x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:100996
  • ვიდეო:346266
  • სურათი:464507
16 წლის წინ ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ნახეთ, როგორც გამოიყურება ეს ბავშვი ახლა!

image


პატარა სემიუელ ალექსანდერ არმასმა პოპულარობა ჯერ კიდევ დაბადებამდე მოიპოვა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ის ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში იმყოფებოდა, ექიმებმა მას თანდაყოლილი ანომალია დაუდგინეს. პატარას სპინა ბიფიდა (ლათ. spina - ხერხემალი, bifidus - ორად გაყოფილი, გაპობილი) - განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით (ნაპრალი)) ჰქონდა.


image


ეს დაავადება ორსულობის მეცხრე კვირაში ვლინდება და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამ დეფექტით დაბადებულ ადამიანებს როგორც წესი, სიარული არ შეუძლიათ. საბედნიეროდ, აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია. ქირურგებმა რთული, კომპლექსური საშვილოსნოს შიდა ოპერაციების გაკეთება ჯერ კიდევ ნაყოფის ხერხემლის ფორმირების ეტაპზე ისწავლეს. თუმცა, ეს პროცედურა როგორც ბავშისთვის, ასევე დედისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და საკმაოდ დიდ რისკებთანაც არის დაკავშირებული. ექიმებმა მომავალი მშობლები საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დააყენეს: მათ ან აბორტი უნდა აერჩიათ ან ბავშვისთვის შანსი მიეცათ და ოპერაცია გაერისკათ. მშობლებმა ზედმეტი ფიქრის გარეშე მეორე ვარიანტი აირჩიეს. მაშინ, როდესაც ორსულობის 21-ე კვირას, დედისა და ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვის გადარჩენას, ქირურგთა მთელი გუნდი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილოდა, პატარამ თავისი ხელი საშვილოსნოდან მოულოდნელად ამოყო და ექიმ ჯოზეფ ბრიუნერის თითს მთელი ძალით ჩაებღაუჭა. ამ უნიკალური მომენტის დაფიქსირება ფოტოგრაფმა, რომელიც საოპერაციო ბლოკში იმყოფებოდა სასწაულებრივად მოახერხა, ხოლო თავად ფოტო ნამდვილ სენსაციად იქცა, ის ერთმაეთის მიყოლებით მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს რომელსაც "იმედის ხელი" უწოდეს.


image


ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დანიშნულ დროს სამყაროს ბიჭუნა სახელად სემიუელი მოევლინა. თუმცა პატარას ხერხემალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მაინც ჰქონდა, მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეგვიძლია რომ სემიუელს იღბლიანი ვუწოდოთ. მოზარდი აქტიური ცხოვრების წესს მიჰყვება და სპორტითაც არის დაკავებული.


image


მას შემდეგ 16 წელზე მეტი გავიდა. ბიჭუნა უკვე გაიზარდა და კალათბურთის გუნდის შემადგენლობაში ტროფეის მოგებაც კი შეძლო!



image


სხვა რაღა დაგვრჩენია, ვუსურვოთ მას მომავალშიც ჯანმრთელობა და სულის სიმტკიცე. სემიუელმა 16 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, არამედ ნამდვილი მებრძოლია.





0
1567
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1567