელა.


2002 წელს ჰიუზი გინესების მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდა როგორც ადამიანი, რომელმაც ლიმუზინით ყველაზე გრძელი ხტომა განახორციელა. მაშინ მან “ლინკოლნ თაუნ ქარით” 31 მეტრი იფრინა.


შეშლილი მაიკი


“ბრტყელი დედამიწის თეორია” ამერიკაში ძალიან გავრცელებული შეთქმულების თეორიაა. მის მიმდევრებს სწამთ, რომ დედამიწა ბრტყელია. აღნიშნული თეორიის მიმდევრები კონფერენციებს და სემინარებს აწყობენ, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ დედამიწა სიბრტყეა და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა “ნასა” და ასევე სახელმწიფოების მთავრობები სიმართლეს აყალბებენ და ცდილობენ, ადამიანები დაარწმუნონ, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია.


ამრიგად, “შეშლილმა მაიკმა” მართალია, ვერ დაატკიცა, რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ სამაგიეროდ უკვე ზუსტად ვიცით, თუ ვის გადაეცემა წლევანდელი დარვინის პრიზი ყველაზე სულელური და სასაცილო სიკვდილისთვის.

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0