x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურო დაინტერესდა აზერბაიჯანისათვის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავის შექმნის გამო

image ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაიწყო გამოძიება კერძო სამხედრო კომპანიის "Blackwater"-ის დამფუძნებლის ერიკ პრინსის საქმიანობაზე. საქმე ეხება სოფლის მეურნეობისათვის შექმნილი თვითმფრინავების ტრანსფორმაციაზე მსუბუქ მოიერიშედ აზერბაიჯანისათვის და აფრიკის რიგი ქვეყნებისათვის.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ტრანსფორმაციაში ხედავს "მაქინაციის" ნიშნებს.
როგორც "The Intercept"-ი იტყობინება პრინსი, რომელიც მილიარდელია და რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირედ ითვლება იმყოფება ფედერალური გამოძიების ბიუროს გამოძიების ობიექტად. მას ბრალად უყენებენ უკანონო საქმიანობას, საქმე ეხება აშში სოფლის მეურნეობის კულტურებისათვის მათ შესაწამლად შექმნილი ორი თვითმფრინავის მსუბუქ, მოიერიშე თვითმფრინავად გადაკეთების გამო.
აღნიშნული საფრენი აპარატები გადაკეთებულ იქნა კერძო სამხედრო კომპანიაში, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც ერიკ პრინსია. აღნიშნული მოიერიშეებიდან ერთერთი უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანს ხოლო მეორე აფრიკის ერთერთ ქვეყანას. გამოძიების მონაცემებით კომპანიამ დაარღვია კანონი იარაღის გაყიდვის შესახებ.
გამოცემის თქმით პრინსი კარგა ხანია რაც ცდილობდა სოფლის მეურნეობისათვის შექმნილი ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავი ექცია მსუბუქ მოიერიშედ რაც მოახერხა კიდეც.
მსუბუქ მოიერიშეებს შეეძლებათ საბრძოლო ამოცანების შესრულება ლოკალურ ომებში.
პრინსის პროგრამით როგორც უკვე ავღნიშნე ორი მოიერიშე უკვე შეიქმნა, პრინსის პროგრამით მის კომპანიას უნდა შეექმნა მსუბუქი მოიერიშეები, რომელთა ფასი იმდენად დაბალია, რომ კომპანიას მათი გაყიდვა არ გაუჭირდებოდა.
ამ შემთხვევაში საუბარია ერთძრავიან თვითმფრინავზე "Thrush 710", რომელიც პრინსის კომპანიამ მსუბუქ მოიერიშე თვითმფრინავად "Archangel" აქცია.

0
713
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
713