x
image
_K_
9 სახიფათო რამ, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ - გაითვალისწინეთ!
imageადამიანთა უმეტესობას ინტუიციის გრძნობა აქვს, რითაც ხვდებიან, რომ საფრთხე ელით. თუმცა, ყველა სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, განსაკუთრებით კი ისეთების, რომლებიც საერთოდ არ მიგვაჩნია საზიანოდ, მაგალითად - მთელი დღე მობილურში ყურება.


სტატიაში გაგაცნობთ 9 სახიფათო რამეს, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ.






1. პლასტმასის ბოთლიდან დალევა

პლასტმასის ბოთლში შეიძლება მიკროპლასტიკები იყოს, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. მან შეიძლება შეამციროს ნაყოფიერების დონე, გაზარდოს ცხიმები ორგანიზმში, ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს ნერვულ და იმუნურ სისტემაზე, გავლენა მოახდინოს მამაკაცის გენიტალიების ჩამოყალიბებაზე, წაახალისოს სიმსუქნე ბავშვებში და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. პლასტმასის ბოთლი კიდევ უფრო სახიფათოა ბავშვებისთვის.

image






2. ქიმწმენდა


ქიმწმენდა ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც ტანსაცმელზე არაერთი ქიმიკატი ხვდება. მათი ჩასუნთქვისას არსებობს რისკი, რომ განგივითარდეთ რესპირატორული ან თვალის გაღიზიანება, თავის ტკივილი, დაღლილობა და მხედველობის პრობლემები.

image






3. ცემინების შეკავება

ცემინება არასდროს უნდა შეიკავოთ. ამის გაკეთებისას არსებობს შანსი, რომ შეკავებული ჰაერით, რომელიც ყურებს გადაეცემა, ყურის დაფის აპკი გაგისკდეთ. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების გაჩენა თვალებში, ცხვირში და უსიამოვნო შეგრძნება ყურებში.

image






4. ქიმიური პარფიუმის გამოყენება

არაერთი პარფიუმი შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რასაც მწარმოებელი კომპანიები არ ამხელენ. ეს ინგრედიენტები ნავთობიდან მოდის და შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული და ჰორმონული პრობლემები ან ღებინება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება პარფიუმით მოიწამლოს ან კიბო გაუჩნდეს.

image






5. ფერიმჭამელების ამოღება

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ფერიმჭამელების ამოღებამ შეიძლება ვიზუალურად უარესი შედეგი მოგვცეს და ლაქებიც კი დაგვიტოვოს კანზე. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს ადგილი, რომელსაც "სიკვდილის სამკუთხედს" ეძახიან და რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ტვინთან. ასე რომ, თუ ამ ადგილას ფერიმჭამელების ამოღებით ინფექციას გამოიწვევთ, ეს ნერვულ სისტემაზე მოახდენს გავლენას და შეიძლება გაგიჩნდეთ მხედველობის პრობლემები, პარალიზება, მენინგიტი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში - გარდაიცვალოთ. ასე რომ, თუ ოდესმე ფერიმჭამელების ამოღების სურვილი გაგიჩნდეთ, უბრალოდ, სცადეთ, სამაჯურით ითამაშოთ და ეს სურვილი გაივლის.

image






6. სინთეტიკური კოსმეტიკის გამოყენება

მაკიაჟის გამოყენებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ, შეიცავს თუ არა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო სინთეტიკურ კომპონენტებს. ეს კომპონენტები შეიძლება დროთა განმავლობაში დაგიგროვდეთ კანზე და გამოიწვიოს მისი გაღიზიანება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში - კიბოც კი.

image






7. ბალიშისპირების არ შეცვლა

ყოველ ღამით, როცა იძინებთ, თქვენი ბალიში შეიწოვს კანის, სხეულისა და თმის ზეთს. ამან შეიძლება ჭუჭყის ტკიპები მიიზიდოს, რამაც სერიოზული ალერგია გამოიწვიოს.

image






8. ცხვირის თმის ამოღება

ცხვირიდან თმის ამოღებამ შესაძლოა კანის გაღიზიანება და ანთება გამოიწვიოს. ამ ქმედებით იმუნურ სისტემასაც უფრო სუსტს ხდით, რის გამოც შეიძლება მენინგიტი ან ტვინის სხვა დაავადებები გაგიჩნდეთ.

image






9. შეფუთული კერძის ყიდვა

შეფუთული კერძები ნატურალურზე ბევრად ნაკლებ ნუტრიენტს შეიცავს. მაღალ ტემპერატურაზე მომზადების გამო არაერთ მათგანს კანცეროგენი აქვს. გარდა ამისა, შეფუთული კერძი შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რაც დიაბეტის რისკს ზრდის.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 8 საჭმელი სიგარეტზე უარესია - გაითვალისწინეთ!

image


2. 5 შეცდომა, რასაც სმარტფონის გამოყენებისას უშვებთ - გაითვალისწინეთ!

image


3. მარტივი 2 წუთიანი ვარჯიში, რომელიც ხერხემალს გაგისწორებთ

image


4. როგორ ამოვიცნოთ უხარისხო პროდუქტი - 10 სასარგებლო რჩევა

image


5. რა უნდა მიირთვათ, რომ ალცჰაიმერი თავიდან აირიდოთ - 5 აუცილებელი და 3 სავალალო პროდუქტი

image

1
1183
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
1183
  
2020, 17 მარტი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1