x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,დედასთან ურთიერთობა გავწყვიტე" - ერთი ქალის გულახდილი წერილი
image

“ მე ის შვილი ვიყავი, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს:გამგონე, მზრუნველი, თანაგრძნობის უნარით. ადამიანები დედას ულოცავდნენ, რომ მან შეძლო და ასეთი ქალიშვილი აღზარდა. თუმცა, მე ისე მოვიქეცი, როგორც კარგი დედების შვილები არ იქცევიან:მე მასთან ურთიერთობა შევწყვიტე.

კარგი გოგონები ასე არ იქცევიან და ბევრი მკიცხავს ამის გამო, მაგრამ ასე მოქცევისთვის მე მიზეზები მქონდა.

მე ლიზა მქვია და ახლა 38 წლის ვარ. საქორწილო ფოტოებზე ჩემი მშობლები ძალიან ბედნიერები ჩანან. დედას უნდოდა მამაჩემი მასზე ყოფილიყო მიჯაჭვული და ამიტომ ჩემი გაჩენა იჩქარა.მაგრამ 4 წლის შემდეგ მამა მაინც წავიდა. არ ვიცი რა იყო მიზეზი-სხვა ქალი თუ დედაჩემსი მხრიდან მამაჩემის ტოტალური კონტროლის სურვილი. ვიცი მხოლოდ, რომ დედაჩემი მტკივნეულად განიცდიდა მამაჩემის წასვლას და გულნატკენი იყო იმით, რომ ბავშვმაც ვერ შეძლო მისი შეჩერება.


მაშინ რა აზრი ჰქონდა ბავშვის გაჩენას?!

ჩემი არსებობით მე ყოველდღიურად, ყოველ საათს ვახსენებდი მის “წარუმატებლობას"-სწორედ ასე უწოდებდა დედა თავის ქორწინებას. პროექტს-რომელიც ჩავარდა.

რას იზამ, რადგან ქორწინება ვერ შედგა, ქალიშვილისგან უნდა შევქმნათ რამე ღირებული-ისეთი, რასაც ამაყად უჩვენებ ნაცნობებს. და მე ცეკვაზე მიმიყვანეს. არ მინდოდა, მაგრამ დედის უკმაყოფილების მეშინოდა და ბეჯითად დავდიოდი. ტალანტი არ მქონდა, მწვერვალებს ვერ ვიპყრობდი, შესაბამისად, პირველ ადგილზე ვერ გავდიოდი კონკურსებზე. და მაშინ დედა მიხვდა, რომ “დაკარგული მამაკაცისგან ბავშვებიც უსარგებლონი ჩნდებიან."

კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტი.imageყველა თავის უბედურებაში დედაჩემი მე მადანაშაულებდა. მე ვიყავი დამნაშავე, რომ ის უბედური იყო. მე ვიყავი დამნაშავე, რომ მამაკაცების ყურადღება აკლდა. მე-მისი ბილეთი ვიყავი მარტოხელა სიბერისკენ. დედაჩემისგან გავიგე, რომ “მტვირთავის" ზურგი, “მუშურ-გლეხური" სახე და უფორმო ფიგურა მქონდა. ასეთი გარეგნობით ცხოვრება გაგიჭირდება-ამბობდა ის. რაც არ უნდა ჩამეცვა, მაშინვე მესმოდა: “საფრთხობელასავით გამოეწყო, არავითარი გემოვნება!" ჩემი ფრჩხილების ფორმაც კი ზიზღით ააწევინებდა ხოლმე წარბებს და ტუჩებს ამრეზინებდა.

ამასთან ერთად, მისი მისწრაფება, ეკონტროლებინა ყველა და ყველაფერი-არ ქრებოდა. ჩემი ნივთები კარადაში ისე უნდა ყოფილიყო დალაგებული, როგორც მას უნდოდა.15 წლამდე მისი მეთვალყურეობით ვიბანდი, ჩემს ჩანთას კი ყოველდღიურად ჩხრეკდა “აკრძალული" ნივთების აღმოსაჩენად. ყოველდღიურად აყენებდა დარტყმას ჩემს თვითშეფასებას და თან მეუბნებოდა, რომ ამით რთული ცხოვრებისთვის მამზადებდა. თუმცა ახლა, 38 წლის ასაკში ვხვდები, რომ ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის დედაჩემი იყო.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ დედაჩემი აბსოლუტური ბოროტება გახლდათ. ახლა, როცა დედაჩემის მიმართ ყველა ემოცია გადახარშული მაქვს, ვიცი, რომ ის უგრძნობი და გულგრილი არ იყო. უბრალოდ, მისთვის არ უსწავლებიათ სხვანაირი ყოფილიყო. მისი ცხოვრებაც არ ყოფილა მარტივი:გაზარდო შვილი მარტომ, დახმარების გარეშე-ნამდვილად არაა იოლი.

ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემ მიმართ მისი გაღიზიანება უბრალო დაღლილობით იყო გამოწვეული. მე 90-იანებში ვიზრდებოდი. იმ დროს, როცა ჩემი თანატოლების უმრავლესობისთვის, რომელთაც ორივე მშობელი ჰყავდათ, ყველაზე კარგი ტკბილეული შაქარმოყრილი პური იყო, ჩვენს მაცივარში ნაღების კარაქი, ხორცი და სხვა დეფიციტური პროდუქტები ინახებოდა. კარგად მეცვა, ფასიან წრეებზე დავდიოდი, ყველა მატერიალური კეთილდღეობით შემეძლო მესარგებლა.

მაგრამ დედა თვლიდა, რომ უმადური ვიყავი:რაც არ უნდა მოეცა, მე მაინც რაღაც მკლდა. მაკლდა დედა, მაკლდა ჩვეულებრივი ურთიერთობა და სიახლოვე, მაკლდა მასთან საუბარი. ახალი “ჩვრები" და შესქელებული რძე არ მინდოდა. მინდოდა, რომ როგორც ჩემი მეგობრები ყვებოდნენ, მე და დედაჩემიც ერთად დავმსხდარიყავით სამზარეულოში, ერთად დაგველია ჩაი, გვესაუბრა ჩვენს მეგობრებზე, თანაკლასელებზე. მას თავისი ახალგაზრდობის ისტორიები მოეყოლა, ჩემთვის თავზე ხელი გადაესვა და გაეღიმა. მაგრამ დედაჩემს სხვა ფასეულობები ჰქონდა.

31 წლისა გავთხოვდი და ბავშვს ველოდებოდი. დედა ძველებურად უკმაყოფილო იყო ჩემით: შესაფერისი ქმარი ვერ ვიპოვე, სამსახური უინტერესო და გაუგებარი მაქვს, ბავშვს კი ჩვენნაირი უპასუხისმგებლო ადამიანები არ უნდა აჩენდნენ.

სამსახურიდან მოსული ჩემი ქმარი ყოველთვის ხვდებოდა, რომ იმ დღეს დედას ველაპარაკე. მასთან ყოველი კონტაქი რაღაც დაბნეულ და უმწეო ცხოველს მამსგავსებდა. აპათიური და მოშვებული ვხდებოდი, ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. მაგრამ დედაჩემთან ურთიერთობას მაინც ვაგრძელებდი: ის ხომ დედაჩემია, უბრალოდ რთული ადამიანია.

მიუხედავად ჩემს მიმართ აგდებული დამოკიდებულებისა, დედა ჩემგან ბევრ ყურადღებას მოითხოვდა. მისთვის პროდუქტებს ვყიდულობდი და გარკვეულ დროს მასთან ვატარებდი.თუ ერთი კვირა მასთან ვერ მივიდოდი, ის იბუტებოდა და ჩიოდა, რომ უმადური ვარ, რომ მთელი ცხოვრება მე შემომწირა, მე კი... ის, რომ ბავშვი მეყოლა, მას სრულიად არ აწუხებდა: ბოლოს და ბოლოს, ვინაა აქ მთავარი?

ქმარი გამუდმებით მეუბნებოდა, რომ დროა საზღვრები დავაწესო და პრიორიტეტები დავალაგო: მე არაქათი მეცლება გამოუძინებელ ბავშვთან ყოფნით, რომელსაც ხან კოლიკები აწუხებს, ხან კბილის ამოჭრა, დედაჩემი კი დახმარების ნაცვლად, მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამს.

ვუსმენდი ჩემს ქმარს, თავს ვუქნევდი და...ძველებურად ვაგრძელებდი. დღეს არა, კიდევ ცოტაც, იქნებ ხვალ. ის ხომ დედაჩემია...

ერთხელ დედამ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა. ვიფიქრე, რომ ისევ მაღლა სართულზე მცხოვრებ მეზობლებზე უნდა დაეჩივლა ან მორიგი სიახლე განეხილა, მაგრამ ყველაფერი უარესად იყო. თავისი უხეში მანერებით მოითხოვა, რომ ხელი მომეწერა ბინის გაყიდვის საბუთზე, რომელიც ორივეზე იყო გაფორმებული. ვკითხე რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და მიპასუხა, რომ პატარა ბინას იყიდდა თავისთვის, დარჩენილ ფულს კი რომელიღაც ნაცნობის ბიზნესში დააბანდებდა. ხოლო სანამ ყველაფერი დალაგდებოდა, ჩვენთან იცხოვრებდა.

imageბუნებრვია, შევეცადე, რომ დედა გადამერწმუნებინა. ნათელი იყო, რომ საბოლოოდ ის უბინაოდ და უფულოდ დარჩებოდა. ის ყვიროდა, მსაყვედურობდა, რომ უმადური ვიყავი, რომ სურვილი არ მქონდა მისთვის თავშესაფარი მიმეცა. ჩემს წინააღმდეგობას ახალ-ახალი მოსაზრებებით ხსნიდა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მე მის სიკვდილს ვუცდიდე და რაც მინდოდა-მისი ბინა იყო.

შემძრა ასეთმა უსამართლობამ. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ დამჯერი ვყოფილიყავი და იმას ვაკეთებდი, რაც დედაჩემს უნდოდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. პირველად ცხოვრებაში, დედაჩემს ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. საშინელი სკანდალი იყო, რომლის შესავალშიც დედაჩემმა მითხრა, რომ მეზობელიც კი უკეთ ექცევა, ვიდრე ღვიძლი ქალიშვილი.

სახლისკენ მთავრეულივით მივდიოდი.ჩემი ქალიშვილი ამ ხმამაღალი სცენების შემდეგ ჭირვეულობდა და ეტლში ჩაჯდომა არ უნდოდა. მე მას პირდაპირ ქუჩაში ვუყვირე. ის ატირდა და ამან უფრო გამაცოფა. სახლში მისულს მეუღლემ მკითხა რა მოხდა და რა მოუვიდა ჩვენს პატარას. მისმა შეკითხვებმა საბოლოოდ გამომიყვანა წყობიდან. უხეში სიტყვები მივახალე და დემონსტრაციულად ჩავიკეტე საძინებელში.

imageმომხდარის შემდეგ დაძინებ ვერ შევძელი. მრცხვენოდა ქმრის, განსაკუთრებით კი ჩემი ქალიშვილის. ის მომენტი, როცა 2 წლის გოგონას ვუყვირე, უკვე ნანახი მქონდა ბავშვობაში. მხოლოდ მაშინ, შეშინებული და მტირალი გოგონას ადგილას მე ვიყავი.მე კი, ხომ დავიფიცე, რომ არასოდეს მოვექცეოდი ისე ჩემს გოგონას, როგორც მე მექცეოდა დედაჩემი.

იმ ღამით მივხვდი, რომ ამ ურთიერთობებით ჩემს ცხოვრებას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას და ჩემს ქალიშვილს ვანადგურებდი. დედაჩემი-დაუსრულებელი-მანიპულაციები იყო. აღარ მინდოდა მისი მსხვერპლი ვყოფილიყავი, მისი ნახვა აღარ მინდოდა. აღარ მინდოდა მესმინა თუ რა ინტელიგენტია და რა სულელები არიან სხვა ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ვცხოვრობდი, დედა ყოველთვის ერეოდა ჩემს ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მაკრიტიკებდა. ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო.

მე აღარ ვიღებდი ყურმილს, როცა ის რეკავდა. აღარ ვყიდულობდი პროდუქტებს და მასთან აღარ მიმქონდა. მას სტაბილური შემოსავალი ჰქონდა და არაფერი აკლდა. თუ ვინიცობაა და რამე მოხდებოდა, მისი ბიძაშვილი მაშინვე დამიკავშირდებოდა.

დროთა განმავლობაში ნათესავებმა და ნაცნობებმა გაიგეს, რომ დედასთან კონტაქტი გავწყვიტე. გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ პრაქტიკულად არავინ დაიჭირა ჩემი მხარე. არადა, თითოეულს საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი დედაჩემის რთული ხასიათი. ისინი იცნობდნენ დედაჩემს. ბევრი მათგანი მას ცივ და უსიამოვნო ქალადაც კი თვლიდა. მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი თავს მოვალედ თვლიდა ჩემთვის საყვედური ეთქვა:“ის ხომ დედაშენია". ბევრი ნათესავი აღარ მელაპარაკებოდა. მხოლოდ სამი ადამიანი ფიქრობდა ჩემზე და უსიტყვოდ მიგებდა: ქმარი, მეგობარი და ბიძაშვილი.

თითქმის უცნობი ადამიანებიც კი მტკივნეულად რეაგირებდნენ. თუ სადმე მშობლებზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი და ვიტყოდი, რომ დედასთან ურთიერთობა არ მაქვს, ჩემდამი დამოკიდებულება მაშინვე იცვლებოდა და თანაც არც ისე კარგი კუთხით.

მე ხომ არ შემეძლო ყველასთვის მომეყოლა ჩემს ბავშვობაზე, იმაზე, რომ დედაჩემისთვის ფული და ნივთები ჩემზე ძვირფასი იყო. მათ არ აინტერესებდათ, რომ ამით ვინმეზე შურიძიება ან დასჯა კი არ მინდოდა, არამედ საკუთარ ქალიშვილს ვიცავდი იმისგან, რასაც ბავშვობაში განვიცდიდი. და უნდა გამოგიტყდეთ, მიუხედავად გარშემომყოფების რეაქციისა, თავს კარგად ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრება აღარ ჰგავდა ბრძოლის ველს, სადაც გამუდმებით თავდაცვა მიწევდა.

თავს არ ვიქებ და არ ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით. არც არავის ვურჩევ ამის გაკეთებას. გაწყვიტო კავშირი ადამიანთან, რომელიც ყველაზე ახლობელი უნდა იყოს-მტკივნეულია. მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია, როცა გამუდმებით ტკივილს გაყენებენ ყოველი სიტყვით, ყოველი საქციელით. ეს ისეთი აუტანელი ხდება, რომ გინდა გაიქცე და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება შემდეგ.

და მაინც, დედაჩემს მადლობა უნდა ვუთხრა. მისი წყალობით გავიგე, რომ მნიშვნელოვანია არა მოდური ტანსაცმელი და იმპორტული ლორი თუნუქის ლამაზ ქილებში, მნიშვნელოვანია-ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან.

ახლა, იმის ნაცვლად, რომ ზედმეტი ათასები გამოვიმუშავო, მე ჩემს ოჯახს და მათთან დროის გატარებას ვამჯობინებ."

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0